სლავუტიჩის ბრძოლა
სლავუტიჩის ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი | |||||
თარიღი |
18–27 მარტი, 2022 (1 კვირა და 2 დღე) | ||||
მდებარეობა | სლავუტიჩი, კიევის ოლქი, უკრაინა | ||||
შედეგი |
რუსეთის გამარჯვება | ||||
მხარეები | |||||
| |||||
სამხედრო ნაწილები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
|
სლავუტიჩის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს კიევისათვის ბრძოლის ფარგლებში გაიმართა ქალაქ სლავუტიჩში, ჩერნობილის გაუცხოების ზონის მუშაკებისთვის აშენებულ დასახლებაში. რუსულ ძალებს მარტის ცხრა დღის განმავლობაში ჰყავდათ ალყაში მოქცეული და უტევდნენ ქალაქს. როგორც კონოტოპში, რუსები ხელისუფლებას აქაც შეუთანხმდნენ, რომ არ შევიდნენ ქალაქში იმის სანაცვლოდ, რომ მაცხოვრებლები არ შეუტევდნენ და წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ მათ.
ქრონოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველი ალყა და ჰუმანიტარული კრიზისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]18 მარტს რუსეთის ჯარებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი და გაუწყვიტეს საკვებისა და მედიკამენტების გარედან მომარაგების გზები.[4] ქალაქის ელექტრომომარაგება გაითიშა; მას შემდეგ, რაც „უკრენერგოს“ თანამშრომლებმა ქალაქთან დამაკავშირებელი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები შეაკეთეს, რუსულმა ძალებმა ისინი კვლავ დააზიანეს. ქალაქის გარეუბანში უსაფრთხოების საგუშაგოები შეიქმნა, თუმცა ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ ისევ შეუძლებელი რჩებოდა.[5]
23 მარტს სლავუტიჩის მიდამოებში ბრძოლები მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის გარეუბანში მდებარე უსაფრთხოების საგუშაგოს.[6] გარეუბნებზე გახსნილი ცეცხლი 24 მარტსაც გაგრძელდა. ალყაში მოქცეულ ქალაქში მდგომარეობა „ჰუმანიტარულ კატასტროფად“ შეფასდა.[7] 25 მარტს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა სნაიპერებმა შესაძლოა შეაღწიეს სლავუტიჩში; საკრებულომ კომენდანტის საათი გამოაცხადა და მოსახლეობას ქალაქში გადაადგილება აუკრძალა.[8]
ბრძოლის დასრულება და რუსეთის უკან დახევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]26 მარტს საგუშაგოზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალები სლავუტიჩში უბრძოლველად შევიდნენ. დაიკავეს საავადმყოფო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა გაიტაცეს სლავუტიჩის მერი იური ფომიჩევი, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. იგი სიტყვით გამოვიდა რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ იმავე დღესვე ქალაქის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე.[9] ქალაქის 5000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა ამ მშვიდობიან პროტესტში.[10] რუსეთის ჯარებმა გამაფრთხილებელი გასროლებით და შოკური მოქმედების ყუმბარებით აქცია დაშალეს, რის შედეგადაც მინიმუმ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.[11] ინტერნეტში გავრცელდა მომიტინგეების კადრები, რომლებიც ამ ყუმბარების გაურბოდნენ; მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე მოსახლეობზე თავდასხმა შესაძლო ომის დანაშაულია.
საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სლავუტიჩის მერმა რუსული ძალები დაარწმუნა, რომ ქალაქში არ იყვნენ სამხედრო ძალები და არ ჰქონდათ იარაღი და მათ გასვლისკენ მოუწოდა.[12] შემდგომში რუსული ძალები ცენტრიდან გარეუბნებში გადავიდნენ.[13]
იმისათვის, რომ რუსული ძალები გასვლაზე დაეყოლიებინა, სლავუტიჩის მერი მათ ქალაქში იარაღის ძებნაზე დათანხმდა. ეს პროცესი 27 მარტს დასრულდა და რუსეთის ჯარები სლავუტიჩიდან გავიდნენ.[2] შემდგომში შეიქმნა ჰუმანიტარული დერეფნები, რათა მომარაგება და ჰუმანიტარული დახმარება ქალაქში შესულიყო, მშვიდობიან მოსახლეობას ცხრა დღის განმავლობაში პირველად ევაკუაციის შესაძლებლობა მიეცა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Russian forces are occupying city housing Chernobyl workers, mayor says“. The Washington Post (ინგლისური). 26 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 „Російські окупанти залишили Славутич“ (უკრაინული). 28 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine says Russian forces pushed back around Kyiv but fighting rages“. Reuters (ინგლისური). 1 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ СЛАВУТИЧ, ПОНЕДІЛОК (14 მარტი, 2022). „Славутич повністю ізольований і потребує продуктів харчування, - ОВА“. РБК-Україна (უკრაინული). ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „ЧАЕС та Славутич знову без електрики. Окупанти пошкодили відремонтовану лінію“. Liga.net (უკრაინული). 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ТИЩЕНКО, КАТЕРИНА (23 მარტი, 2022). „Київщина: росіяни обстріляли блокпост у Славутичі, місто заблоковане“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Місто-супутник ЧАЕС. Російські окупанти намагаються штурмувати Славутич“. nv.ua (უკრაინული). 24 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „У Славутичі суворо заборонили цивільним пересуватися містом: яка причина“. TSN.ua (უკრაინული). 25 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ БАЛАЧУК, ІРИНА (26 მარტი, 2022). „У Славутичі є поранені, але мера окупанти відпустили“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ РОЩІНА, ОЛЕНА. „Мер окупованого Славутича: Компромісів не було, росіяни поставили одну умову“. Українська правда (უკრაინული). 27 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ადგილი (link) - ↑ Орлова, Віолетта (26 მარტი, 2022). „Танки РФ ввійшли у Славутич: містяни зібралися на проукраїнські протести“. unian.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Комісарова, Олександра (26 მარტი, 2022). „Окупанти РФ відпустили мера Славутича, він розповів про "домовленості"“ (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-26. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Загарбники вийшли з центру Славутича і стоять на околицях“ (უკრაინული). 26 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)