ჰოსტომელის ბრძოლა
ჰოსტომელის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი | |||
რუსული ტექნიკა ჰოსტომელში 4 მარტის ბრძოლების შემდეგ | |||
თარიღი |
25 თებერვალი – 1 აპრილი, 2022 (1 თვე და 1 კვირა) | ||
მდებარეობა | ჰოსტომელი, კიევის ოლქი, უკრაინა | ||
შედეგი |
უკრაინის გამარჯვება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
სამხედრო ნაწილები | |||
|
ჰოსტომელის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, ქალაქ ჰოსტომელზე კონტროლისთვის. კიევის კამპანიის ფარგლებში, რუსული ძალები ცდილობდნენ დაეკავებინათ ჰოსტომელი, ბუჩა და ირპინი, რათა დასავლეთიდან მიმდგარიყვნენ და ალყაში მოექციათ უკრაინის დედაქალაქი კიევი.[6][7] შეტევის ინტენსივობის გამო, კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ჰოსტომელი, ირპინი, ბუჩა, გზატკეცილი M06 და ვიშჰოროდი კიევის ოლქის ყველაზე საშიშ ადგილებად დაასაგხელა.[8]
ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები ვერტმფრენებით ჩავიდნენ ჰოსტომელის აეროპორტში და მის დასაკავებლად უკრაინულ ძელბთან ჩაებნენ ბრძოლებში. უკრაინულმა ნაწილებმა თავდაპირველად უკუაგდეს აეროპორტიდან რუსული საჰაერო-სადესანტო ჯარები, მაგრამ მალევე შეტევაში ჩაერთვნენ რუსეთის დამხმარე ნაწილები. 25 თებერვალს მათ ხელახლა დაიკავეს ჰოსტომელის აეროპორტი. შედეგად, ბრძოლამ აეროპორტიდან ახლომდებარე ქალაქში გადაინაცვლა, რამდენადაც რუსულმა ძალებმა ჰოსტომელში გამაგრება და წინსვლა დაიწყეს.[9][10]
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]25–28 თებერვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აეროპორტის ბრძოლის შემდეგ უკრაინული და რუსული ჯარები ჰოსტომელში და მის გარშემო შეეტაკნენ ერთმანეთს.[10] სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანდა როგორ იწვოდა რუსული სატანკო კოლონა ქალაქის გარეუბანში, უკრაინული მი-24-ები კი საცხოვრებელი ზონის თავზე რაკეტებს ისროდნენ რუსეთის პოზიციების მიმართულებით.[9] გავრცელებული ინფორმაციით, კადიროველები ქალაქის გარეუბანში ან აეროპორტში განთავსდნენ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მოსამზადებლად. უკრაინის უშიშროების სამსახური იტყობინებოდა, რომ კადიროველთა კოლონა 250-ზე მეტი ერთეული ტექნიკისგან და 1500-ზე მეტი „ჩეჩნეთის რესპუბლიკის საუკეთესო მებრძოლისგან“ შედგებოდა. უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ მათ ეს ცნობები ეფ-ეს-ბეს იმ ჯგუფებისგან მიიღეს, რომლებიც შეჭრას ეწინააღმდეგებოდნენ.[4][5]
26 თებერვალს, ადრინდელი დაზვერვის ანგარიშის საფუძველზე, უკრაინულმა ძალებმა შეაჩერეს და გაანადგურეს ჩეჩნური დამრტყმელი ჯგუფი, რომელსაც პრეზიდენტ ზელენსკის მკვლელობა ევალებოდა. ამას გარდა, ჰოსტომელთან უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ორი ადგილი დააფიქსირეს, სადაც ჩეჩენი მებრძოლები იკრიბებოდნენ. უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ და „ალფა“ ჯგუფმა მოგვიანებით შეუტიეს ამ ადგილებს და გაანადგურეს რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა. უკრაინისი ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმის დროს დაიღუპა ჩეჩენი გენერალი და რუსეთის ეროვნული გვარდიის 141-ე მოტომსროლელი პოლკის მეთაური მაგომედ თუშაევი.[4][5][11][12][13] უკრაინული მხარის თანახმად, ამ თავდასხმების შედეგად კადიროველებმა დიდი დანაკარგები განიცადეს.[4][5]
1–5 მარტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰოსტომელის მცხოვრებთა თანახმად, რუსული ძალების მუდმივი ცეცხლისა და საჰაერო თავდასხმების გამო არ ჰქონდათ წყალთან, საკვებთან, ელექტროენერგიასა და მედიკამენტებთან წვდომა. მუდმივმა დაბომბვამ მაცხოვრებლებს ხელი შეუშალა ჰუმანიტარული დახმარების მიღებაში, ქალაქიდან ევაკუაციაში ან თუნდაც გვამების ქუჩიდან გატანაში. გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვიელები ჰოსტომელის აეროპორტთან ახლოს მოქმედებდნენ და ძარცვავდნენ მოსახლეობას, ხოლო რუსი ჯარისკაცები ჰოსტომელში წინსვლას განაგრძობდნენ. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა სასწრაფო დახმარების მანქანას გაუხსნეს ცეცხლი.[14]
2022 წლის 3 მარტს, უკრაინული და რუსული ძალები ქალაქის შიგნით ქუჩის ბრძოლებში ჩაებდნენ.[15][16] უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინებოდა, რომ სპეციალურმა ძალებმა მათი მეთაურობითა და ადგილობრივმა წინააღმდეგობის მოძრაობამ 20 რუსული ბმდ გაანადგურა (სავარაუდოდ ბმდ-3 ან/და ბმდ-4). ათი მათგანი 18:30 საათზე ქალაქის მინის ქარხანასთან განადგურდა.[17][18][19][20][21] რუსული ძალები საბოლოოდ ქალაქიდან უკუაგდეს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც ქუჩის ბრძოლების შედეგებს ასახავდა, ჩანდა განადგურებული და მიტოვებული რუსული ტექნიკა და ქუჩებში მიმოფანტული დაღუპული რუსი ჯარისკაცები.[15][16] უკრაინელმა სნაიპერმა ჰოსტომელში ან ჰოსტომელის აეროპორტში მოკლა გენერალ-მაიორი ანდრია სუხოვეცკი. ის იყო 41-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაურის მოადგილე.[22][23]
4 მარტს, მხარეები მეორედ ჩაბნენ ქუჩის ბრძოლებში, გაანადგურეს ბმდ და ბმ-21 „გრადის“ რაკეტებით დაბომბეს რუსული ძალები.[24] სხვა ადგილებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაამარცხეს კადიროველთა ნაწილები და წაართვეს მათი იარაღი, აღჭურვილობა და ჯავშანმანქანა.[25] მოგვიანებით უკრაინულმა მხარემ განაცხადა, ჰოსტომელზე კონტროლი აღადგინა. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ჰოსტომელში ბრძოლების შედეგად რუსეთის 31-ე საგვარდიო საჰაერო-სადესანტო ბრიგადამ სულ მცირე 50 სამხედრო დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლაში მონაწილეობდნენ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური ძალები, მე-3 სპეციალური დანიშნულების პოლკი და ადგილობრივი წინააღმდეგობის მებრძოლები. უკრაინელებმა ხელთ იგდეს რუსული იარაღი, აღჭურვილობა, პერსონალი და პირადი დოკუმენტები. გამოსაყენებლად გამოსადეგი იარაღი ადგილობრივ წინააღმდეგობას გადასცეს. დაზვერვის სამმართველო იტყობინებოდა, რომ დაღუპულ რუს ჯარისკაცებს არ გააჩნდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; მხოლოდ ვაქცინაციის სერტიფიკატები და ცარიელი სამედიცინო წიგნები აღმოაჩნდათ.[3] იმავე დღეს უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჰოსტომელის აეროპორტთან მოკლეს მაიორი ვალერი ჩიბინეევი.[3][26] რუსული ძალები, გავრცელებული ინფორმაციით, 31-ე საგვარდიო საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ჯარისკაცები, მოგვიანებით დაბრუნდნენ ჰოსტომელში და საცხოვრებელი კომპლექსი დაიკავეს, მძევლად აიყვანეს 40 ან მეტი მცხოვრები.[27][28][29]
ერთმა ჟურნალისტმა, სახელად რუსლან ვინიჩენკომ, დეტალურად აღწერა მისი ექვსდღიანი ტყვეობა ბინის სარდაფში. მისი თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა სარდაფში შეკრიბეს 60 ადამიანი (მათ შორის თავადაც), მსგავსს ჰქონდა ადგილი მეზობელ საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც 90 ადამიანი ჰყავდათ დატყვევებული. ჩამოართვეს და გაანადგურეს ტელეფონები, გაძარცვეს მათი ბინები და გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია ომის მდგომარეობის შესახებ, როგორიცაა რუსული ძალების მიერ კიევისა და ოდესის ვითომ აღება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მოსახლეობას სარდაფის დატოვების უფლებას აძლევდნენ, იყო მოწევა ან წყლის შეგროვება. 10 მარტს, გაქცევის დღეს, ვინიჩენკო იტყობინებოდა რუსი ჯარისკაცების განცხადების შესახებ, რომ ისინი ბელარუსში გადასაყვანად აგროვებდნენ მოსახლეობას. ჟურნალისტი ცდილობდა დაერწმუნებინა დანარჩენი მაცხოვრებლები, რომ მასთან ერთად გაქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი ძლიერ შეშინებულები იყვნენ. ვინიჩენკო შეყვარებულთან ერთად გაიქცა და ქალაქიდან გამვლელ მძღოლს გაჰყვა. სამმა რუსმა ჯარისკაცმა შენიშნა ისინი, მაგრამ არ უცდიათ მათი შეჩერება.[30]
5 მარტს რუსულმა ძალებმა ჰოსტომელი დაიკავეს. მშვიდობიან მოქალაქეებს ევაკუაციის საშუალება არ მისცეს.[31][32]
უკრაინული კონტრშეტევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]7 მარტს რუსულმა ძალებმა რამდენიმე სხვა მოხალისესთან ერთად მოკლეს ჰოსტომელის მერი იური პილიპკო, ისინი მოსახლეობას საკვებსა და წამლებს ურიგებდნენ.[33] გავრცელებული ინფორმაციით, მისი ცხედარი მახე-ნაღმებით დანაღმეს. როდესაც ადგილობრივი მღვდელი მისი ცხედრის ასაღებად მივიდა, ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა შეაჩერა იგი, გააუვნებელყო ხაფანგი და მერის ცხედრის საკაცეზე გადატანაში დაეხმარა. იური ადგილობრივი ეკლესიის მახლობლად პატივით დაკრძალეს.[34] რაღაც მომენტში უკრაინულმა ძალებმა შეძლეს ჰოსტომელის ზოგიერთი ნაწილის დაბრუნება. საპასუხოდ რუსეთმა ჰოსტომელშიორი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი გადაისროლა შეტევისთვის მოსამზადებლად.[35]
8 მარტს უკრაინელებმა ჰოსტომელში ღამის თავდასხმა მოიგერიეს. ცნობილი გახდა, რომ უკრაინული ძალები ჰოსტომელის მაცხოვრებლების ფართომასშტაბიანი ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისათვის ემზადებოდნენ.[36] მეორე დღეს მათ კიევის ოლქის მასშტაბით ფართომასშტაბიანი ევაკუაცია განახორციელეს, მათ შორის ჰოსტომელიდან. კიევის ოლქში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა. პროცესი მომდევნო დღესაც გაგრძელდა.[37]
11 მარტს მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ რუსული ძალები აკონტროლებდნენ ჰოსტომელის უმეტეს ნაწილს, რაც უკიდურესად ართულებდა ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ან ჰუმანიტარული დახმარების მიღებას. რუსული სამხედრო ტექნიკა ქალაქის ცენტრში და საცხოვრებელ უბნებში განათავსეს, მათ მომარაგება შვეულმფრენებით მიეწოდებოდა. თვითმხილველებმა ასევე განაცხადეს, რომ კადიროველები ჰოსტომელის ირგვლივ ტრიალებდნენ და წვრილმანი მიზეზების გამო სჯიდნენ სამოქალაქო პირებს.[38] ამის მიუხედავად, 12 მარტს წარმატებით შეძლეს ქალაქიდან მოსახლეობის ავტობუსებით ევაკუაცია.[39]
13 მარტს, უკრაინული ძალები თავს დაესხნენ მოწინააღმდეგეს, რომელიც მახლობლად მდინარე ჰოსტომელის გადაკვეთას ცდილობდა პონტონური ხიდის გამოყენებით. განადგურდა ხიდი და რამდენიმე რუსული მანქანა.[40][41]
14 მარტს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჰოსტომელში ჩავიდა. განცხადების გადამოწმება ვერ მოხდა. იგი ეჭვქვეშ დადგა იმის გამო, რომ რუსული სახელმწიფო მედიის მიერ იყო გავრცელებული. პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ასევე ეჭვი შეიტანა კადიროვის ნათქვამში, რადგან ის მის განცხადებამდე ერთი დღით ადრე გროზნოში ნახეს.[42] დღის განმავლობაში ჰოსტომელში განხორციელდა სამოქალაქოების ორი ევაკუაცია. 10 ავტობუსისგან შემდგარმა პირველმა კოლონამ წარმატებით გაიყვანა ქალაქიდან დედები, ბავშვები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ოთხი ავტობუსისგან შემდგარ მეორე კოლონას ნაღმსატყორცნებით გაუხსნეს ცეცხლი. თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და ორი მამაკაცი დაშავდა.[43][44]
16 მარტს უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს კიევის გარშემო, მ.შ. ჰოსტომელშიც. კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ანდრიი ნებიტოვის თქმით, საარტილერიო დარტყმების შემდეგ შეძლეს რუსული პოზიციების გარღვევა. მან ასევე აღნიშნა, რომ კონტრშეტევამ ჩაშალა რუსული ძალების გეგმა უშუალოდ შეეტიათ კიევისათვის.[45][46]
რუსული ძალების უკან დახევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1 აპრილს კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პავლიუკმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ჰოსტომელი დატოვეს.[47] 2 აპრილს მთელი კიევის ოლქი, და მ.შ. ჰოსტომელიც, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსი სამხედროებისგან თავისუფლად გამოაცხადა.[48]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Heavy shelling is heard west and northwest of Kyiv, as two children are reported dead“. CNN (ინგლისური). 6 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-25. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 Andy Blatchford (24 მარტი, 2022). „Band of others: Ukraine's legions of foreign soldiers are on the frontline“. Politico. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 „ЗСУ взяли під контроль Гостомель – розвідка“. Ukrinform. 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Рагуцкая, Лилия (1 მარტი, 2022). „Кадыровцев, которые ехали напасть на Зеленского, уничтожили, – детали разведки“. Obozrevatel. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 „ЗСУ знищили кадирівців, що планували вбити Зеленського - розвідка“. Pravda. 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Latest Military Situation in Ukraine, 27 თებერვალი, 2022 (Map Update)“. Islamic World News. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Clark, Mason; Barros, George; Stepanenko, Kateryna (27 თებერვალი, 2022). „Russia-Ukraine Warning Update: Russian Offensive Campaign Assessment, February 27, 2022“. Critical Threats. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Буча, Ірпінь, Гостомель: Кулеба назвав найнебезпечніші місця Київської області“. Depo Kyiv. 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 9.0 9.1 Roblin, Sebastien (25 თებერვალი, 2022). „Pictures: In Battle For Hostomel, Ukraine Drove Back Russia's Attack Helicopters And Elite Paratroopers“. 19FortyFive. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 10.0 10.1 ТИЩЕНКО, КАТЕРИНА (25 თებერვალი, 2022). „В районе Гостомеля, Ворзеля и Бучи идут бои – Арестович“. Pravda. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Під Гостомелем розгромили колону російського спецназу: це були "кадировці"“. 24tv. 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Weinthal, Benjamin (1 მარტი, 2022). „Pro-Putin Chechen general who led 'gay purge' killed in Ukraine“. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ РОЩІНА, ОЛЕНА (27 თებერვალი, 2022). „Біля Гостомеля розгромили спецпідрозділ чеченців – ЗМІ“. Pravda. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Пнин, Тимофей (2 მარტი, 2022). „"На улицах трупы не первый день лежат". Как выживают в Гостомеле, где бои идут уже неделю“. zona.media. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 15.0 15.1 Паскевич, Анна (4 მარტი, 2022). „Уничтожена техника РФ и много убитых: появилось видео жесткой "ответки" оккупантам в Гостомеле“. Obozrevatel. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 16.0 16.1 „Гостомель після бою завалено тілами російських військових“. Мілітарний. 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Гостомель. Спецназ ГУР уничтожил 20 боевых машин российского десанта, идет бой – видео“. news.liga.net. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Бойко, Иван (3 მარტი, 2022). „Бой за Гостомель: уничтожены 20 боевых машин десанта врага“. Unian. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Украинский спецназ под Киевом раздолбал колонну оккупантов: уничтожены 10 БМП, фото“. Apostrophe. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „В Гостомеле спецназ ГУР уничтожил 20 вражеских БМД“. focus.ua. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ВИНОГРАДОВА, УЛЬЯНА (3 მარტი, 2022). „Спецназ ГУР в Гостомеле уничтожил 20 вражеских БМД“. Korrespondent. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Demerly, Tom (4 მარტი, 2022). „Reports: Russian Airborne Forces Commander Killed by Sniper in Hostomel“. The Aviationist. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Wiehe, Noelle (4 მარტი, 2022). „RUSSIAN GENERAL KILLED IN UKRAINE FIGHTING, PUTIN CONFIRMS“. Coffee Or Die. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „"Заканчиваем оптимистично": у Зеленского подвели итоги 8-го дня войны с РФ“. charter97. 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Рагуцкая, Лилия (4 მარტი, 2022). „"Кадыровцы уснули": в Гостомеле ликвидировали российских оккупантов. Фото“. Obozrevatel. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Fights for Gostomel – Valery Chibineev died defending Ukraine from Russian occupiers“. Juan News. 4 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-07. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Макогон, Христина (5 მარტი, 2022). „У Гостомелі росіяни захопили в заручники 40 людей, – Цаплієнко (ФОТО)“. Depo Kyiv. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ КИЗИЛОВА, СВЕТЛАНА (4 მარტი, 2022). „Гостомель: враги взяли в заложники десятки мирных людей – журналист“. Pravda. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Гостомель снова под оккупантами. Они взяли в плен людей“. Gazeta. 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Тюпка, Ярослава (17 მარტი, 2022). „Неделя в подвале под дулами оккупантов: история пленного ведущего Апостроф TV, которому удалось вырваться из лап россиян“. apostrophe.ua. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Демяник, Дарія (6 მარტი, 2022). „Оккупант захватил Бучу и Гостомель, есть раненые и умершие дети“. Glavcom. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ворог контролює Бучу, Ворзель і Гостомель: у МВС заявляють про критичну ситуацію в містах“. Ukrinform. 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Кличко розповів про бої навколо Києва і прокоментував вбивство голови Гостомеля“. Radiosvoboda. 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Российские военные минировали тело убитого сельского головы Гостомеля, — СМИ“. focus.ua. 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Оккупанты готовятся к наступлению на Вышгород, Гостомель, Ирпень, Сумы и Запорожье, - оперативная информация Генштаба ВСУ по российскому вторжению на 12:00 7 марта“. Censor.net. 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Кулебы, Алексея (8 მარტი, 2022). „За Макаров, Ирпень и Гостомель всю ночь шли бои“. 24tv. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „До 20 тысяч человек были эвакуированы из Бучи, Ирпеня, Гостомеля, Ворзеля и других городов Киевской области“. TCH. 10 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Андрій Гарасим, Андрій Гарасим (11 მარტი, 2022). „Гостомель: 15 днів під обстрілами, без світла і води. Багато російської техніки, з боку Білорусі постійно чути гудіння вертольотів“. texty.org.ua. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Сумы, Буча, Гостомель: в Украине 12 марта идет эвакуация мирных жителей. ВИДЕО“. Censor.net. 12 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „"Козаки їх трохи підсмажили": в районі Гостомеля російські війська спробували звести понтонний міст“. TCH. 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine Army destroys Russian pontoon bridge near Hostomel“. Ukrinform. 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ КАЛАТУР, АНАСТАСИЯ (14 მარტი, 2022). „Кадыров: Был в Гостомеле, а сейчас я еще ближе к Киеву“. Pravda. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian invaders shell civilians evacuating from Hostomel, one woman killed“. Ukrinform. 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ГЛУЩЕНКО, ОЛЬГА (15 მარტი, 2022). „Ворог обстріляв евакуаційну колону з Гостомеля, загинула жінка“. Pravda. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Alan Cullison; Isabel Coles; Yaroslav Trofimov (16 მარტი, 2022). „Ukraine Mounts Counteroffensive to Drive Russians Back From Kyiv, Key Cities“. The Wall Street Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Некрасова, Наталья (17 მარტი, 2022). „Контратаки ЗСУ під Києвом порушили плани окупантів, — Нєбитов“. kyiv.comments.ua. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Zinets, Natalia; Hunder, Max (2022-04-01). „Ukraine says Russian forces pushed back around Kyiv but fighting continues“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-01.
- ↑ „Ukraine ‘retakes whole Kyiv region’ as Russia looks east“. www.aljazeera.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)