The Wall Street Journal
იერსახე
|
ოფიციალური ლოგო | |
| ტიპი: | ყოველდღიური გაზეთი |
|---|---|
| მფლობელ(ებ)ი: | Dow Jones & Company |
| დაარსდა: | 8 ივლისი, 1889 |
| ენა: | ინგლისური |
| სათავო ოფისი: | ნიუ-იორკი, აშშ |
| პერიოდულობა: | 2,277,000 დღიურად (ივნისი, 2017)[1] |
| ISSN: | ISSN0099-9660 |
| საიტი: | wsj.com |
„The Wall Street Journal“ (ქართ. უოლ-სტრიტის გაზეთი) — გავლენიანი ყოველდღიური ამერიკული საქმიანი გაზეთი ინგლისურ ენაზე. გამოდის ქალაქ ნიუ-იორკში კომპანიის Dow Jones & Company მიერ (News Corp-ის დივიზია) 1889 წლიდან. არსებობს გაზეთის ევროპული და აზიური გამოცემები. მასში იბეჭდება სიახლეები პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ფინანსებზე, ანალიტიკასა და კულტურაზე.
„უოლ-სტრიტი“ არის ყველაზე მხვილი გაზეთი აშშ-ში ცირკულაციის მხრივ. News Corp.-ის 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წელს გაზეთის ყოველდღიურმა ტირაჟმა შეადგინა 2,7 მილიონი ეგზემპლარი.[1]
1996 წლიდან გამოდის გაზეთის ონლაინ ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ონლაინ გამომწერთათვის.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „The Wall Street Journal“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
- The Wall Street Journal-ის ბლოგი დაარქივებული 2018-02-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Form 10-K June, 2017. SEC. ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2017.
- ↑ Salwen, Michael B.; Garrison, Bruce; Driscoll, Paul D. (2004-12-13). Online News and the Public (en). Routledge. ISBN 9781135616793.