გიორგი სოსიაშვილი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
გიორგი სოსიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 ივნისი, 1977 (47 წლის) |
დაბადების ადგილი | დიცი, გორის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
საქმიანობა | მწერალი და ისტორიკოსი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი |
ჯილდოები | პრემია „საბა“ |
გიორგი სოსიაშვილი (დ. 22 ივნისი, 1977) — ქართველი მწერალი, ისტორიკოსი და პროფესორი. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2010-2023 წლებში და საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფ. დიცის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დევნილობის გამო ფუნქციონირებდა გორში. 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)“ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური წოდება. 2006 წლიდან ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია. ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ 2007 წლიდან გორის უნივერსიტეტის პროფესორი. 2010-2019 და 2019-2023 წლებში იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.[1]
სხვადასხვა დროს ის იყო: ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე; ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ცხინვალის ორგანიზაციის გაზეთის „მშვიდობა“ - პასუხისმგებელი მდივანი; საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი; შიდა ქართლის ახალგაზრდა მწერალთა კლუბის „პარნასის” წევრი; შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი; გაზეთ ”ყაყაჩოს” სარედაქციო კოლეგიის წევრი; ჟურნალ ”ჯეჯილის” სარედაქციო კოლეგიის წევრი; ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენობითი საბჭოს წევრი; ჟურნალ „ქაროზის” სარედაქციო კოლეგიის წევრი; ჟურნალ “განთიადის” სარედაქციო კოლეგიის წევრი; გაზეთ “უფლისციხის” სარედაქციო კოლეგიის წევრი; ჟურნალ "ცისკარი"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; თურქეთის რესპუბლიკაში გამომავალი, იმპაქთფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალის "KARADENİZ" (AN INTERNATIONAL QUARTERLY JOURNAL OF SOCIAL SCIENCES, BLACK SEA) სარედაქციო კოლეგიის მუდმივი წევრი საქართველოდან (ISSN: 1308-6200 WEB: www.dergikaradeniz.com; dergipark.gov.tr/kdeniz); თურქეთის რესპუბლიკის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის Black Sea Journal of Public and Social Science (ISSN: 2618-6640) სარედაქციო კოლეგიის წევრი. გორის უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული მიმართულების მრჩეველთა საბჭოს წევრი; საერთაშორისო პროექტ ტემპუსის კოორდინატორი; საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების საკოორდინაციო საბჭოს წევრი. კავკასიის უნივერსიტეტთა ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი; საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის თავმჯდმომარე; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი; საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატი.
ლიტერატურული შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი პირველი მოთხრობების კრებული გამოვიდა 1996 წ „ძმათა მახვილი“. 2008 წლის ომის თემას უძღვნა მოთხობების კებული „2008 წლის შვებულება“, რომელის მიხედვითაც 2009 წელს გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრმა განახორციელა დადგმა. სულ გამოცემული აქვს 15 პროზაული კრებული. ლიტერატურული პრემია "საბა" 2021 წლის გამარჯვებული - "წლის საუკეთესო პროზაული კრებული". საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის „მუზა“ 2022 წლის გამარჯვებული.
სამეცნიერო შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იკვლევს ქართული ფეოდალური გვარების, სათავადოების, საქართველოს ახალი ისტორიის პრობლემებს, ქართული კულტურის, სამაჩაბლოსა და შიდა ქართლის ხეობების ისტორიას და სხვა; არის 160-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 25 მონოგრაფიის ავტორი. მისი ნაშრომები და ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია: ინგლისურ, რუსულ, თურქულ, გერმანულ, პოლონურ, აზერბაიჯანულ, ოსურ და სომხურ ენებზე. შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2022 წელს მიენიჭა ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის ლაურეატის წოდება. საქართველოს ეროვნული პრემიის 2023 წლის ლაურეატი.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამაჩაბლოს ისტორია, თბ., 2005
- ვანათის ისტორიიდან, თბ., 2005
- გერმანელი მოგზაურები ოსების შესახებ, თბ., 2006
- პატარა ლიახვის ხეობის ისტორიიდან, თბ.,2007
- ძიებანი, თბ., 2008
- დიცის ისტორია, თბ, 2010
- საქართველოს წარჩინებულ გვართა ისტორიიდან, თბ., 2008
- ნარკვევები ლიახვის ხეობის ისტორიიდან, თბ, 2011
- ნარკვევები შიდა ქართლის ისტორიიდან, თბ, 2011
- შიდა ქართლის ისტორიის საკითხები, თბ., 2013
- იდა პფაიფერის მოგზაურობა კავკასიაში, თბ., 2013
- საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკა შიდა ქართლში XX საუკუნის 20 –იან წლებში, თბ., 2013
- აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 2014
- ცხინვალი და ახალგორი უცხოური წყაროების მიხედვით, თბ., 2014
- მართლმადიდებელი ეკლესია და რელიგიური უმცირესობანი შიდა ქართლში XX საუკუნის I მეოთხედში, თბ., 2014
- რობერტ კერ პორტერი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ, თბ.,2015
- დიცის წარწერები, 2017
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II ეგზარქოს ვლადიმირის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ, თბ., 2019.
- საქართველოში ეპიდემიების გავრცელების ისტორიიდან, გორი, 2020.
- European Retrospective on the Georgian History, გორი, 2020.
- სამაჩაბლოს ისტორია, „შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიული რეპრეზენტაცია (დიდი ლიახვის ხეობა)“ თბილისი, 2021.
- არბო, პარიზი, ლიმა... თბ. 2022.
- პატარა ლიახვის ხეობის ისტორია, თბ, 2022
- სოფელი გერი და გერის წმინდა გიორგის ტაძარი, თბ, 2022
- რობერტ ლაიელი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ, გორი, 2022
პროზაული კრებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძმათა მახვილი, თბ.,1996
- კამანის სევდა, თბ., 1998
- დაბადებამდე, თბ., 2000
- თეთრი ზამთრის სიზმრები, თბ., 2001
- ახლოა მონასტრამდე, თბ., 2002
- ალიონი აფხაზეთის ცაზე, თბ., 2005
- გასვლა სხეულიდან, თბ., 2006
- ლანდები მზისფერი წარსულიდან, თბ., 2007
- ცხადიც იყო, სიზმარიც, თბ., 2008
- 2008 წლის შვებულება, თბ., 2009
- ჩვიდმეტნი თბ., 2011
- მზის გადაღმა თბ., 2012
- ნატყვიარი, თბ., 2013
- დროის საზომთა გარეშე, თბ., 2014
- „ნატყვიარი“ მხოლოდ ერთი მოთხრობა. თბ 2015
- შეგებება, თბ., 2015
- მავთულხლართი, თბ.,2015
- ვერცხლის ყვავილები, თბ, 2015
- გამორთული მთვარე, თბ., 2016.
- თეთრი ქალაქი, 2016
- წითელი უდაბნო, 2016
- Gruzinskie Opowiesci spod zasiekow, EUK 2016
- Giorgi Sosiashvili, Yalnizlarin Kisi, gece, kitapligi,Ankara, 2017
- მესაფლავენი, თბ., 2017
- ნათლის გვირაბი, თბ., 2017
- გამცოცხლებელი, თბ., 2018
- მესაფლავენი (გამოცემულია ოსურ ენაზე) , თბ., 2018
- ლოლიტას თუთიყუში, გორი, 2019
- გოდების კედელი (ორ ტომად) თბ.,2020
- The Red Desert, Tb., 2020
- ოთხი მოთხრობა, თბ., 2020
- გოდების კედელი (მეორე გამოცემა), თბ., 2020
- Stories about War and Love (Published in English Language), Gori, 2020
- ჩრდილების თეატრი, გორი, 2021
- ზღვა და ალუბლები თბ. 2022
- სისხლის სათავე გორი. 2022
- იაილები, 2022
ჯილდოები, პრემიები, პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მადლობის გამოცხადება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილობრივი ოკუპაციის შედეგად გორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ საქართველოს მოქალაქეთა დროებით თავშესაფრის ადგილებში განსახლებისა და მათი პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის(28.11.2008წ. ბრძ. #1049);
- დაჯილდოება პროექტ “ირმის ნახტომის” მიერ ნომინაციაში: განსაკუთრებული აქტიურობისათვის, ჯილდო დიპლომი და პორტატული კომპიუტერი.
- მადლობის სიგელი “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოსაგან, განათლებისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდისა და ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების მიზნით 2006 წლის 1 დეკემბერს ტრადიციული ტესტირება-ტურნირის ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის
- მადლობის სიგელი “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოსაგან, განათლებისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდისა და ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების მიზნით 2007 წლის 1 დეკემბერს ტრადიციული ტესტირება-ტურნირის ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის.
- პავლე ინგოროყვას სახელობის პრემია, "ქართული ფენომენის აკადემია", 2015
- გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას სიგელი, გორი-ატენის ეპარქიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. 2016
- მადლობის სიგელი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განსაკუთრებული შეტანილი წვლილისათვის.
- საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის ორგანიზაცია - გიორგი ერისთავის პრემია.
- რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებული
- ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია, საქართველოს მწერალთა კავშირი, 2018.
- რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის მადლობის სიგელი ქართული-თურქული კულტურული ურთიერთობაში აქტიური მონაწილეობისათვის, 2019.
- გორის საპატიო მოქალაქე, 2019.
- უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის ინოვაციური სტრატეგიების განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის, 2019.
- ლიტერატურული პრემია საბა-ს 2021 წლის გამარჯვებული - "წლის საუკეთესო პროზაული კრებული".
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერტიფიკატი მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2021.
- ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, 2022.
- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის „მუზა“-ს გამარჯვებული, 2022;
- ეროვნული პრემია, საქართველოს პრეზიდენტი, 2023;
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2019.