Deutsche Welle

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Deutsche Welle-ს ტელევიზიის ლოგო

Deutsche Welle (დოიჩე ველე, ქართ. გერმანული ტალღა), ასევე DW (დე-ვე) — გერმანულენოვანი სამაუწყებლო კომპანია საზღვარგარეთისა და უცხოელებისათვის. სათავო ოფისი აქვს ბონსა და ბერლინში. Deutsche Welle-ს ეკუთვნის DW-რადიო, DW-TV (ტელევიზია), ინტერნეტგამოცემა ოცდაათ ენაზე (DW.de) და ასევე DW-აკადემია. DW გერმანიის სამაუწყებლო კომპანიების გაერთიანების, ARD-ს წევრია.

Deutsche Welle ეთერში პირველად 1953 წლის 3 მაისს გერმანულენოვანი რადიოს სახით გავიდა. მისასალმებელი სიტყვა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მიმართ წარმოთქვა გერმანიის მაშინდელმა პრეზიდენტმა თეოდორ ჰოისმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]