ვოზნესენსკის ბრძოლა
ვოზნესენსკის ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი | |||||
| |||||
თარიღი |
2–3 მარტი, 2022 (პირველი ტალღა) 9–13 მარტი, 2022 (მეორე ტალღა) | ||||
მდებარეობა | ვოზნესენსკი, მიკოლაივის ოლქი, უკრაინა | ||||
შედეგი | უკრაინის გამარჯვება[1] | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
სამხედრო ნაწილები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
|
ვოზნესენსკის ბრძოლა — სამხედრო შეტაკებების სერია რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. გაიმართა 2022 წლის მარტის დასაწყისში. წარმოადგენს უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილს.
ქალაქ ხერსონის აღების შემდეგ რუსულმა ჯარებმა დასავლეთისკენ, ქალაქ მიკოლაივისკენ წაიწიეს. სანამ ისინი თავს ესხმოდნენ მიკოლაივს, ძირითად ძალებს გამოეყო ერთ-ერთი კოლონა და ჩრდილოეთისკენ დაიძრა. იგი პატარა ქალაქ ვოზნესენსკთან ორჯერ ჩაება უკრაინული ძალებთან შეტაკებებში. უმეტესობა რუსულენოვანი ქალაქი სტრატეგიულად მნიშვნელოვნად ითვლებოდა მდინარე სამხრეთის ბუგზე გადასასვლელი ხიდისა და სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურთან სიახლოვის გამო.[2][3]
პირველი ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის 2 მარტს, რუსეთის 126-ე საზღვაო ბრიგადის ელემენტებმა მიკოლაივიდან ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ ვოზნესენსკისკენ წაიწიეს და ცდილობდნენ სამხრეთის ბუგზე გადასასვლელი ეპოვათ. რუსული კოლონა, სავარაუდოდ, შედგებოდა 400 ჯარისკაცისა და 43 მანქანისგან.[2][3]
მზადების დროს, ევჰენი ველიჩკომ, ქალაქის მერმა და ერთ-ერთმა უკრაინელმა მეთაურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ბიზნესმენები უკრაინულ ძალებს მრავალიბლოკპოსტის შექმნასა და მდინარე მერტვოვოდზე ხიდის განადგურებაში დაეხმარნენ, ასევე მდინარის სანაპიროზე თხრილების გაკეთებაშიც, რათა რუსულ სატრანსპორტო საშუალებებს ვერ გადაელახათ იგი.[3]
რუსულმა ძალებმა ბრძოლა ქალაქის დაბომბვით დაიწყეს, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დაზიანდა. რუსი მედესანტეები ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით გადმოსხდნენ, ჯავშანსატანკო კოლონა კი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მიუახლოვდა და მეზობელ სოფელ რაკოვესთან შეჩერდა. სნაიპერები სოფლის რამდენიმე სახლში განლაგდნენ, რუსულმა ძალებმა კი ბაზა ადგილობრივ გაზგასამართ სადგურზე შექმნეს. რუსულმა ჯავშანტრანსპორტიორებმა ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივი ტერიტორიული თავდაცვის ძალების ბაზას, რის შედეგადაც რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. რუსებმა ვერ შეძლეს ვოზნესენსკში შეღწევა. უკრაინულმა არტილერიამ რუსული პოზიციების მიმართულებით გახსნა ცეცხლი მოწინააღმდეგის არტილერიას ნაღმტყორცნების გამართვაში ხელს უშლიდა.[3]
დაღამებისთვის რუსულმა ტანკებმა ვოზნესენსკის მიმართულებით სროლა დაიწყეს, მაგრამ საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ უკან დაიხიეს. პარალელურად, უკრაინული ძალები აგრძელებდნენ რუსული პოზიციების საარტილერიო დამუშავებას, რის შედეგადაც რამდენიმე რუსული სატრანსპორტო საშუალება განადგურდა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ფეხით წაიწიეს წინ, ამერიკელების მიერ მოწოდებული FGM-148 Javelin-ის რაკეტებით თავს დაესხნენ რუსულ სატრანსპორტო საშუალებებს და მინიმუმ 3 ტანკი გაანადგურეს. მათ ასევე შეძლეს რუსული მოიერიშე შვეულმფრენის მი-24 -ის ჩამოგდება. 3 მარტს რუსულმა ძალებმა სრულად დაიხიეს უკან, მიატოვეს აღჭურვილობა და ტექნიკა. უკანდახევის დროს რუსულმა არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა როკოვეს, მ.შ. ადგილობრივ კლინიკას. გაძარცვეს სოფელიც. რუსულმა კოლონამ უკან დაიხია 65 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით.[2][3]
სულ მიატოვეს 30 რუსული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის რამდენიმე ტანკი. უკრაინულმა ძალებმა შეძლეს 15 ტანკის ნადავლად ხელში ჩაგდება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით 100 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და 10 ტყვედ ჩავარდა. უკრაინულმა ძალებმაც განიცადეს გარკვეული მსხვერპლი, ძირითადად ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შორის. ბრძოლის დროს 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.[2][3]
მეორე ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]9 მარტს რუსულმა ძალებმა ვოზნესენსკზე კიდევ ერთი შეტევა წამოიწყეს.[4][5] უკრაინულმა ნაწილებმა გაანადგურეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი[6] და იქვე დაიკავეს თავდაცვითი პოზიციები. მეორე დღეს რუსებმა ქალაქი აიღეს. უკრაინელებმა სამი დღის შემდეგ, 13 მარტს, შეძლეს მისი დაბრუნება.[1][7] 18 მარტისთვის ამ რაიონში უკრაინელთა კონტრშეტევების შედეგად მოწინააღმდეგემ ქალაქიდან 120 კილომეტრით დაიხია უკან.[8]
ადგილობრივი ძალები მეორე თავდასხმის შემდეგ ქალაქის გამაგრებას აგრძელებდნენ, რადგან შესაძლო იყო შემოტევების განახლება.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 „Voznesensk resists Russian takeover: City occupied 3 days, now freed & preparing to defend“. France 24 (ინგლისური). 2022-03-14. ციტირების თარიღი: 2022-03-23.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Dasgupta, Sravasti (17 მარტი, 2022). „Ukrainian soldiers and volunteers defeated larger Russian force in strategically important town, report claims“. Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 Trofimov, Yaroslav (16 მარტი, 2022). „A Ukrainian Town Deals Russia One of the War's Most Decisive Routs“. The Wall Street Journal (ინგლისური). ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Video shows firefights between Ukrainian and Russian troops in streets of Ukrainian city of Voznesensk“. CNN (ინგლისური). 2022-03-09. ციტირების თარიღი: 2022-03-23.
- ↑ „Guerra Rusia Ucrania | Video muestra tiroteos entre militares ucranianos y rusos en calles de la ciudad de Voznesensk“. Peru 21 (ესპანური). 2022-03-09. ციტირების თარიღი: 2022-03-23..
- ↑ „Ukraine: The small town which managed to block Russia's big plans“. BBC News (ინგლისური). 2022-03-22. ციტირების თარიღი: 2022-03-23.
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, March 10 en. Institute for the Study of War (10 მარტი, 2022). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022
- ↑ „Ukraine update: Ukraine retakes 75 miles of Russian-held territory, pushes toward Kherson“. Daily Kos (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-18.