ინგლისური ვიკიპედია
ინგლისური ვიკიპედია English Wikipedia | |
---|---|
მისამართი: | en.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ინგლისური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2001 წლის 15 იანვარი |
სტატიების რაოდენობა: | 6 815 782 |
გვერდების რაოდენობა: | 60 511 677 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 1 215 660 465 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 47 295 823 |
აქტიური მომხმარებელი: | 122 836 |
ადმინისტრატორი: | 861 |
სიღრმე: | 1246.9 |
ინგლისური ვიკიპედია (ინგლ. English Wikipedia) — ვიკიპედიის განყოფილება ინგლისურ ენაზე. შეიქმნა 2001 წელს 15 იანვარს. 2009 წლისთვის აღწევდა 3 მილიონ სტატიას, 2013 წლის დასაწყისისთვის კი 4 მილიონს გადააჭარბა (ახლა 6815782). სტატიების რაოდენობის მიხედვით ინგლისური ვიკიპედია არის და იყო ყველაზე მდიდარი; მას მოსდევს გერმანული ვიკიპედია, თუმცა სტატიათა რაოდენობა თითქმის სამჯერ ნაკლებია. 2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ვიკიპედიის ყველა ენის მასშტაბით თითქმის ყოველი მეხუთე სტატია ინგლისურს ეკუთვნის.
არსებობს ვიკიპედიის კიდევ ერთი განყოფილება Simple English Wikipedia, რომელიც მიზნად ისახავს იქონიოს სტატიები გამარტივებული ინგლისურით.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
|