სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1932
ტიპი უნივერსიტეტი
სტუდენტი 3 000
მდებარეობა ცხინვალი
ქალაქი ცხინვალი
ქვეყანა საქართველო
კამპუსი საქალაქო
სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი — საქართველო
სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი
http://xipu.ru/

სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი (ოს. Хуссар Ирыстоны паддзахадон университет) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ქალაქ ცხინვალში. დაარსდა 1932 წელს. 1934 წლამდე ეწოდებოდა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1934—1961 წლის დეკემბრამდე — სტალინირის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1993 წლიდან ეწოდება ალექსანდრე თიბილოვის სახელობის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1985 წლისათვის ინსტიტუტში არსებობდა 5 ფაკულტეტი: ფიზიკა-მათემატიკური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ისტორია-ფილოლოგიური, ფილოლოგიური, საზ. პროფესიათა. აქვს აგრეთვე საღამოს და დაუსწრებელი სწავლების განყოფილებები. სწავლება ოსურ, ქართულ და რუსულ ენაზეა (სპეციალობების მიხედვით). მოქმედებდა 14 კათედრა. სწავლობდა 1925 სტუდენტი, მუშაობდა 99 პროფესორ-მასწავლებელი.

ამჟამად მოქმედებს 12 ფაკულტეტი, სადაც ირიცხება დაახლოებით 3000-მდე სტუდენტი. ინსტიტუტის თანამშრომელთა სამეცნიერო-კვლევითი სტატიები იბეჭდება საქართველოს სსრ პედაგოგიურ ინსტიტუტების „შრომებში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]