ბრანკო ცრვენკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრანკო ცრვენკოვსკი
ბრანკო ცრვენკოვსკი
მაკედონიის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მაისი, 2004 – 12 მაისი, 2009
წინამორბედიბორის ტრაიკოვსკი
მემკვიდრეგეორგე ივანოვი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 აგვისტო, 1992 – 30 ნოემბერი, 1998
წინამორბედინიკოლა კლიუსევი
მემკვიდრელიუბჩო გეორგიევსკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ნოემბერი, 2002 – 12 მაისი, 2004
წინამორბედილიუბჩო გეორგიევსკი
მემკვიდრერადმილა შეკერინსკაია

დაბადებული12 ოქტომბერი, 1962
სარაევო, იუგოსლავია
მეუღლეიასნა ცრვენკოვსკაია
რელიგიამართლმადიდებლობა

ბრანკო ცრვენკოვსკი (მაკედ. Бранко Црвенковски; დ. 12 ოქტომბერი, 1962, სარაევო, იუგოსლავია) — მაკედონიის პრემიერ-მინისტრი (1992–1998 და 2002-2004 წწ.) და პრეზიდენტი 2004–2009 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა დაიწყო მაკედონიის კომუნისტთა კავშირში. 1990 წელს პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად აირჩიეს მაკედონიის პარლამენტში. 1991 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული კავშირის (ყოფილი კომუნისტთ კავშირი) თავმჯდომარე. 1992 წლიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და იმ პერიოდისათვის გახდა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი (29 წლის). 1998–2002 წლებში ოპოზიციაშია. 2002 წლიდან კი კვლავ პრემიერ-მინისტრია. ბორის ტრაიკოვსკის დაღუპვის შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]