ვოლნოვახის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლნოვახის ბრძოლა
აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი
თარიღი 25 თებერვალი – 12 მარტი, 2022
(2 კვირა და 1 დღე)
მდებარეობა ვოლნოვახა, დონეცკის ოლქი, უკრაინა
სტატუსი რუსეთის გამარჯვება
მხარეები
უკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა ვლადიმერ ჟოგა 
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა არტემ ჟოგა
უკრაინის დროშა პავლო სბიტოვი 
სამხედრო ნაწილები
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა დონეცკის სახალხო მილიცია უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის ეროვნული გვერდია

დანაკარგები
1 სუ-25
1 მი-8
1 სუ-25
1 დატყვევებული პილოტი

ვოლნოვახის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 2022 წლის 25 თებერვლიდან 12 მარტამდე გაგრძელდა. წარმოადგენდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილს. რუსეთისა და დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ძალები უკრაინულ მხარეს დონეცკის ოლქის პატარა ქალაქ ვოლნოვახაში დაუპირისპირდნენ.

ბრძოლას სათავეში დონეცკის სრ-ის ძალები ედგნენ. საბრძოლო მოქმედებებს ქალაქის ძლიერ დაზიანება და ორივე მხრიდან მძიმე მსხვერპლი მოჰყვა.[1]

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

25 თებერვალს, შეჭრის მეორე დღეს, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ვოლნოვახა, იერიშები მიიტანეს მშვიდობიან მოსახლეობაზე.[2] „The Guardian“ წერდა, რომ ვოლნოვახის დაბომბვა წააგავდა იმ ტაქტიკას, რომელსაც რუსეთი ადრე სირიაში სამოქალაქო სამიზნეებზე იყენებდა.[3] უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, 28 თებერვლისთვის ქალაქი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე იყო, 1 მარტისთვის კი თითქმის მთლიანად იყო განადგურებული, მისი შენობების თითქმის 90% დაზიანდა ან დაინგრა.[1][4][5] ქალაქს ასევე არ მიეწოდებოდა საკვები, წყალი და ელექტროენერგია.[6] ადგილობრივი დეპუტატის დმიტრო ლუბინეცის თქმით, დაბომბვის შემდეგ ცხედრები პირდაპირ ქუჩებში ეყარა.[3]

1 მარტისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ ვოლნოვახადან 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოახდინა.[7]

4 მარტს ვოლნოვახას თავზე რუსული სუ-25 ჩამოაგდეს.[8] რუსული შვეულმფრენი მი-8 ჩამოგდებულ სუ-25-თან მისვლას ცდილობდა და ისიც ჩამოაგდეს.[9]

5 მარტს დსრ-ის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პოლკოვნიკი ვლადიმერ ჟოგა, სპარტის ბატალიონის მეთაური და არსენ პავლოვის ნდობით აღჭურვილი პირი, მოკლეს ვოლნოვახაში.[10][11][12] დსრ-ის ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა ჟოგას დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი მას რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება გადასცა.[13] არტემ ჟოგამ, ვლადიმერის მამამ და შტაბის უფროსმა, ვაჟი სპარტის ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე ჩაანაცვლა.[14]

7 მარტს უკრაინული და რუსული ძალები ვოლნოვახისა და მიმდებარე ქალაქ მარიუპოლის (რომელიც ალყაში იყო 24 თებერვლიდან) გავლით დემილიტარიზებული ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე შეთანხმდნენ, ამ ორი ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით; თუმცა, რუსებმა, სავარაუდოდ, დაარღვიეს დემილიტარიზაციის ზონა.[15]

11 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დსრ-ის ძალებმა ვოლნოვახა დაიკავეს.[16] მოგვიანებით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში აჩვენეს ქალაქში დისლოცირებული რუსი ჯარისკაცები და მანქანები, ასევე მიტოვებული უკრაინული ტანკები.[17]

12 მარტს დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა მთლიანად გაანადგურეს ვოლნოვახა და ქალაქმა „ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა“, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდა.[18][19] Associated Press-მა დაადასტურა, რომ ქალაქი პრორუსმა სეპარატისტებმა აიღეს და მისი დიდი ნაწილი ბრძოლების დროს განადგურდა.[20] მოგვიანებით უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, კაპიტანი პავლო სბიტოვი, უკრაინის 503-ე საზღვაო ქვეითი ბატალიონის მეთაური ბრძოლაში დაიღუპა.[21]

14 მარტს ვოლნოვახასთან ახლოს ჩამოაგდეს უკრაინული სუ-25. მისი პილოტი, რომან ვასილიუკი, რომელიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს, 24 აპრილს გაათავისუფლეს ტყვეთა გაცვლის დროს.[22][23]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Graham-Harrison, Emma (6 მარტი, 2022). „‘Nowhere to go and nowhere to go back to’: Life under fire in Ukraine“. The Guardian (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  2. Trofimov, Yaroslav (2022-03-05). „Ukraine, Russia Agreement on Evacuating Mariupol Civilians Collapses“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2022-04-10.
  3. 3.0 3.1 Graham-Harrison, Emma; Koshiw, Isobel (2022-03-04). „‘90% of houses are damaged’: Russia’s Syria-honed tactics lay waste Ukraine towns“. The Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-10.
  4. „Russian invasion update: Volnovakha town on verge of humanitarian catastrophe“. Ukrinform (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-01. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  5. „Head of Donetsk Regional State Administration: Volnovakha almost destroyed“. Interfax-Ukraine (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-01. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  6. Hodali, Diana (2022-03-05). „Mariupol and Volnovakha: Besieged cities appeal for help“. Deutsche Welle (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-10.
  7. „Almost 500 people evacuated from Volnovakha to safe place“. Ukrinform (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-08.
  8. „Russian Forces Now Occupy Europe's Largest Nuclear Plant In Ukraine“. The Drive (ინგლისური). 4 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-04. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. „Гелікоптер, який хотів евакуювати збитого російського пілота теж знищили“. Мілітарний (უკრაინული). 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. „Controlling the narrative: Russia tightens grip on media amid war“. www.aljazeera.com (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-08. ციტირების თარიღი: 2022-03-08.
  11. „Глава ДНР сообщил о гибели полковника Владимира Жога“. 1news.az (რუსული). 5 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  12. „Leader of so-called "Donetsk People's Republic" killed in action near Volnovakha“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). 5 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-06. ციტირების თარიღი: 2022-03-06. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  13. „Путин присвоил звание Героя России посмертно командиру батальону "Спарта" Владимиру Жоге“. tass.ru (რუსული). 6 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  14. „«Спарту» возглавил Артем Жога — отец убитого нацистами Героя ДНР“. EADaily (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-06. ციტირების თარიღი: 2022-03-08.
  15. „Russia announces temporary ceasefire in two Ukrainian cities“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-08.
  16. „Russian-backed separatists capture Ukraine's Volnovakha - RIA“. Reuters (ინგლისური). 2022-03-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-14. ციტირების თარიღი: 2022-03-11.
  17. Tim Lister (2022-03-11). „Evidence indicates Volnovakha in eastern Ukraine has fallen to Russian-backed forces“. CNN (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-14. ციტირების თარიღი: 2022-03-11.
  18. „Eastern Ukrainian town of Volnovakha destroyed after Russia invasion, local governor says“. Reuters (ინგლისური). 13 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  19. Richard Spencer (13 მარტი, 2022). „Putin wipes out entire Ukrainian city of Volnovakha“. The Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  20. „Heavy fighting leaves much of Volnovakha in ruins“. Associated Press (ინგლისური). Euronews. 13 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  21. „Ukrainian marine commander killed fighting Russian invaders“. Newsweek (ინგლისური). 2022-03-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-13. ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  22. „Українського пілота Романа Василюка звільнено з полону“. 0412.ua - Сайт міста Житомира (უკრაინული). ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  23. „Збили ворожі ППО над Волновахою: українського пілота Романа Василюка звільнили з полону“. 24 Канал (უკრაინული). ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)