შინაარსზე გადასვლა

ბერტოლტ ბრეხტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერტოლტ ბრეხტი
გერმ. Bertolt Brecht
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1898(1898-02-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21]
დაბადების ადგილი აუგსბურგი, გერმანიის იმპერია, ბავარიის სამეფო[22]
გარდაცვალების თარიღი 14 აგვისტო, 1956(1956-08-14)[22] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი აღმოსავლეთი ბერლინი[23]
დასაფლავებულია დოროთეენშტადტის სასაფლაო[24]
ფსევდონიმი Bertolt Brecht და Berthold Larsen[25]
საქმიანობა დრამატურგი[20] , ლირიკოსი, სცენარისტი, თეატრის რეჟისორი, პოეტი[20] , ლიბრეტისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მწერალი[20] , კინორეჟისორი და რეჟისორი[20]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  გერმანიის იმპერია
გდრ
 ვაიმარის რესპუბლიკა
 ავსტრია[26]
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი[27]
Magnum opus სამგროშიან ოპერა, გალილეის ცხოვრება, კავკასიური ცარცის წრე, მესამე რაიხის შიში და გაჭირვება, Mother Courage and Her Children, სეჩუანელი კეთილი ადამიანი და The Resistible Rise of Arturo Ui
ჯილდოები გდრ-ის ეროვნული პრემია, სტალინის საერთაშორისო პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის და star on Playwrights' Sidewalk[28]
მეუღლე მარიანე ძოფი[29] [30] და ჰელენა ვაიგელი[29] [30]
პარტნიორ(ებ)ი პაულა ბანჰოლცერი[31]
შვილ(ებ)ი სტეფან ბრეხტი, ჰანა ჰიობი, ბარბარა ბრეხტ-შალი, Michel Berlau[32] და Frank Banholzer
ხელმოწერა

ბერტოლტ ბრეხტი (გერმ. Bertolt Brecht; სრული სახელი გერმ. Eugen Berthold Friedrich Brecht ოიგენ ბერტოლდ ფრიდრიხ ბრეხტი; დ. 10 თებერვალი, 1898, აუგსბურგი, ბავარია ― გ. 14 აგვისტო, 1956, ბერლინი) — გერმანელი პოეტი, პროზაიკოსი, რეჟისორი და დრამატურგი, თეატრის რეფორმატორი, თეატრ „ბერლინის ანსამბლის“ დამაარსებელი.

ბურჟუაზიულ ოჯახში დაბადებული ბერტოლტ ბრეხტი წერას ძალიან ადრე იწყებს, მისი პირველი ნაწარმოები 1914 წელს ქვეყნდება. იგი ჯერ ფილოსოფიას ეუფლება, შემდეგ მედიცინის სწავლას იწყებს და პირველი მსოფლიო ომის დროს ექთნად მუშაობს. 1918 წელს ბრეხტი წერს თავის პირველ პიესას, ბაალი. ამას მოჰყვება პიესები დაფდაფები ღამეში (1919) და ქალაქთა ჯუნგლებში (1921). ეს სამი ნაწარმოები ავტორის ანარქისტულ მხარეს წარმოაჩენს.

1924 წელს ბრეხტის პიესები იდგმება ბერლინში, რეინჰარდტის მიერ. იმავე წელს ბრეხტის საყვარელი ხდება ელიზაბეტ ჰაუპტმანი. 1928 წელს ბრეხტი ქმნის სამგროშიან ოპერას, რომელიც მისი და საერთოდ გერმანული თეატრის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა.

მალე ბრეხტი ცოლად ირთავს ჰელენს და ხდება მარქსისტი. ნაციზმის აღმასვლა იძულებულს ხდის 1933 წელს დატოვოს გერმანია, სადაც მისი ნაწარმოებები აკრძალულ იქნება. იგი მოგზაურობს ევროპაში (დანია, ფინეთი, რუსეთი), შემდეგ კი აშშ-ში, კალიფორნიაში სახლდება. 1947 წელს თავისი მარქსისტული იდეების გამო აქედანაც იძულებული ხდება გაემგზავროს. ამ პერიოდში იწერება ბრეხტის შემოქმედების დიდი ნაწილი, მათ შორის გალილეის ცხოვრება, დედა კურაჟი და მისი შვილები, არტურო უის წინააღმდეგობრივი აღმასვლა, კავკასიური ცარცის წრე და მცირე ორგანონი თეატრისთვის. ამ უკანასკნელში მოცემულია ბრეხტისეული თეორია ეპიკური თეატრისა და „დისტანციაციის“ შესახებ.

ბერტოლტ ბრეხტისა და ჰელენ ვეიგელის საფლავი.

1949 წელს დრამატურგი საბოლოოდ სახლდება აღმოსავლეთ ბერლინში, სადაც ხელმძღვანელობს თეატრს „ბერლინის ანსამბლი“ და გამოხატავს სოციალისტურ პოზიციებს. იგი აარსებს მარქსისტული მიმართულების „ეპიკურ თეატრს“. მხარს უჭერს კომუნისტურ დიქტატურას და, როცა 1953 წლის 17 ივნისს გერმანიის დემოკრეტულ რესპუბლიკაში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის მუშათა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იწყება, ბრეხტი იმავე დღეს წერილს უგზავნის ვალტერ იულბრიხტს და აცნობებს, რომ მთლიანად მხარს უჭერს მთავრობას და საბჭოთა ჯარების შემოყვანას. ამ დროს წარმოთქვამს ბრეხტი თავის ცნობილ ფრაზას: „თუ ხალხი ცუდად ფიქრობს შევცვალოთ ხალხი!“. გდრ-ის რეჟიმის თითქმის ოფიციალურ ფიგურად ქცეული ბრეხტი 1955 წელს იღებს სტალინის საერთაშორისო პრემიას მშვიდობისათვის. ბერტოლდ ბრეხტი ინფარქტით გარდაიცვალა 1956 წელს.

ბრეხტს სურდა დაემსხვრია თეატრალური ილუზია და მაყურებელი აეძულებინა დაფიქრებულიყო იმაზე, რაც სცენაზე ხდებოდა. აქედან გამომდინარე, მისი პიესები დიდაქტიკური ხასიათისაა: ხშირია სცენაზე დაფებზე დაწერილი ანდაზების, მაქსიმების გამოტანა, პუბლიკისადმი მიმართული აპარტეები, პიესის კომენტარები, სასიმღერო ჩანართები და ა.შ. იგი აიძულებს მაყურებელს კრიტიკულად შეხედოს ამბავს. ამ პროცესმა, რომელსაც ბრეხტი „დისტანციაციას“ (Verfremdung-Effekt) უწოდებს,დიდი გავლენა იქონია შემდგომი თაობის რეჟისორებზე.

  • „ბაალი“, 1918
  • „წვრილ ბურჟუათა ქორწილი“, 1919
  • „დაფდაფები ღამეში“, 1920
  • „ქალაქთა ჯუნგლებში“, 1922
  • „ადამიანი ადამიანისთვის“, 1925
  • „სამგროშიანი ოპერა“ , 1928
  • „თანხმობის მნიშვნელობა“, 1929
  • „მაჰაგონის ქალაქის დიდება და დაცემა“, 1929
  • „გადაწყვეტილება“, 1930
  • „გამონაკლისი და წესი“, 1930
  • „დედა“, 1931
  • „მრგვალი და მახვილი თავები“, 1933
  • „დედა კარარის თოფები“, 1937
  • „დედა კურაჟი და მისი შვილები“, 1937
  • „მესამე რაიხის შიში და გაჭირვება“, 1938
  • „გალილეის ცხოვრება“, 1938
  • „მეტრი პუნტილა და ლაქია მატი“, 1941
  • „არტურო უის წინააღმდეგობრივი აღმასვლა, 1941
  • „სიმონ მაშარის ხილვები“, 1942
  • „შვეიკი მეორე მსოფლიო ომში“, 1943
  • „კავკასიური ცარცის წრე“, 1945
  • „ანტიგონე“, 1947
  • „კომუნის დღეები“, 1949
  • „მცირე ორგანონი თეატრისთვის“, 1948
  • „დიალექტიკა თეატრში“, 1951
  • „ტურანდოტი, ანუ მრეცხავთა კონგრესი“, 1954

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 Theaterlexikon der Schweiz / Hrsg.: A. Kotte
  11. 11.0 11.1 BD Gest'
  12. 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. 13.0 13.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  14. 14.0 14.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  15. 15.0 15.1 Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
  16. 16.0 16.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  17. 17.0 17.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  18. 18.0 18.1 AlKindi
  19. 19.0 19.1 Salzburgwiki
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 20.5 The Fine Art Archive — 2003.
  21. 21.0 21.1 Munzinger Personen
  22. 22.0 22.1 Брехт Бертольт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  23. Brecht-Handbuch / J. Knopfმეცლერის გამომცემლობა. — ტ. 5. — გვ. 130.
  24. https://www.berlin.de/sehenswuerdigkeiten/3560069-3558930-dorotheenstaedtischer-friedhof.html
  25. Czech National Authority Database
  26. https://www.bmeia.gv.at/oesterreich-bibliotheken/kaffeehaus-feuilleton/detail/article/zum-50-todestag-von-bert-brecht/
  27. https://www.universitaetsarchiv.uni-muenchen.de/monatsstueck/2010/september_2010/index.html
  28. http://www.iobdb.com/Lortel/Sidewalk
  29. 29.0 29.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა — 1912.
  30. 30.0 30.1 Süddeutsche ZeitungM: Süddeutscher Verlag, 1945. — ISSN 0174-4917
  31. Augsburger Brecht-Lexikon: Personen, Institutionen, SchauplätzeISBN 978-3-8260-1276-1
  32. Dansk kvindebiografisk leksikon — 2001.