ლიუპჩო იორდანოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიუპჩო იორდანოვსკი
მაკედონიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 თებერვალი, 2004 – 12 მაისი, 2004

მაკედონიის პარლამენტის მე-6 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2003 – 1 აგვისტო, 2006
წინამორბედილილიანა პოპოვსკაია
მემკვიდრელიუბიშა გეორგიევსკი

დაბადებული13 თებერვალი, 1953
შტიპი, იუგოსლავია
გარდაცვლილი7 ოქტომბერი, 2010
სკოპიე, მაკედონია
პოლიტიკური პარტიასოციალ-დემოკრატიული კავშირ
განათლებაზაგრების უნივერსიტეტი

ლიუპჩო იორდანოვსკი (მაკედ. Љупчо Јордановски, დ. 13 თებერვალი, 1953, შტიპი, იუგოსლავია — გ. 7 ოქტომბერი, 2010, სკოპიე, მაკედონია) — მაკედონიის პოლიტიკური მოღვაწე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე (2003-2006 წწ.), ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2004 წლის 26 თებერვლიდან 12 მაისამდე.

ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ზაგრების უნივერსიტეტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი. 1985 წელს ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი. 2003 წლამდე სკოპიეს უნივერსიტეტის პროფესორია. 2002 წელს აირჩიეს მაკედონიის პარლამენტის წევრად, 2003–2006 წლებში პარლამენტის თავმჯდომარეა. 2004 წლის 26 თებერვალს პრეზიდენტ ბორის ტრაიკოვსკის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. 2006 წლის ივლის-დეკემბერში იყო მაკედონიის ელჩი აშშ-ში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]