მეცლერის გამომცემლობა
მეცლერის გამომცემლობა (გერმ. Der Verlag J. B. Metzler - გამომცემლობა ი.ბ. მეცლერი) — გერმანული ჰუმანიტარული წიგნების სპეციალური გამომცემლობა მთავარი ოფისით შტუტგარტში. მეცლერი გამოსცემს წიგნებს ლიტერატურათმცოდნეობისა და ენათმეცნიერების, ფილოსოფიის, ანტიკური ისტორიის, ასევე მუსიკის და მედიის დარგებისთვის. ლექსიკონები, ცნობარები და ენციკლოპედიები, ლიტერატურის ისტორიები, სახელმძღვანელოები, ქრესტომათიები, ცალკეულ ავტორთა და მეცნიერთა რჩეული და საერთო გამოცემები, ე.წ. შესავალი სახელმძღვანელოები სტუდენტთათვის განსაზღვრავენ გამომცემლობის პროფილს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამომცემლობა ი.ბ. მეცლერი წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს გამომცემლობას საერთოდ. 2007 წელს მეცლერის გამომცემლობამ არსებობის 325 წლისთავი იზეიმა.
გამომცემლობა აუგუსტ მეცლერმა (August Metzler) დააარსა 1682 წელს ქალაქ შტუტგარტში, 1716 წლიდან გამომცემლობას სათავეში უდგა აუგუსტ მეცლერის ვაჟიშვილი იოჰან ბენედიქტი (Johann Benedikt). სწორედ მისი სახელითაა მეცლერის ფირმა ცნობილი დღემდე და გვარისა და გამომცემლობის წინ დასმული ინიციალებიც ( - გამომცემლობა ი.ბ. მეცლერი) სწორედ მის სახელს აღნიშნავს. 1908 წელს გამომცემლობა ოჯახურ მმართველობაში დარჩა. 1908 წლის 1 იანვარს მეცლერის გამომცემლობას მიენიჭა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების იურიდიული სტატუსი. საზოგადოების აღმსრულებელ დირექტორებად გამომცემლობას ძმები იოგენ და ალფრედ დრუკენმიულერები (Eugen und Alfred Druckenmüller).
პროგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Reinhard Wittmann: Ein Verlag und seine Geschichte. 300 Jahre J. B. Metzler Stuttgart. Metzler, Stuttgart 1982, ISBN 3-476-00481-3
- Firmenprofil von Hoppenstedt vom 10. August 2005