ნიკოლა კლიუსევი
ნიკოლა კლიუსევი | |
მაკედონიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 იანვარი, 1991 – 17 აგვისტო, 1992 | |
პრეზიდენტი | კირო გლიგოროვი |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ბრანკო ცრვენკოვსკი |
მაკედონიის თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ნოემბერი, 1998 – 27 ივლისი, 2000 | |
პრემიერ-მინისტრი | ლიუბჩო გეორგიევსკი |
წინამორბედი | ლაზარ კიტანოვსკი |
მემკვიდრე | ლიუბენ პაუნოვსკი |
დაბადებული | 2 ოქტომბერი, 1927 შტიპი, იუგოსლავიის სამეფო |
გარდაცვლილი | 16 იანვარი, 2008 სკოპიე, მაკედონია |
განათლება | ბელგრადის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი |
პროფესია | ეკონომისტი |
ნიკოლა კლიუსევი (მაკედ. Никола Кљусев; დ. 2 ოქტომბერი, 1927, შტიპი, იუგოსლავიის სამეფო — გ. 16 იანვარი, 2008, სკოპიე, მაკედონია) — მაკედონიელი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე, მაკედონიის პირველი პრემიერ-მინისტრი (1991-1992 წწ.) ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი 1998-2000 წლებში.
1953 წელს დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტი. აქვე მიიღო სამეცნიერო ხარისხი. მაკედონიის იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდეგ ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. მისი ხელმძღვანელობით შემოიღეს ეროვნული ვალუტა - დენარი. გარდა ამისა, იგი აწარმოებდა რტულ მოლაპარაკებებს მაკედონიიდან იუგოსლავიის ჯარების გაყვანის შესახებ. პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ იყო არცერთი პარტიის წევრი.
1998-2000 წლებში იგი კვლავ მთავრობაშია, როგორც თავდაცვის მინისტრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]