შინაარსზე გადასვლა

განახლება (დმანისის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განახლება.
სოფელი
განახლება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი დმანისი
თემი სარკინეთი
კოორდინატები 41°28′53″ ჩ. გ. 44°06′12″ ა. გ. / 41.48139° ჩ. გ. 44.10333° ა. გ. / 41.48139; 44.10333
ადრეული სახელები ამბარლო, ერქუშაანთსოფელი
მოსახლეობა 113 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 73,5 %, აზერბაიჯანელები 24 %, ბერძნები 2,5 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (360)[2]
საფოსტო ინდექსი 1704[3]
განახლება (დმანისის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
განახლება (დმანისის მუნიციპალიტეტი)
განახლება (დმანისის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
განახლება (დმანისის მუნიციპალიტეტი)
განახლება (დმანისის მუნიციპალიტეტი) — დმანისის მუნიციპალიტეტი
განახლება (დმანისის მუნიციპალიტეტი)

განახლება[4][5] (XIX საუკუნემდე — „ერქუშაანთსოფელი“; XIX საუკუნიდან-1949 წლამდე — „ამბარლო“) — სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში (სარკინეთის თემი),[6] მდებარეობს გომარეთის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 1340 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 27 კილომეტრით.

XIX საუკუნეში აქ დასახლდნენ ოსმალეთის იმპერიიდან გადმოსახლებული ბერძნები, რომლებმაც სოფელს ამბარლო დაარქვეს. სოფლის სახელწოდება „ამბარლო“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Амбарло“ სახით. XIX საუკუნემდე „ერქუშაანთსოფელი“ ერქვა. „განახლება“ ეწოდა 1949 წლის 12 ივლისს[7]. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: VII-VIII საუკუნეების ამაღლების ეკლესია და წმინდა ელიას ეკლესია — „ელიაობა“. ეკლესიის სამხრეთი კარის ბალავრის თავზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერებში მოცემულია მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობები, რომელთა მიხედვით იგი 1032 წელს არის აშენებული. გეგმით სწორკუთხედში ჩახაზული აფსიდით დამთავრებული ერთნავიანი ნაგებობის გადამხურავი კამარა საბჯენი თაღების მეშვეობით წყვილ პილასტრს ებჯინება. შემოსილია თლილი ქვით. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლებს ამკობს დეკორატიული მორთულობა, რომელიც ადგილობრივი ოსტატის მიერაა შესრულებული. შენობას მთელ სიგრძეზე, სამხრეთიდან მიდგმული აქვს გვიანდელი მინაშენი, რომლის კედლის ტლანქ წყობაში გამოყენებულია საფლავის ქვები და ძველი კანკელის ფრაგმენტები.

  • ბერძენიშვილი დ., რჩეულიშვილი, ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 549.
  1. http://census.ge/en/home
  2. http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
  3. http://www.gpost.ge
  4. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 28.
  5. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 42.
  6. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
  7. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949