შინაარსზე გადასვლა

კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა
მდებარეობა კრამატორსკი, დონეცკის ოლქი, უკრაინა
კოორდინატები 48°43′34″ ჩ. გ. 37°32′34″ ა. გ. / 48.72611° ჩ. გ. 37.54278° ა. გ. / 48.72611; 37.54278
თარიღი 8 აპრილი, 2022
დაახლ. 10:30 (UTC+3)
თავდასხმის ტიპი
სარაკეტო
იარაღი ტოჩკა-უ
დაღუპულები 60 (მათ შორის 7 ბავშვი)[1]
არასასიკვდილო დაზიანებები
110-ზე მეტი[1]
თავდამსხმელები რუსეთის დროშა რუსეთი

კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა — რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა[2][3][4][5][6][7] უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, 2022 წლის 8 აპრილს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 60 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი, და დაიჭრა 110-ზე მეტი.[1]

2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული რუსული შეჭრის ფარგლებში, რუსეთის ძალებმა მოკავშირეებთან, თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებთან ერთად, წამოიწყეს კამპანოა, რომლის მიზანი იყო დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილების დაკავება. სლოვიანსკსა და კრამატორსკში განლაგებულმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა ამ შეტევისათვის წინააღმდეგობის გაწევაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.[8]

წინმსწრები მოვლენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 აპრილის ღამით პრორუსულმა ტელეგრამის არხმა „ZAPИСКИ VЕТЕРАНА“ („ვეტერანის ჩანაწერები“) მშვიდობიანი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სლოვიანსკიდან და კრამატორსკიდან ევაკუაცია რკინიგზით არ განეხორციელებინათ.[9][10][11][12][13] მომდევნო დილით, დაახლოებით 10:10 საათზე, კრამატორსკში რკინიგზის სადგურის დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათ „მაღალი სიზუსტის საჰაერო ბაზირების რაკეტებით“ იერიში მიიტანეს რკინიგზის სადგურებზე სლოვიანსკში, პოკროვსკსა და ბარვინკოვეში .[14][15]

რკინიგზის სადგურის ფონზე ჩანს ერთ-ერთი რაკეტის ნამსხვრევები წარწერით „ЗА ДЕТЕЙ“.
თავდასხმის მსხვერპლნი.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, კრამატორსკის სადგურზე ევაკუაციას ელოდა 1000-დან 4000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ქალები და ბავშვები, რადგან ქალაქი კონფლიქტის ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობდა.[16][17]

დაახლოებით 10:30 საათზე კრამატორსკში რკინიგზის სადგურის შენობასთან ორი რაკეტა ჩამოვარდა.[18] უკრაინულ მედიაში პირველი ცნობები დაახლოებით 10:45 საათზე გამოქვეყნდა. 10:24 და 10:25 საათზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო წყვილი რაკეტის გაშვება შახტარსკიდან, სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქიდან.[19]

World Central Kitchen-ის დამხმარე მუშაკმა, რომელიც კრამატორსკში თავდასხმას შეესწრო, ინტერვიუში თქვა, რომ „ხუთიდან ათამდე აფეთქების ხმა“ გაიგო.[16] გავრცელებული ინფორმაციით, სცენა უკიდურესად სისხლიანი იყო. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანმა კიდურები დაკარგა. თავდასხმის მსხვერპლთა ცხედრები ადგილზე მიმოფანტულ ბარგთან ერთად ეყარა.[8][20]

თავდაპირველი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სულ მცირე 39 ადამიანი იპოვეს გარდაცვლილი (მათ შორის სულ მცირე ხუთი ბავშვი), მაგრამ დაღუპულთა რიცხვი მოგვიანებით 52-მდე გაიზარდა, რადგან ზოგიერთი გადარჩენილი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.[20] დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ 10 აპრილს განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, 109 კი დაშავდა.[21][22] 14 აპრილის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა.[23]

ჩამოვარდნილი თავდაპირველად არასწორად მიიჩნიეს 9კ720 „ისკანდერის“ ბალისტიკურ რაკეტებად.[24] დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ეს იყო კასეტური საბრძოლო მასალით შეიარაღებული „ტოჩკა-უ“-ს რაკეტები.[16]

ერთ-ერთ რაკეტას დაწერილი იყო რუსული ფრაზა „ЗА ДЕТЕЙ“ (ზა დეტეი), რაც ითარგმება როგორც „[შურისძიება] ბავშვებისთვის“.[25] მასზე ასევე დატანილი იყო სერიული ნომერი „Ш91579“, რომელიც, თვითმხილველთა აზრით, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო მისი თავდაპირველი არსენალის დასაზუსტებლად.[26][27]

სასწრაფო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთს უწოდა „ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს“.[28]

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც თავდასხმის დღეს ეწვია უკრაინას, დაგმო თავდასხმა, როგორც „საზიზღარობა“.[29] საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრენმა თავდასხმას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“ უწოდა და თქვა, რომ ის არ შეიძლება დაუსჯელი დარჩენილიყო.[30] ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა დაგმო ის, როგორც სამხედრო დანაშაული .[31]

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სარაკეტო დარტყმას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა.[32]

უკრაინის რკინიგზის თავმჯდომარემ, ოლექსანდრ კამიშინმა, მოვლენა „რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურასა და ქალაქ კრამატორსკის მაცხოვრებლებზე მიზანმიმართულ დარტყმად“ მოიხსენია.[33] უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით.[34]

თავდაცვის კვლევების სამეფო გაერთიანებული ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ჯასტინ ბრონკმა განაცხადა, რომ რუსეთი მიზნად ისახავდა უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანებას, რათა გაერთულებინა უკრაინული ძალების დონბასში გადასროლა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა სწორედ იმ ტიპის რაკეტა აარჩია, როგორიც უკრაინის არმიის არსენალშიც იყო, რათა რეალობის გარკვევაში არეულობა შემოეტანა.[31] პენტაგონმა აღნიშნა თავდასხმაში რუსეთის პასუხისმგებლობის, ასევე სარკინიგზო კვანძის მნიშვნელობის შესახებ.[35][36]

რუსეთისა და მისი მხარდამჭერების პასუხი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, რუსული სახელმწიფო მედია და პრორუსული ტელეგრამის არხები[37][38] კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე უკრაინელ სამხედროებზე წარმატებული რუსული საჰაერო თავდასხმების შესახებ აცხადებდნენ. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რაკეტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები იმსხვერპლა, რუსეთის მთავრობამ უარყო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მას უკრაინული მხარის ტყუილი უწოდა.[37][39] სამინისტრომ აღნიშნა, რომ რაკეტები უკრაინულმა ძალებმა მეზობელ ქალაქ დობროპილიიდან (კრამატორსკის სამხრეთ-დასავლეთით) გაუშვეს.[40][41]

ზოგიერთმა რუსულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაკეტის სერიული ნომერი იმ დიაპაზონში იყო, რომელშიც უკრაინული მხარის მიერ გამოყენებული რაკეტების ნომრები. თუმცა, სერიული ნომერი ვერ იქნება იმის დამამტკიცებელი, თუ რომელმა მხარემ გაუშვა რაკეტა, რადგან ყველა „ტოჩკა-უ“ ერთსა და იმავე საწარმოში დამზადდა და აქედან გავრცელდა მთელ საბჭოთა კავშირში. შედეგად, რუსეთის მიერ სირიაში და უკრაინის მიერ სნიჟნეში გამოყენებული რაკეტების სერიული ნომრები პრაქტიკულად ერთმანეთს შეესაბამება.[42][27][43] ამას გარდა, რუსეთიცა და უკრაინაც ფართოდ იყენებენ ერთმანეთის ხელში ჩაგდებულ საბრძოლო მასალებს.[44][45]

რუსულ სახელმწიფო ტელევიზიაში გაუშვეს და შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ვიდეო „BBC“-ის იმიტირებული ლოგოტიპით, სადაც მომხდარში უკრაინელებს ადანაშაულებდნენ. ამგვარი ვიდეო „BBC“-ის მიერ რეალურად არ გავრცელებულა.[46]

რუსული პასუხის შეფასება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი ძალები აღარ იყენებდნენ „ტოჩკა-უ“-ს რაკეტებს; თუმცა, Amnesty International-ს, კონფლიქტის დაზვერვის გუნდის (Conflict Intelligence Team) გამომძიებელ ჟურნალისტებსა და არაერთ სამხედრო ექსპერტს კრემატორსკზე თავდასხმამდე ჰქონდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსული ძალები უკრაინის მრავალ რაიონში იყენებდნენ „ტოჩკებს“.[47] უფრო მეტიც, ბელარუსული ღია წყაროს პროექტ „ჰაჯუნის“ გამომძიებლებმა გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომლებშიც რამდენიმე რუსული სატვირთო მანქანა ჩანდა „ტოჩკას“ რაკეტებით და ისინი ბელარუსიდან უკრაინაში მიემართებოდნენ „V“ წარწერებით (5 მარტი და 30 მარტი).[48] გარდა ამისა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მე-8 საგვარდიო საერთო-საჯარისო არმია, რომელიც დონბასის რეგიონში აქტიურობდა, აღჭურვილი იყო „ტოჩკა-უ“-ს რაკეტებით.[49] რუსული ახალი ამბების სააგენტოების მასალებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ 2021 წელს მე-8 საერთო-საჯარისო არმიაში შემავალი 47-ე სარაკეტო ბრიგადა საჯარო ღონისძიებებზე, მათ შორის კრასნოდარში გამარჯვების აღლუმზე „ტოჩკა-უ“-ს რაკეტებითაც გამოდიოდა.[27]

ამავე თვეში „PolitiFact“-მა შეაფასა იმის ალბათობა, რომ ინციდენტი ცრუ დროშის ოპერაციას წარმოადგენდა და მივიდა დასკვნამდე; „არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ 8 აპრილს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის უკან უკრაინა იდგა“.[50]

  1. 1.0 1.1 1.2 „The situation of human rights in Ukraine in the context of the armed attack by the Russian Federation, 24 February to 15 May 2022“. OHCHR. 29 June 2022. para. 32. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. Jonathan Beale (10 აპრილი, 2022). „Ukraine war: Disbelief and horror after Kramatorsk train station attack“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „Institute for the Study of War“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-11.
  4. „Kramatorsk train station massacre sparks international outrage“. Le Monde (ინგლისური). 10 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. „Ukraine war: What do we know about the Kramatorsk train station attack?“ (ინგლისური). 8 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „Ukraine, allies blame Russia for bombing at Kramatorsk train station that killed 52“ (ინგლისური). 9 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. „Civilians flee eastern Ukraine after deadly railway station attack“ (ინგლისური). 9 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. 8.0 8.1 'Evil that has no limits': Zelenskiy condemns Kramatorsk station attack“ (ინგლისური). 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  9. „Russian War Report: Russia makes false claims while blaming Ukraine for Kramatorsk railway station attack“. Atlantic Council (ინგლისური). 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2022-04-09.
  10. "Точка У" разорвалась на вокзале в Краматорске, 52 человека погибли. Что известно о нападении и ракете“. BBC News Русская служба (რუსული). 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2022-04-12.
  11. uz, Kun. „В Минобороны РФ заявили, что «Точка-У» не стоит на вооружении России. Правда ли это?“. Kun.uz (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-04-12.
  12. Разборы (2022-04-09). „Ракетный удар по вокзалу в Краматорске, откуда люди пытались эвакуироваться. Главное — Разборы на TJ“. TJ. ციტირების თარიღი: 2022-04-12.
  13. „В россии отрицают, что нанесли ракетный удар по Краматорску - факты говорят, что рф врет“. news.pn (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-04-12.
  14. „Kramatorsk train station massacre sparks international outrage“. Le Monde.fr (ინგლისური). 2022-04-10. ციტირების თარიღი: 2022-04-12.
  15. „Вторжение в Украину. 44‑й день войны“. Медиазона (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-04-09.
  16. 16.0 16.1 16.2 „Kramatorsk: At least 1,000 at railway station when rockets hit - witness“. BBC News (ინგლისური). 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  17. „Ukraine says at least 39 people killed in Russian rocket attack on Kramatorsk train station“. CBS News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  18. „Kramatorsk station attack: What we know so far“. BBC News (ინგლისური). 2022-04-09. ციტირების თარიღი: 2022-04-09.
  19. „По вокзалу Краматорска ударили ракетой с надписью «За детей». Погибли 50 человек (в том числе пять детей) Больницы не справляются с количеством раненых, заявил мэр Краматорска“. Meduza (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  20. 20.0 20.1 „At Least 39 Dead In Russian Rocket Attack On Ukrainian Rail Station“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  21. „Кількість загиблих у Краматорську зросла до 57“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-04-11.
  22. „Death toll from Kramatorsk missile strike rises to 57, Ukraine official says“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-10.
  23. Vakil, Caroline (14 აპრილი, 2022). „Death toll in Ukraine train station bombing reaches 59, including 7 children“. The Hill (ინგლისური). ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  24. „About 30 people killed in Russian strike on a packed train station in eastern Ukraine“. NPR (ინგლისური). 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  25. Isabel Van Brugen (8 აპრილი, 2022). „Missile That Hit Ukrainian Civilian Station Had 'For Children' On it“. Newsweek. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  26. „Kramatorsk, di chi era il missile della strage? Le teorie a cui non credere“. la Repubblica (იტალიური). 10 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  27. 27.0 27.1 27.2 „Russia’s Kramatorsk ‘Facts’ Versus the Evidence“. Bellingcat (ინგლისური). 14 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2022. ციტატა: „At the time of writing, the available open source evidence remains insufficient to reveal all details about the strike, including the direction of origin of the missile.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  28. 'Russia, an evil with no limits': Zelenskyy on east Ukraine rocket attack“. Hindustan Times. 8 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  29. 'An abomination': World reacts to deadly Kramatorsk attack“. Al Jazeera. 8 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  30. „Bombardement de Kramatorsk : Jean-Yves Le Drian dénonce un crime contre l'humanité“. 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2022-04-12.
  31. 31.0 31.1 „Missile kills at least 52 at crowded Ukrainian train station“. AP NEWS (ინგლისური). 8 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  32. „Missile kills at least 52 at crowded Ukrainian train station“ (ინგლისური). 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2022-04-09.
  33. „Россия ударила ракетами по железнодорожному вокзалу Краматорска, 39 погибших, из них 4 – дети (обновлено)“. ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  34. „В результате обстрела Краматорска уже известно о 39 погибших, среди которых 4 детей“. ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  35. „Pentagon: Russia fired a missile strike at Kramatorsk station“. babel.ua (ინგლისური). ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  36. „Trending news: Pentagon: Russian troops fired "Point-U" missile at Kramatorsk railway station“. Hindustan News Hub (ინგლისური). 9 აპრილი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-27. ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  37. 37.0 37.1 "Точка У" разорвалась на вокзале в Краматорске, 52 человека погибли. Что известно о нападении и ракете“ (რუსული). 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2022-04-10.
  38. „Russia accused of ‘monstrous’ war crime in Kramatorsk station attack“ (ინგლისური). 2022-04-09. ციტირების თარიღი: 2022-04-11.
  39. „Pro-Kremlin media U-turns over Kramatorsk station attack in Ukraine“. 8 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  40. „Death toll in Kramatorsk railway station strike rises to 50, including 5 children“. The Hindu. 8 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: April 8, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  41. „Ce que l’on sait du bombardement russe de la gare de Kramatorsk, dans l’est de l’Ukraine“ (ფრანგული). 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2022-04-12.
  42. Romanyuk, Vika (2022-04-10). „Fake: Serial Number Confirms Kramatorsk Train Station Hit by Ukrainian Tochka U Missile“. StopFake (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-19.
  43. „Фейк кремлевских СМИ: доказано, что удар по Краматорску нанесен украинской ракетой“. The Insider (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-04-19.
  44. „¿Qué sabemos del misil que ha matado a civiles ucranianos junto a la estación de tren de Kramatorsk (Ucrania)? · Maldita.es - Periodismo para que no te la cuelen“. Maldita.es — Periodismo para que no te la cuelen (ესპანური). 2022-04-13. ციტირების თარიღი: 2022-04-19.
  45. „Удар по Краматорску. Россия обвиняет Украину и грозит делом о фейках за распространение иной версии“. Медиазона (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-04-19.
  46. „BBC warns of fake video claiming Ukraine carried out Kramatorsk attack“. the Guardian (ინგლისური). 13 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  47. "Точка У", "Калібри" та "Іскандери": якими ракетами Росія обстрілює міста України“. BBC News Україна (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-04-09.
  48. „Suspect Claim by Russia on Rockets That Killed Fleeing Civilians“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-09.
  49. „Russian Offensive Campaign Assessment, April 8“ (ინგლისური). 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2022-04-09.
  50. „No evidence that Ukraine attacked a train station in one of its cities“. Politifact (ინგლისური). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)