შინაარსზე გადასვლა

ვიტალი დარასელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარასელია.
ვიტალი დარასელია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვიტალი კუხინოს ძე დარასელია[1]
დაბადების
თარიღი
9 იანვარი, 1957[2]
დაბადების
ადგილი
ოჩამჩირე,
საქართველოს სსრ
გარდაცვალების
თარიღი
13 დეკემბერი, 1982 (25 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ზესტაფონი,
საქართველოს სსრ
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974 ამირანი ოჩამჩირე
1975–1982 დინამო თბილისი 192 (26)
ეროვნული ნაკრები
1978–1982 საბჭოთა კავშირი 22 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვიტალი დარასელია (დ. 9 იანვარი, 1957, ოჩამჩირე, საქართველოს სსრ — გ. 13 დეკემბერი, 1982, ზესტაფონი) — ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას.[3] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.

ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]

თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი თბილისის „დინამოში“ გაატარა. უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

დარასელიამ 1980 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გარდა, ასევე 1976 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო.

დაიღუპა ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში.

1978 წლის 19 ნოემბერს, იაპონიაში მასპინძლებთან 4–1 მოგებულ შეხვედრაში პირველად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და ქვეყნის მთავარ გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა.

1990 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მატჩი თბილისის „იბერიასა“ და ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შორის მისი ვაჟის, ვიტალი დარასელია უმცროსის სიმბოლური დარტყმით გაიხსნა.

1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად ვიტალი დარასელია საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[6][7]

2007 წლის 4 ოქტომბერს, მის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი თბილისის „დინამოს“ ვეტერანებსა და ვიტალი დარასელიას მეგობართა გუნდს შორის. მატჩი ფრედ 5–5 დასრულდა.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვიტალი დარასელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[8]

2013 წლის 7 ივლისს, თბილისში, დიღომში, მისი სახელობის თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.

2016 წლიდან „დინამო“ თბილისი აკადემიაში ასაკობრივ გუნდებს შორის ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.

2018 წლის 22 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვიტალი დარასელიას ღვაწლი ღირსების ორდენით დააფასა. პრეზიდენტმა ჯილდო ფეხბურთელის შვილს ქრისტინა დარასელიას ფეხბურთის ფედერაციაში გადასცა.

2018 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით მოეწყო.

ოჩამჩირეს ადგილობრივი სტადიონი ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს.

მისი შვილი, ვიტალი დარასელია უმცროსი სხვადასხვა დროს თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა.

გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981
გაზ. „ლელო“, 16 იანვარი, 1979
საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980[9][10][11][12]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981
საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის ჭაბუკთა ნაკრები
  • ევროპის ჩემპიონი: 1976
საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები
  • ევროპის ჩემპიონი: 1980
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979 [13]
  • საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1981 სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 15.05.1981 № 2727
33 საუკეთესო
  • №1: 1981
  • №2: 1978, 1979
  • №3: 1980, 1982

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. ვიტალი დარასელია — ქართული ფეხბურთის ბრილიანტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-06. ციტირების თარიღი: 2023-08-28.
  3. Union Sovietica 1982
  4. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
  5. Список 33 лучших футболистов сезона в СССР
  6. XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  7. საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
  8. თბილისის დინამოელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
  9. „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი
  10. Soviet Union Cup 1980. Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi
  11. Сбылось и не сбылось. Еженедельник "Футбол-Хоккей"
  12. Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
  13. Финал. Сборная Москвы 2–1 Сборная Грузии