ჰარი კოსტოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰარი კოსტოვი
მაკედონიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ივნისი, 2004 – 18 ნოემბერი, 2004
პრეზიდენტი  ბრანკო ცრვენკოვსკი
წინამორბედირადმილა შეკერინსკაია
მემკვიდრერადმილა შეკერინსკაია

მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ნოემბერი, 2002 – 2 ივნისი, 2004
პრემიერ-მინისტრიბრანკო ცრვენკოვსკი, რადმილა შეკერინსკაია
წინამორბედილიუბე ბოშკოსკი
მემკვიდრესილიან ავრამოვსკი

დაბადებული13 ნოემბერი, 1959
პიშიცა, იუგოსლავია
განათლებაწმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი

ჰარი კოსტოვი (მაკედ. Хари Костов; დ. 13 ნოემბერი, 1959, პიშიცა, იუგოსლავია) — მაკედონიელი სახელმწიფო მოღვაწე, მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2004 წლის ივნის-ნოემბერში.

1983 წელს დაასრულა სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ცრვენკოვსკის პირველ მთავრობაში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

ბრანკო ცრვენკოვსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პარლამენტმა ჰარი კოსტოვი პრემიერად აირჩია. გადადგა 2004 წლის 15 ნოემბერს, მას შემდეგ რაც მოხდა დაპირისპირება მთავრობის მაკედონელ და ალბანელ მინისტრებს შორის.

ამჟამად ჰარი კოსტოვი სკოპიეს კომერციული ბანკის დირექტორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]