კიევის ბრძოლა (2022)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია საკუთრივ კიევში გამართულ ბრძოლებს ეხება. კიევის დაუფლებისათვის წარმოებული სამხედრო კამპანიის შესახებ იხილეთ კიევისათვის ბრძოლა.
კიევის ბრძოლა
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი

საცხოვრებელი კორპუსი სარაკეტო დარტყმის შემდეგ, 26 თებერვალი
თარიღი 25 თებერვალი, 2022 (2022-02-25) – 31 მარტი, 2022 (2022-03-31)
(1 თვე და 6 დღე)
მდებარეობა კიევი, უკრაინა
შედეგი

უკრაინის გამარჯვება[1]

  • უკრაინელებმა 31 მარტისთვის კიევი გარეუბნებიანად მთლიანად გაათავისუფლეს მოწინააღმდეგის ნაწილებისგან[2]
  • გრძელდება საჰაერო დარტყმები[3]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები

რუსეთის ეროვნული გვარდია[4]

ვაგნერის ჯგუფი[4]

უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის დროშა არარეგულარული სამოქალაქო მოხალისეები[19]
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური[20]
უკრაინის უშიშროების სამსახური[21]

ძალები
15 000-30 000 ჯარისკაცი[22][23]
  • 700+ სამხედრო საბრძოლო მანქანა[24]
უცნობია
  • 18 000 მოხალისე[25]
დანაკარგები
უცნობია, სავარაუდოდ მძიმე[26][27][28]

სულ მცირე 4 ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავი (მ.შ. ორი სუ-35)[29][30]

162 დაღუპული ჯარისკაცი, 748 დაჭრილი (18 მარტის მდგომარეობით)[31]

1 ჩამოგდებული სუ-27[32]

89 დაღუპული მშვიდობიანი, მ.შ. 4 ბავშვი[33]

≈2 მილიონი ევაკუირებული მშვიდობიანი მოქალაქე[34]

კიევის ბრძოლა ვიკისაწყობში

კიევის ბრძოლა — ბრძოლა უკრაინის დედაქალაქ კიევზე კონტროლისთვის; რუსეთის მიერ კიევზე შეტევის ნაწილი 2022 წელს უკრაინაში შეჭრის დროს.

პირველი ტალღა (25–27 თებერვალი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსების ინფილტრაცია და უკრაინელთა მობილიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიარაღებული მოქალაქეები კიევში, 25 თებერვალი

25 თებერვალს, დილით, უკრაინელი ჯარისკაცების ფორმაში ჩაცმული სამი რუსი დივერსანტი ობოლონის რაიონში შევიდა. ქალაქის ეს ჩრდილოეთი უბანი უმაღლესი რადის შენობიდან (უკრაინის პარლამენტის შეკრების ადგილი) დაახლოებით 10 კმ-შია.[35][36] სამივე დივერსანტი უკრაინულმა ძალებმა მოკლეს.[37][38] გვიან დილით, უკრაინული გამანადგურებელი სუ-27 ჩამოაგდეს ქალაქის თავზე, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.[32]

ქალაქის რამდენიმე რაიონში მთელი დღის განმავლობაში ისმოდა სროლის ხმა; უკრაინის ოფიციალური პირების სროლა რუსულ ჯარებთან შეტაკების შედეგად წარმოიშვა.[39][40]

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ პირობა დადო, რომ იარაღს აიღებდა და იბრძოლებდა. მისი ძმამაც, ვოლოდიმირ კლიჩკომ, რომელიც რეზერვისტებს რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა, იგივე გააკეთა.[41]

რუსეთის შეიარაღებული ძალები გამაგრდნენ ანტონოვის აეროპორტში, რომელიც კიევის გარეუბან ჰოსტომელში მდებარეობს. ანტონოვის აეროპორტის ბრძოლის ფარგლებში, აეროპორტზე კონტროლი ორჯერ გადავიდა ხელიდან ხელში.[42] უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მოსახლეობას მოუწოდა, რუსეთის თავდასხმისთვის მოლოტოვის კოქტეილებით ეპასუხათ.[43][44] მოქალაქეებს დაურიგდათ ჯამში 18000 ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე გააქტიურდა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები, რომლებიც ჩვეულებრივ რეზერვში იმყოფებიან ხოლმე.[25]

კიევში 25 თებერვლის ღამით ძლიერი სროლა იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დაახლოებით 60 რუსი დივერსანტი მოკლეს.[27]

კონფლიქტის გამწვავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარაკეტო დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე, 26 თებერვალი

26 თებერვლის დილას რუსეთის არტილერია ქალაქს 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ბომბავდა.[45] ჭურვი ან რაკეტა მოხვდა ლობონოვსკის გამზირზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსს. ოფიციალური უწყებების განცხადებით, იყვნენ დაშავებულები, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.[46] პარალელურად, უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს ელექტროსადგურზე თავდასხმა ჩრდილო-აღმოსავლეთ უბან ტროეშჩინაში; BBC-ის ვარაუდით, თავდასხმა შესაძლოა ყოფილიყო „ქალაქისათვის ელექტროენერგიის გათიშვის მცდელობა“.[47] მძიმე ბრძოლები გაიმართა კიევის ზოოპარკთან, ცენტრალურ უბან შულიავკაში, სადაც უკრაინული ძალები იცავდნენ გამარჯვების გამზირზე მდებარე სამხედრო ბაზას.[48] შეტაკებები ასევე მიმდინარეობდა კიევის სხვა ქუჩებზე. მოსახლეობა გაფრთხილებული იყო, რომ მორიდებოდნენ ფანჯრებსა და აივნებს.[47]

ზელენსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის შეტევის მოგერიება და დედაქალაქისა და მიმდებარე დიდი ქალაქების შენარჩუნება. კომენდანტის საათი 17:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე გრძელდებოდა, დამრღვევები „რუს დივერსანტებად ან სადაზვერვო ჯგუფებად“ ჩაითვლებოდნენ.[49]

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული ძალების ძირითადი ნაწილი კიევის ცენტრიდან 31 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდნენ.[50]

მოხალისეთა მობილიზებაზე პასუხისმგებელი იყო უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები . უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა, რომ კიევში მოხალისეებს გადაეცათ 25000-ზე მეტი ავტომატი, დაახლოებით 10 მილიონი ტყვია, რეაქტიული ყუმბარები და ყუმბარსატყორცნები.[6]

27 თებერვალს, გამთენიისას, კიევში რუს დივერსანტებთან შეტაკებები მოხდა. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ დილისთვის კიევს სრულად აკონტროლებდნენ უკრაინული ძალები.[51] 27 თებერვალს საღამოს Associated Press-მა გაავრცელა კლიჩკოს განცხადება, რომ ქალაქი ალყაში იყო.[52] თუმცა, მოგვიანებით მერის სპიკერმა The Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ მან საუბრისას შეცდომა დაუშვა და კიევის ალყაში მოქცევის შესახებ ინფორმაცია მცდარი იყო.[53]

იმავე დილით, ტროიეშჩინაში მდებარე 16-სართულიანი შენობის ეზოში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 7 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.[54] ოფიციალური პირების განცხადებით, იგი რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა გაისროლა ბელარუსიდან, თუმცა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა იგი ჩამოაგდო და ეზოში დაცემული იყო მისი ნამსხვრევი.[55][56]

27 თებერვალს ღამით, რუსულმა კოლონამ სირეცის მეტროსადგურთან სცადა გამაგრება, რის შედეგადაც სასიკვდილო შეტაკებაში აღმოჩნდა უკრაინელ ჯარისკაცებთან. რუსულმა ჯარებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ სამხედრო ავტობუსს, თუმცა უცნობი იყო მსხვერპლის რაოდენობა.[57]

მეორე ტალღა (28 თებერვალი – 8 მარტი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული ჯარების ახალი ტალღა დაწინაურდა ქალაქისკენ, თუცა პირდაპირი ბრძოლები თითქმის არ ყოფილა[58] და კიევის მიმართულებით ამ დღეს მხოლოდ სამი რაკეტა გაისროლეს.[59] Maxar Technologies-მა თანამგზავრულ სურათებზე დააფიქსირა რუსული ავტომანქანების გრძელი კოლონა, რომელიც სამხრეთით, კიევისკენ მიემართებოდა, გადაჭიმული იყო 64 კილომეტრზე და კიევის ცენტრიდან დაახლოებით 40 კმ-ში იმყოფებოდა.[60][61][62]

იმ ღამით რუსული რაკეტები ჩამოვარდა ბროვარის სამხედრო ბაზაზე, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია.[63]

კიევის ტელეანძის დაბომბვა

1 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ ისინი აპირებდნენ კიევის გარშემო უკრაინის ელექტროგადაცემის ობიექტებზე იერიშს და რომ მიმდებარედ მცხოვრებებს უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია.[64][65]

დაიბომბა კიევის ტელეანძა; როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინებოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა საოპერატოროსა და ტელეანძაზე და დროებით გაითიშა ტელემაუწყებლობა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დააზუსტა, რომ დარტყმის შედეგად დაზიანებულია ასევე ქვესადგური, რომელიც ტელეანძას ელექტროენერგიით ამარაგებს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხუთი — უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა. რაკეტა მოხვდა ასევე ანძის გვერდით მდებარე „ბაბი იარის“ მემორიალს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის ოკუპაციისას გერმანიის ჯარებმა მასობრივად დახვრიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა.[66]

რუსეთის ავიაციამ დარტყმები განახორციელა სამშობიარო სახლზე, რომელიც დაზიანდა, მაგრამ არ დანგრეულა.[67] შემთხვევის მოწმეების თქმით, ყველა ადამიანი, რომელიც შენობაში იმყოფებოდა (მ.შ. სამედიცინო პერსონალი), უახლოეს ეკლესიაში იქნა ევაკუირებული, რადგან კლინიკაში არ იყო ბომბსაფარი.[68] დაიბომბა უბნები რუსანივკა, კურენივკა, გარეუბნები ბოიარკა, ვიშნევე, ასევე კიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.[ა][69][70]

1 მარტიდან კიევში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალა.[71] ვიტალი კლიჩკომ მაღაზიებისა და აფთიაქების მფლობელებს მიმართა, რომ არ ესარგებლათ სიტუაციით და არ აეწიათ ფასები საკვებ პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საქონელსა და წამლებზე.[72]

ძალისხმევა კიევის ალყაში მოსაქცევად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2 მარტს, დილით ადრე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ კიევის თავზე ჩამოაგდეს ორი რუსული სუ-35.[29][73]

მოგვიანებით, ისევ დილით, ვიტალი კლიჩკომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული არმია იწყებდა ქალაქის გარშემორტყმას და ცდილობდა იგი ბლოკადაში მოექცია.[74]24 Канал“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში კლიჩკო ამბობდა, რომ დედაქალაქს ტანკები ჩრდილოეთიდა, ბელარუსის მხრიდან უახლოვდებოდნენ და უკრაინის ხელისუფლება ამოწმებდა ბლოკპოსტების მზადყოფნას.[75] ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის უფროსის მარგო გროსბერგის ცნობით, რუსეთის სამხედრო კოლონა კიევის მისადგომებთან მინიმუმ 2 დღის შემდეგ მოვიდოდა, შემდგომ კი ისინი შეეცდებოდნენ ქალაქის ალყაში მოქცევას.[76] პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით იგი ზელენსკის ესაუბრა, რომელმაც მას უთხრა, რომ უკრაინის ჯარი არ აპირებდა კიევიდან უკან დახევას.[77]

უკრაინელთა მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტის ნამსხვრევები დაეცა რკინიგზის სადგურს „კიივ-პასაჟირსკის“, დაზიანდა მაგისტრალური მილსადენი. აფეთქების შედეგად სადგური უმნიშვნელოდ დაზიანდა.[78][79]

3 მარტს „The New York Times“-მა შეაფასა, რომ 15 000-ზე მეტი ადამიანი დაბომბვებისგან გასაქცევად თავს აფარებდა კიევის მეტროპოლიტენს.[80] გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში კიევისკენ მიმავალმა რუსულმა სამხედრო კოლონამ წინ წაწევის მიმართულებით „მცირედ შესამჩნევ პროგრესს“ მიაღწია.[81]

4 მარტს ქალაქზე დაბომბვების ახალი ტალღა განხორციელდა, მათ შორის სამიზნე იყო უბანი ბორშჩაჰივკა.[82] სოციალურ ქსელებში სარაკეტო დარტყმების ამსახველი ვიდეოების CNN-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ავიადარტყმები მიიტანეს ბიზნესცენტრზე და ქალაქის დასავლეთ რაიონებში მდებარე მრავალსართულიან სახლებზე.[83]

7 მარტს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.[30] ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქალაქიდან გაქცევის ბრალდების საპასუხოდ, კიევის ოფისში ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომ იგი დედაქალაქში რჩებოდა.[84]

რუსების წინსვლის შეჩერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

8 მარტს „the Guardian“-მა გამოაქვეყნა ცნობა, რომ რუსული ძალები თავდასხმის შეჩერების გამომწვევი ლოგისტიკური პრობლემების აღმოფხვრას ცდილობდნენ.[85]

9 მარტს, დილით, რუსულმა ჯარებმა კვლავ დაიწყეს ქალაქის დაბომბვა, რამაც რამდენიმე აფეთქება გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე დღესვე, რუსული და უკრაინული მხარეები დროებითი ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, რაც ქალაქის გარეუბნებიდან მშვიდობიან მოსახლეობას მასობრივი ევაკუაციის საშუალებას მისცემდა.[86]

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ომის დაწყების დღიდან დედაქალაქი დატოვა თითქმის ორმა მილიონმა ადამიანმა.[34]

12 მარტს ბრძოლების დროს ორი ხანძარი გაჩნდა: ერთი — ქალაქის ცენტრში, მეორე — გარეუბანში.[87] ხორივის ქუჩაზე (პოდილი) ჩამოაგდეს უპილოტო-კამიკაძე საფრენი აპარატი, რომელსაც გადაჰქონდა ფეთქებადი ნივთიერების მუხტი. აფეთქებამ „ოშჩადბანკის“ შენობაში ხანძარი გამოიწვია.[88][89] მეორე ხანძარი კიევის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში უცნობი საგნის ჩამოვარდნამ გააჩინა.[87]

საცხოვრებელი კორპუსი ბოგატირების ქუჩაზე, 14 მარტი.

14 მარტის დილას საარტილერიო ჭურვი მოხვდა ობოლონში ბოგატირების ქუჩაზე მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს. შენობა ნაწილობრივ დაინგრა, გაჩნდა ხანძარი. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა.[90][91] კიევის თავზე ჩამოაგდეს ერთი რაკეტა, რომლის ნამსხვრევები კურენივკაში მდებარე 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაიღუპა 1 ადამიანი, განადგურდა ტროლეიბუსი.[92] ამას გარდა, რუსულმა ძალებმა 3 რაკეტა გაუშვეს ანტონოვის ავიაქარხნის მიმართულებით, რის შედეგადაც დაიჭრა 7 ადამიანი.[93][94]

ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობდა დედაქალაქის პროდუქტების მარაგების შევსება, რომელიც დარჩენილ მოსახლეობას 2 კვირა უნდა ყოფნოდა.[95]

15 მარტს, დილით, აფეთქების შედეგად დაზიანდა მეტროსადგური „ლუკიანივსკა“. ამავდროულად, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს საცხოვრებელი რაიონების, მათ შორის სვიატოშინის, პოდილისა და ოსოკორკის მიმართულებით.[96][97] დაიწვა რამდენიმე სახლი. ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სვიატოშინის რაიონში 04:10 საათზე შენობაზე ჭურვის დაცემის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.[98] ამ დღეს კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.[99] ზელენსკიმ სხვა ლიდერებს იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა.[100]

17 მარტს ზელენსკი ეწვია კიევის საავადმყოფოს და კიევიდან ევაკუაციის დროს დაჭრილი ადამიანები მოინახულა.[101]

20 მარტს სვიატოშინის რაიონში დაზიანებული სახლები.

20 მარტს, ადგილობრივი დროით 22:46 საათზე, პოდოლის რაიონში რუსულმა ჭურვმა გაანადგურა სავაჭრო ცენტრი, დაიღუპა არანაკლებ 8 ადამიანი. აფეთქებამ ასევე დააზიანა ახლომდებარე შენობები და გაანადგურა ავტომობილები. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინული ძალები სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიას საბრძოლო საშუალებების შესანახად იყენებდნენ.[102][103][104][105] მათ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც თითქოს ჩანდა საბრძოლო მანქანა, რომელიც სავაჭრო ცენტრს უახლოვდებოდა.[106] სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები დაეცა საცხოვრებელ მასივს. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაზიანდა 6 სახლი და 4 სკოლა; ევაკუაცია შეეხო 200 ადამიანს.[103]

21 მარტის 21:00 საათიდან 23 მარტის 07:00 საათამდე გამოცხადდა კომენდანტის საათი.[107]

უკრაინელთა კონტრშეტევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

22 მარტს უკრაინელებმა დაიბრუნეს ქალაქი მაკარივი. ბრძოლას მოჰყვა კონტრშეტევა, რათა რუსული ნაწილები აღმოსავლეთით გაედევნათ.[108] ახლომდებარე გარეუბნებიდან და დასახლებული პუნქტებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცის განხორციელდა, მათ შორის მხოლოდ ბორისპილიდან — 20 000 მოქალაქისა.[109]

24 მარტს რუსულმა ძალებმა დაბომბვის ახალი ტალღა დაიწყეს.[110] ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საავტომობილო სადგომს,[111] დაიღუპა რუსი ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა, ორი ადამიანი კი დაიჭრა.[112] ამ დღეს კიევს ეწვივნენ ბალტიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები.[113]

გაერთიანებული სამეფოს 25 მარტის მოხსენებაში ლაპარაკი იყო, რომ რუსულ ჯარებში მარაგების დაცარიელება დაიწყო და უკრაინელებმა დედაქალაქიდან 35 კილომეტრის მანძილზე ქალაქების დაბრუნება შეძლეს.[114] რუსული მხარის განცხადებით, მათ კიევთან ახლოს მდებარე ქვეყანაში უდიდესი ნავთობის ტერმინალი გაანადგურეს.[115]

უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევების შემდეგ,[116][117][118] 29 მარტს რუსეთმა კიევის მიმართულებიდან ჯარების გაყვანის შესახებ გამოაცხადა.[119] კიევის აღება საკვანძო საკითხად ითვლებოდა და ამის ვერშერსულება მთლიანად ამ სამხედრო კამპანიის წარუმატებლობად მიიჩნევა.[120][118]

1 აპრილს კიევს ეწვია ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა; ის ევროკავშირის პირველი მაღალი თანამდებობის პირი იყო, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა.[121]

2 აპრილს უკრაინის ხელისუფლებამ კიევის ოლქის მთლიანად განთავისუფლების შესახებ განაცხადა.[122] ამავე დღეს კიევის მერმა მაღაზიებში ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვა მოხსნა.[123]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    • Dickinson, Peter (29 მარტი, 2022). „Russia in retreat: Putin appears to admit defeat in the Battle for Kyiv“. Atlantic Council. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
    • „Russia forced into humiliating retreat from Ukraine airport key to their battle plans“. The Telegraph. 31 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
    • „Russia 'failed to take Kyiv', Ukraine's capital was 'key objective', Pentagon says“. The Independent. 30 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
    • „Russia has effectively admitted defeat In Ukraine“. Al Jazeera. 30 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
    • „Russia in Broad Retreat From Kyiv, Seeking to Regroup From Battering“. New York Times. 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
    • „In villages near Kyiv, how Ukraine has kept Russia's army at bay“. Reuters. 30 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  1. „Ukraine says Russian forces pushed back around Kyiv but fighting rages“. Reuters. 1 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „Kyiv citizens warned not to return due to revenge airstrikes“. the Guardian (ინგლისური). 17 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 8. Institute for the Study of War (8 მარტი, 2022). ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022.
  4. David. M. Herszenhorn; Paul McLeary (8 აპრილი, 2022). „Ukraine's 'iron general' is a hero, but he's no star“. Politico. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. 6.0 6.1 Khurshudyan, Isabelle; O'Grady, Siobhán; Morris, Loveday (26 თებერვალი, 2022). 'Weapons to anyone': Across Ukraine, militias form as Russian forces near“. The Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. OCLC 2269358. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  6. „Zelenskyy appoints general to defend Kyiv as Russians claim gains in south“. Politico. 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. „Один із творців батальйону Азов: від рук окупантів загинув Микола Крук Кравченко“. NV (უკრაინული). ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. „The paratroopers defeated a detachment of the 37th Separate Guards Motor Rifle Brigade of Russia“. Ukraine Defense website (ინგლისური). 15 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  9. „Russian Offensive Campaign Assessment, February 28, 2022“ (ინგლისური). Critical Threats. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  10. Russia-Ukraine Warning Update: Russian Offensive Campaign Assessment, February 26. Critical Threats. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022
  11. Gogarty, Conor (2022-03-12). „Russian commanders killed in Ukraine including 'brutal warlord'. WalesOnline (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-12. ციტატა: „General Magomed Tushaev died when his Chechen special forces column, including 56 tanks, was obliterated near Hostomel.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  12. Defending Kyiv: 'I'm 100 percent sure the Russians won't get through' en. France 24 (18 მარტი, 2022). ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022
  13. Karmanau, Yuras; Heintz, Jim; Isachenkov, Vladimir; LaPorta, James (26 თებერვალი, 2022). „Russians Push Toward Ukraine's Capital as Residents Take Cover“. Time. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  14. Alakbarov, Fuad [DrAlakbarov]. (2022-02-25) Ukraine's 112th Territorial Defense Brigade will be using British-provided NLAWs in Kyiv. en. ციტირების თარიღი: 2022-02-27
  15. „Foreign fighters now on battlefield helping battle Russia: Ukraine“ (ინგლისური). Military Times. 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. „Azov Battalion: 'We are patriots – we're fighting the real Nazis of the 21st century' (ინგლისური). Military Times. 30 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  17. Hesel, Phil (26 თებერვალი, 2022). „Russian attacks repulsed in cities, regions, leaders say“. NBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  18. Ramsey, Stuart (26 თებერვალი, 2022). „Ukraine invasion: Many of the country's defence forces are young, inexperienced, and mystified by events“. Sky News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  19. „Russia keeps up attacks in Ukraine as two sides hold talks“ (ინგლისური). Military Times. 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  20. „The Battle for Kyiv Looms as a Long and Bloody Conflict“. The New York Times (ინგლისური). 19 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  21. „What we know about 64km-long Russian convoy headed for Kyiv“. 9News (ინგლისური). 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  22. „Russia has enough troops ready to take Kyiv, says former Ukraine defence chief“. The Guardian (ინგლისური). 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  23. „Military briefing: Ukraine uses guerrilla counter-attacks to take fight to Russia“. Financial Times (ინგლისური). 1 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  24. 25.0 25.1 „Kyiv residents take up arms as Russia advances“ (ინგლისური). 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  25. „The heavy losses of an elite Russian regiment in Ukraine“. BBC News (ინგლისური). 2 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  26. 27.0 27.1 ГЛУЩЕНКО, ОЛЬГА. „У Києві вбили близько 60 диверсантів – радник глави МВС“. Українська правда (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  27. „Kyiv Mayor Says 31 Dead In Capital From Russian Attacks, As Two Sides Agree To Hold Talks“. Radio Liberty (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  28. 29.0 29.1 „Ukraine invasion: Russia gathers troops 'closer and closer' to Kyiv as Ukraine 'destroys' two Russian planes in battle over capital“. Sky News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  29. 30.0 30.1 „Kyiv’s suburbs now look like the hellscape of Stalingrad – but we still have hope | Illia Ponomarenko“. the Guardian (ინგლისური). 2022-03-09. ციტირების თარიღი: 2022-03-09.
  30. „222 people, including four children, killed in Kyiv since Russian invasion began“. www.ukrinform.net (ინგლისური). ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  31. 32.0 32.1 Dress, Bradley (2022-02-25). „Video shows Ukrainian fighter jet shot down over Kyiv, officials say“. TheHill (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  32. „Eighty-nine residents killed, 167 residential buildings damaged in Kyiv during war – Kyiv City Administration“. Interfax-Ukraine (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  33. 34.0 34.1 „Half of Kyiv population has fled, says Ukrainian capital’s mayor“. Al Jazeera. 2022-03-09. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  34. Roscoe, Matthew (2022-02-25). „BREAKING: Fighting has erupted in the Obolon district in Kyiv“. Euro Weekly News Spain (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  35. „Ukraine crisis: Russians have entered Kyiv, gunfire in gov't district“. The Jerusalem Post (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  36. Bengali, Shashank; Santora, Marc (25 თებერვალი, 2022). „Russian troops enter the outskirts of Kyiv“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  37. Rayner, Gordon (2022-02-25). „Watch: Russian saboteur plot in Kyiv ends in a deadly hail of bullets“. The Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  38. Trifonov, Yaroslav; Forrest, Brett (25 თებერვალი, 2022). „Russian Forces Close In on Ukraine's Capital, Bombing Intensifies“. The Wall Street Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  39. Cecil, Nicholas; Burford, Rachel; Bond, David; Stewart, Will (25 თებერვალი, 2022). „Vladimir Putin's bloody invasion brings terror to Ukraine capital Kyiv“. London Evening Standard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  40. Wilson, Jeremy (2022-02-25). „Wladimir and Vitali Klitschko to take up arms in Ukraine army and fight Russian invaders“. The Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  41. „Ukraine's capital under threat as Russia presses invasion“ (ინგლისური). 2022-02-25. ციტირების თარიღი: 2022-02-25.
  42. „Putin tells Ukrainian military to overthrow Zelensky – follow live“ (ინგლისური). 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  43. „Ukraine-Russia news live: Troops enter Kyiv as Putin makes offer of Minsk peace talks“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  44. „Blasts heard in Kyiv as Russian forces close in“. The Washington Post. ISSN 0190-8286. OCLC 2269358. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  45. Гвечаная, Алина (2022-02-26). „В Киеве в многоэтажку попал снаряд или ракета - МВД“. gordonua.com (რუსული). ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  46. 47.0 47.1 „Ukraine live updates: Heavy fighting reported around Kyiv“. BBC News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  47. „Ukraine military says it repels Russian troops' attack on Kyiv base“. Reuters (ინგლისური). 2022-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  48. „Ukraine: Heavy fighting reported in Kyiv outskirts — live updates | DW | 26.02.2022“. Deutsche Welle (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  49. Karmanau, Yuras; Heintz, Jim; Isachenkov, Vladimir; Laporta, James. „Russians push toward Kyiv, residents take cover; 'We will win,' Zelenskyy says“. New York Daily News. ISSN 2692-1251. OCLC 9541172. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  50. „Kyiv is under control of Ukrainian military and territorial defense forces“ (ინგლისური). 2022-02-27. ციტირების თარიღი: 2022-02-27.
  51. „Kyiv's mayor: 'We are encircled' but full of fight“ (ინგლისური). 2022-02-27. ციტირების თარიღი: 2022-02-27.
  52. Anguiano, Dani, Robert Booth, Samantha Lock, and Jem Bartholomew (27 Feb 2022). „Kyiv mayor: reports capital surrounded by Russian forces are false“. ციტირების თარიღი: 27 Feb 2022.
  53. „На вулиці Лаврухіна стався вибух у дворі 16-поверхівки: загорілися 7 приватних автівок“ (უკრაინული). 2022-02-27. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  54. „На житловому масиві Троєщина в Києві впав уламок російської ракети, збитої ППО – радник голови МВС“ (უკრაინული). 2022-02-27. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  55. Trofimov, Yaroslav (2022-02-27). „Ukrainian Forces Hold Kyiv as Talks With Russia Are Planned“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-27. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  56. Aftermath Of A Battle In Kyiv, https://www.rferl.org/a/ukraine-russia-kyiv-battle/31728576.html. წაკითხვის თარიღი: 2022-02-28
  57. „Russia-Ukraine War: What to know as Russians advance on Kyiv“. AP NEWS. 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-02-28.
  58. „Russian military convoy advances on Kyiv as Kharkiv hit hard by shelling“. CBC News. March 1, 2022. ციტირების თარიღი: March 1, 2022.
  59. Reuters (2022-02-28). „Russian ground forces move closer to Kyiv, convoy stretches for miles -Maxar“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-28.
  60. Services, National Post Wire (2022-02-28). „Ukraine updates, Day 5: Russian ground forces move closer to Kyiv, convoy stretches for miles“. National Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-28.
  61. Reuters (2022-03-01). „Russian military convoy north of Kyiv stretches for 40 miles -Maxar“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  62. AP, Source: (2022-03-01). „Footage of fires at Ukrainian military base after reported air strike outside Kyiv – video“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2022-03-01.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
  63. „Russia pummels Ukraine's No. 2 city as convoy nears Kyiv :“. WRAL. 2022-03-01. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-03. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  64. „Russia warns Kyiv residents ahead of attacks on intel sites“. Agence France-Presse. 2022-03-01. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  65. „კიევში დაიბომბა ტელეანძა და ჰოლოკოსტის მემორიალი, არის მსხვერპლი“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  66. „A maternity clinic near Kyiv hit by a missile, clinic chief says“. CNN (ინგლისური). 2022-03-01. ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  67. „US father watches as premature twin boys born in Kyiv: "Incredibly worried and incredibly hopeful". CNN (ინგლისური). 2022-03-01. ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  68. „Piovono bombe sui quartieri di Kiev. Biden: "Putin deve pagare". ilGiornale.it (იტალიური). 2022-03-01. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  69. „Novas explosões são ouvidas em Kiev, capital da Ucrânia“. www.romanews.com.br (პორტუგალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-03. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  70. „С 1 марта в Киеве запрещена продажа алкоголя“. Униан (რუსული). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  71. „Sale of alcohol banned in Kiev – mayor“. The Press United (ინგლისური). 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  72. „Ukrainian military shoot down two Russian fighter aircraft in Kyiv region“. www.ukrinform.net (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  73. „Kyiv Mayor Klitschko Says Russian Troops Plan To Surround City, Vows To Fight“. RadioFreeEurope/RadioLiberty (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  74. „Klitschko: Large number of tanks coming in from Belarus, Kyiv preparing for defense“. www.ukrinform.net (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  75. „Intelligence chief: Russian forces likely to reach Kyiv in next 2 days“. Eesti Rahvusringhääling (ინგლისური). 2022-03-02. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  76. „Polish, Ukrainian presidents talk about fight for Kyiv“. www.thefirstnews.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  77. Liam James (2022-03-03). „Ukraine-Russia war: Explosion rocks Kyiv near train station where thousands are being evacuated“. The Independent. ციტირების თარიღი: 2022-03-03.
  78. Yaroslav Trofimov; James Marson (2022-03-02). „Russia Batters Ukraine’s No. 2 City Kharkiv, as Kyiv Offensive Stalls“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 2022-03-03.
  79. Kramer, Andrew E. „15,000 are sheltering in Kyiv's subway, sharing mattresses and scrolling on phones for war news“. orlandosentinel.com (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  80. „Ukraine: Why has Russia's 64km convoy near Kyiv stopped moving?“. BBC News (ინგლისური). 2022-03-03. ციტირების თარიღი: 2022-03-04.
  81. Vasovic, Aleksandar (2022-03-04). „More explosions heard in Kyiv in sign assault is intensifying“. National Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-04.
  82. „Videos show large explosion in western outskirts of Kyiv“. CNN (ინგლისური). 2022-03-04. ციტირების თარიღი: 2022-03-04.
  83. „Zelensky posts video from Kyiv office, debunks rumours he's 'hiding'. CBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-09.
  84. „Russia ‘solving logistics problems’ and could attack Kyiv within days – experts“. the Guardian (ინგლისური). 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  85. „Ukrainians evacuate Kyiv suburbs amid deepening crisis“. AP NEWS (ინგლისური). 2022-03-09. ციტირების თარიღი: 2022-03-09.
  86. 87.0 87.1 „Враг обстрелял Киев: горелое админздание на Подоле, там сбили беспилотник“. Украинская правда (რუსული). 2022-03-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-12.
  87. „На Подоле в Киеве сбили "дрон-камикадзе", начиненный взрывчаткой: опубликовано фото“. ТСН (რუსული). 2022-03-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-14.
  88. „В Киеве на Подоле сбили беспилотник: от взрыва загорелось здание Ощадбанка“. РБК-Украина (რუსული). 2022-03-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-14.
  89. БАЛАЧУК, ИРИНА. (14 მარტი, 2022) В Киеве снаряд попал в 9-этажку и завод "Антонов", погиб человек ru. Украинская правда. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022.
  90. „One Dead In Strike On Residential Building In Kyiv“. Barron's (ინგლისური). 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  91. „Над Киевом сбили ракету, ее обломки попали на дом“. Украинская правда (რუსული). 14 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  92. ЮРЧЕНКО, НАТАЛЬЯ (14 მარტი, 2022). „В Киеве оккупанты обстреляли завод "Антонов". РБК-Украина (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  93. Singh, Namita (14 მარტი, 2022). „Kyiv's Antonov aircraft plant shelled by Russian forces, city says“. The Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  94. Polityuk, Pavel; Zinets, Natalia (14 მარტი, 2022). „Tentative hopes for Ukraine peace talks after fierce Russian attacks“ (ინგლისური). Reuters. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  95. „Russia - Ukraine War: Kyiv burns as Russian bombardment damages metro station, residential areas“ (ინგლისური). The Free Press Journal. 15 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  96. „Photos: Residential areas hit in Kyiv leaving at least four dead“. Al Jazeera (ინგლისური). 15 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  97. Sudarsan Raghavan; Jennifer Hassan (15 მარტი, 2022). „Kyiv announces curfew as more residential blocks hit in Russian strikes“. The Washington Post (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  98. „European leaders travel to Kyiv as Russian siege of Ukrainian capital continues“. Washington Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  99. Paybarah, Azi (16 მარტი, 2022). „Zelensky urges more leaders to visit Kyiv after a visit by prime ministers of 3 NATO nations“. The New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  100. „Zelensky comes to hospital to visit people wounded when evacuating from Kyiv Region“. Ukrinform (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  101. „At least eight dead as Kyiv shopping centre wrecked by shelling“. Reuters (ინგლისური). 21 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  102. 103.0 103.1 „Война в Украине, день 26-й: ракетный удар по Киеву; утечка аммиака в Сумах; в Харькове погиб 96-летний узник Бухенвальда“ (რუსული). BBC. 21 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  103. Reuters (2022-03-21). „Russia says it hit Kyiv shopping centre because it was storing rockets“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-24.
  104. Terajima, Asami (2022-03-21). „At least 8 killed by Russian missile attack on Kyiv shopping mall (PHOTOS)“. The Kyiv Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-24.
  105. „BBC News“. BBC. 22 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  106. „Zelensky: eerst referendum over compromis met Rusland • EU eens over 'flitsmacht'. nos.nl (ნიდერლანდური). ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  107. „Ukraine tells Russia 'die or surrender' as its Kyiv counterattack drives out invaders“. NBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-25.
  108. Garanich, Gleb; Zinets, Natalia (2022-03-25). „Ukrainian forces advance east of Kyiv as Russians fall back“. National Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-25.
  109. „AP PHOTOS: Day 28: As bombs fall over Kyiv, some seek solace“. AP NEWS (ინგლისური). 2022-03-23. ციტირების თარიღი: 2022-03-25.
  110. „Kyiv mayor says one killed, two wounded in carpark shelling“. National Post (ინგლისური). 2022-03-23. ციტირების თარიღი: 2022-03-25.
  111. „Russian reporter killed in Kyiv shelling is fifth journalist to die in conflict“. the Guardian (ინგლისური). 2022-03-24. ციტირების თარიღი: 2022-03-25.
  112. „Baltic parliament speakers visit Kyiv, address Verkhovna Rada of Ukraine“. ERR News (ინგლისური). 24 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  113. „Ukrainian troops recapturing towns east of Kyiv as Russians fall back“. The Daily Star (ინგლისური). 2022-03-25. ციტირების თარიღი: 2022-03-25.
  114. „Ukraine war in maps: Tracking the Russian invasion“. BBC News (ინგლისური). 2022-03-25. ციტირების თარიღი: 2022-03-25.
  115. „At the Edge of Kyiv, Ukrainians Show Off Their Counteroffensive“. New York Times (ინგლისური). 26 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  116. „Russia forced into humiliating retreat from Ukraine airport key to their battle plans“ (ინგლისური). The Telegraph. 31 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  117. 118.0 118.1 „In villages near Kyiv, how Ukraine has kept Russia's army at bay“ (ინგლისური). Reuters. 30 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  118. Qena, Nebi; Karmanau, Yuras. „Moscow says it will curb assault on Kyiv, Chernihiv; Russian troops seen withdrawing“. www.timesofisrael.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-02.
  119. „Russia 'failed to take Kyiv', Ukraine's capital was 'key objective', Pentagon says“. The Independent (ინგლისური). 30 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  120. „Ukraine: EU parliament president visits Kyiv“. Deutsche Welle (ინგლისური). 01.04.2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 03.07.2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  121. „Kyiv region liberated from Russian invaders - Defense Ministry“ (ინგლისური). Ukrinform. 2 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  122. „Alcohol back on sale in Kyiv after month-long ban“. Reuters (ინგლისური). 2 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)