შინაარსზე გადასვლა

სავო კლიმოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავო კლიმოვსკი
Саво Климовски
სავო კლიმოვსკი Саво Климовски
მაკედონიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ნოემბერი, 1999 – 15 დეკემბერი, 1999
წინამორბედიკირო გლიგოროვი
მემკვიდრებორის ტრაიკოვსკი

მაკედონიის პარლამენტის მე-3 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ნოემბერი, 1998 – 30 ნოემბერი, 2000
წინამორბედიტიტო პეტკოვსკი
მემკვიდრესტოიან ანდოვი

დაბადებული13 ივნისი, 1947
სკოპიე, მაკედონია
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული ალტერნატივა
განათლებასკოპიეს უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი

სავო კლიმოვსკი (მაკედ. Саво Климовски, დ. 13 ივნისი, 1947, სკოპიე) — მაკედონელი პოლიტიკოსი, იურისტი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე (1998-2000 წწ.) და ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (1999 წ.).

სავო კლიმოვსკიმ მაგისრის სამეცნიერო ხარისხით 1974 წელს დაამთავრა სკოპიეს უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1978 წელს ლიუბლიანაში. 1971 წლიდან იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტია, შემდეგ დოცენტი და პროფესორი. 1992 წლიდან ფაკულტეტის დეკანია ორი ვადით. არის მრავალრიცხოვანი მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986-1991 წლებში მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და ფიზიკური კულტურის მინისტრია. 1992-2000 წლებში პარლამენტის წევრია, ხოლო 1998-2000 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე. კირო გლიგოროვის უფლებამოსილების გასვლიდან ბორის ტრაიკოვსკის გაპრეზიდენტებამდე პერიოდში ასრულებდა მაკედონიის პრეზიდენტის მოვალეობას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]