ვლადო ბუჩკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადო ბუჩკოვსკი
ვლადო ბუჩკოვსკი
მაკედონიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 2004 – 27 აგვისტო, 2006
პრეზიდენტი   ბრანკო ცრვენკოვსკი
წინამორბედი რადმილა შეკერინსკაია
მემკვიდრე ნიკოლა გრუევსკი

მაკედონიის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 მაისი, 2001 – 30 ნოემბერი, 2001
პრემიერ-მინისტრი ლიუბჩო გეორგიევსკი
წინამორბედი ლიუბჩო გეორგიევსკი
მემკვიდრე ვლადო პოპოვსკი

მაკედონიის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ნოემბერი, 2002 – 17 დეკემბერი, 2004
წინამორბედი ვლადო პოპოვსკი
მემკვიდრე იოვან მანასიევსკი

დაბადებული 2 დეკემბერი, 1962
სკოპიე, იუგოსლავია
პოლიტიკური პარტია სოციალ-დემოკრატიული კავშირი
განათლება წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი
რელიგია მართლმადიდებლობა

ვლადო ბუჩკოვსკი (მაკედ. Владо Бучковски; დ. 2 დეკემბერი, 1962, სკოპიე, იუგოსლავია) — მაკედონიელი სახელმწიფო მოღვაწე, მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2004-2006 წლებში და ორგზის თავდაცვის მინისტრი (2001 და 2002-2004 წწ.).

1986 წელს დაასრულა სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1992 მაგისტრატურა. 1987-1988 წლებში მუშაობდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტში ექსპერტად. 1998 წელს გახდა რომაული სამართლის ექსპერტი. 1998-2000 წლებში სახელმწიფო სარჩევნო კომისიის თავჯდომარეა, ხოლო 2000-2001 წლებში სკოპიეს ქალაქის საბჭოს წევრია. 2001 წელს მაის-ნოემბერში და 2002-2004 წლებში თავდაცვის მინისტრია.

2008 წელს ბუჩკოვსკი დაადანაშაულეს T-55-ის სათადარიგო ნაწილების უკანონოდ შეძენაში 2001 წლის კონფლიქტის დროს. სასამართლომ 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]