ანატოლი ილინი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანატოლი მიხეილის ძე ილინი | ||
დაბადების თარიღი | 27 ივნისი, 1931 | ||
დაბადების ადგილი |
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
10 თებერვალი, 2016 (84 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1945 | პიშჩევიკი მოსკოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1949–1962 | სპარტაკი | 224 | (83) |
ეროვნული ნაკრები | |||
1952–1959 | სსრ კავშირი | 31 | (16) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ანატოლი ილინი (რუს. Анато́лий Миха́йлович Ильи́н; დ. 27 ივნისი, 1931, მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი — გ. 10 თებერვალი, 2016, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ხუთგზის (1952, 1953, 1956, 1958, 1962) ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის (1958) მფლობელი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშებისა და 1958 წლის შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1957).[1][2] საპატიო ნიშნის ორდენისა (1957) და მეგობრობის ორდენის კავალერი (1997).
შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ პირველ ნომრად.[3][4]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1952–1959 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 31 შეხვედრას ატარებს და 16 ბურთი გააქვს.[5][6]
მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ფინალში იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლის ავტორი.[7]
პირველი გოლის ავტორი ევროპის ჩემპიონატების გათამაშების ისტორიაში. ანატოლი ილინმა აღნიშნული გოლი 1958 წლის 28 სექტემბერს უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩის მე-4 წუთზე გაიტანა. შეხვედრა მოსკოვში, ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას ასი ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. ეს იყო ევროპის თასის პირველი გათამაშების მერვედფინალური ორმატჩიანი ეტაპის პირველი დაპირისპირება, რომელიც საბჭოთა ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით — 3–1 დასრულდა.[8][9]
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა კავშირი | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1952 | 1 | 0 |
1954 | 2 | 1 |
1955 | 5 | 1 |
1956 | 8 | 6 |
1957 | 5 | 4 |
1958 | 9 | 3 |
1959 | 1 | 1 |
ჯამში | 31 | 16 |
მსოფლიო ჩემპიონატზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანატოლი ილინმა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 ბურთი გაიტანა.[10]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1958 | შვედეთი | 11 | თავდამსხმელი | 5 | 2 | 2 | 1 | 2 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩემპიონი: 1952,[11] 1953,[12] 1956,[13] 1958, 1962
- ვიცე-ჩემპიონი: 1954,[14] 1955,[15]
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1957,[16] 1961
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1954, 1958
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1957 № 1139
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი: 106 გოლი
- 33 საუკეთესო
- №1: 1952, 1953, 1955, 1956, 1957, 1958
- №2: 1959
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მჭედლიშვილი, კოტე., სსრ კავშირის ფეხბურთელთა ნაკრები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1975. — გვ. 122. 134 გვ.
- Винокуров В. И.; Владимиров В. Г., Всё о футболе / Соскин А. М. (сост.), М.: ФиС, 1972. — გვ. 304. 448 გვ.
- Соскин А. М. (сост.), Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи, М.: ФиС, 1972. — გვ. 304. 448 გვ.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ильин, Анатолий (1978). Мы были первыми. Москва: Физкультура и спорт.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანატოლი ილინი — ფიფა-ს ჩანაწერი
AFS · EU-Football.info · FootballFacts.ru · IMDb · National Football Teams.com · RSSSF · Russian Football News დაარქივებული 2019-12-17 საიტზე Wayback Machine. · Rusteam.permian.ru · Sports-Reference.com · Sport-strana.ru · Transfermarkt · WorldFootball.net |
დიდი რუსული ენციკლოპედია |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Винокуров В. И., 1972, გვ. 304
- ↑ Соскин А. М., 1972, გვ. 304
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019
- ↑ მჭედლიშვილი, კ., 1975, გვ. 122
- ↑ Anatoli Ilyin · Club-statistics · Country-statitistics · Games · Benjamin Strack-Zimmerman. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ Вспоминая футбол, которого больше нет· От Ильина до Понедельника · ციტატა: „...Во всех олимпийских энциклопедиях значится, что "золотой" гол сборной СССР в ворота Югославии в финале Олимпиады-1956 в Мельбурне забил Ильин. Правда, его партнер по "Спартаку" Анатолий Исаев считал, что Ильин украл у него этот гол, — мяч от головы Исаева и так пересекал линию ворот, а Ильин добил его буквально с ленточки.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 17 დეკემბერი, 2019. წყარო: sb.by. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ USSR v Hungary, 28 September 1958 წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2019.
- ↑ USSR 3–1 Hungary· Eighth-finals, First leg - 28/09/1958 - 17:00CET (19:00 local time) - Stadion Luzhniki - Moscow. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 5 თებერვალი, 2013. წყარო: UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2019.
- ↑ Anatoli Ilyin in the World Cups წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ 11.0 11.1 История Футбольного Клуба Спартак Москва . 1952 год.· «Спартак» 0–1 «Торпедо» Москва, финал Кубка СССР (2 ноября 1952) · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 9 სექტემბერი, 2012. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ История Футбольного Клуба Спартак Москва . 1953 год.· «Спартак» – 53: Б. Татушин, А. Исаев, А. Ильин, Н. Симонян, А. Рысцов, А. Парамонов, И. Нетто, Ю. Седов, А. Башашкин, М. Пираев, Н. Дементьев · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 15 დეკემბერი, 2019. წყარო: redwhite.ru. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ История Футбольного Клуба Спартак Москва . 1956 год.· «Спартак»–56: И. Нетто, Э. Микулец, С. Сальников, А. Парамонов, А. Масленкин, М. Огоньков, Н. Симонян, И. Мозер, А. Исаев, Н. Тищенко, Б. Татушин · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 15 დეკემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ История Футбольного Клуба Спартак Москва . 1954 год.· «Спартак» – 54: Б. Татушин, А. Исаев, В. Агапов, А. Ильин, А. Рысцов, В. Васильев, И. Нетто, Ю. Седов, М. Селицкий, В. Тучкус, А. Парамонов · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 15 დეკემბერი, 2019. წყარო: redwhite.ru. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ История Футбольного Клуба Спартак Москва . 1955 год.· «Спартак» – 55: И. Нетто, В. Тучкус, Ю. Седов, С. Сальников, А. Парамонов, А. Масленкин, М. Огоньков, Н. Паршин, А. Ильин, А. Исаев, Б. Татушин · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 15 დეკემბერი, 2019. წყარო: redwhite.ru. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ 16.0 16.1 История Футбольного Клуба Спартак Москва . 1957 год.· «Спартак» – 57: Б. Татушин, Н. Тищенко, А. Исаев, А. Ильин, Н. Симонян, М. Огоньков, А. Масленкин, А. Парамонов, С. Сальников, В. Ивакин, И. Нетто · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 27 ივლისი, 2015. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- დაბადებული 1931
- დაბადებული 27 ივნისი
- გარდაცვლილი 2016
- გარდაცვლილი 10 თებერვალი
- მოსკოვში გარდაცვლილები
- რუსი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელები
- ერთი კლუბის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- 1958 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრები