ბრანკო ცრვენკოვსკი
იერსახე
ბრანკო ცრვენკოვსკი | |
მაკედონიის მე-3 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 მაისი, 2004 – 12 მაისი, 2009 | |
წინამორბედი | ბორის ტრაიკოვსკი |
მემკვიდრე | გეორგე ივანოვი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 აგვისტო, 1992 – 30 ნოემბერი, 1998 | |
წინამორბედი | ნიკოლა კლიუსევი |
მემკვიდრე | ლიუბჩო გეორგიევსკი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ნოემბერი, 2002 – 12 მაისი, 2004 | |
წინამორბედი | ლიუბჩო გეორგიევსკი |
მემკვიდრე | რადმილა შეკერინსკაია |
დაბადებული | 12 ოქტომბერი, 1962 სარაევო, იუგოსლავია |
მეუღლე | იასნა ცრვენკოვსკაია |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ბრანკო ცრვენკოვსკი (მაკედ. Бранко Црвенковски; დ. 12 ოქტომბერი, 1962, სარაევო, იუგოსლავია) — მაკედონიის პრემიერ-მინისტრი (1992–1998 და 2002-2004 წწ.) და პრეზიდენტი 2004–2009 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა დაიწყო მაკედონიის კომუნისტთა კავშირში. 1990 წელს პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად აირჩიეს მაკედონიის პარლამენტში. 1991 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული კავშირის (ყოფილი კომუნისტთ კავშირი) თავმჯდომარე. 1992 წლიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და იმ პერიოდისათვის გახდა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი (29 წლის). 1998–2002 წლებში ოპოზიციაშია. 2002 წლიდან კი კვლავ პრემიერ-მინისტრია. ბორის ტრაიკოვსკის დაღუპვის შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაკედონიის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-05-22 საიტზე Portuguese Web ArchiveCategory:Webarchive template other archives