ლენ უინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლენ უინი (მარჯვნივ) ფანთან ერთად, რომელიც ჭაობის არსებას ემსგავსება, 2005

ლეონარდ ნორმან უინი[1] (ინგლ. Leonard Norman Wein) (დ. 12 ივნისი, 1948, ნიუ-იორკი — გ. 10 სექტემბერი, 2017, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) — ამერიკელი კომიქსების მწერალი და რედაქტორი. ცნობილია DC Comics-ის პერსონაჟ ჭაობის არსების და Marvel Comics-ის პერსონაჟ საურავის შექმნით. მონაწილეობა მიიღო სუპერგმირთა გუნდის, იქს-ადამიანების შემადგენლობის გადახალისებაში. უინის დახმარებით შეიქმნა ნაითქროლერი, შტორმი და კოლოსუსი. უინი აგრეთვე იყო მწერალ ალან მურის და მხატვარ დეივ გიბონსის რედაქტორი DC Comics-ის მინისერია „მცველების“ შექმნაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]