დენის მონასტირსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დენის მონასტირსკი
უკრ. Дени́с Анато́лійович Монасти́рський
დაბადების თარიღი 12 ივნისი, 1980(1980-06-12)
დაბადების ადგილი ხმელნიცკი, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 18 იანვარი, 2023(2023-01-18) (42 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბროვარი
მოქალაქეობა  უკრაინა
 სსრკ
განათლება ხმელნიცკის მართვისა და სამართლის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ჯილდოები III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“

დენის მონასტირსკი (დ. 12 ივნისი, 1980, ხმელნიცკი — გ. 18 იანვარი, 2023, ბროვარი) — უკრაინელი იურისტი და პოლიტიკოსი. პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი. 2019-2021 წლებში იყო უკრაინის უმაღლესი რადის წევრი. 2021 წლის 16 ივლისიდან გარდაცვალებამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი.

დაამთავრა უკრაინის უშიშროების სამსახურის აკადემია. ათ წელზე მეტხანს ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას, შემდეგ სამი წლის განმავლობაში იყო გენერალური პროკურორის მოადგილე (საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი). დაკავებული იყო უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული საერთაშორისო სასამართლო პროცესებით (რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ, ე.წ. „სკვითების ოქროს“ დაბრუნება და სხვ.). 2021 წლის ზაფხულში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ჩაანაცვლა არსენი ავაკოვი. ითვლებოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტიპურ და დამახასიათებელ კადრად: იყო ახალგაზრდა, სამართლის დარგში კომპეტენტური, თუმცა არ ყოფილა უკრაინის რეფორმამდელი სამართალდამცავი სისტემის ნაწილი და არ ჰქონდა პოლიტიკური გამოცდილება. ის იყო პირველი, ვინც პრეზიდენტს 2022 წლის 24 თებერვალს ქვეყანაში რუსეთის ჯარების მასობრივი შეჭრის შესახებ აცნობა.[1]

დაიღუპა ავიაკატასტროფაში. ვერტმფრენი, რომელშიც დენის მონასტირსკი, თავის გუნდთან ერთად იმყოფებოდა, კიევიდან ერთ-ერთი „ცხელი წერტილისკენ“ მიფრინავდა, რა დროსაც ბროვარის თავზე კატასტროფა განიცადა და საბავშვო ბაღის შენობას დაეცა. დაიღუპა ეკიპაჟის ყველა წევრი და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, მ.შ. ბავშვები.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Силовик новой формации. Что означает для Украины гибель главы МВД Дениса Монастырского“. BBC News Русская служба (რუსული). 18 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)