ალბერტო ფუხიმორი
ალბერტო კენია ფუხიმორი | |
პერუს პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივნისი 1990 – 22 ნოემბერი 2000 | |
წინამორბედი | ალან გარსია პერესი |
მემკვიდრე | ვალენტინ პანიაგა |
დაბადებული | 28 ივნისი 1938 ლიმა, პერუ |
გარდაცვლილი | 11 სექტემბერი, 2024 ლიმა, პერუ |
მეუღლე | სუსანა იგუჩი (განქორწინებულია) სატომი კატაოკა |
რელიგია | კათოლიკე |
ალბერტო კენია ფუხიმორი (ესპ. Alberto Ken'ya Fujimori, იაპონ. 藤森 謙也, Fujimori Ken'ya, ან アルベルト・ケンヤ・フジモリ: [aɾɯbeɾɯto keɴ̩ja ɸɯʥimoɾi]; დ. 28 ივნისი 1938, ლიმა, პერუ — გ. 11 სექტემბერი, 2024) – პერუს პრეზიდენტი და დიქტატორი 1990–2000 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბერტო ფუხიმორი დაიბადა 1938 წელს ლიმაში, იაპონელი ემიგრანტების ოჯახში, პროფესიით აგრონომია, 1960 წელს დაამთავრა პერუს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი, 1984 წელს კი მისი რექტორი გახდა. იგი სწავლობდა ასევე აშშ–სა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში. 1988 წლიდან მიჰყავდა სატელევიზიო შოუ პერუს სახელმწიფო არხზე.
საპრეზიდენტო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა ცნობილი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა და საკუთარ დაბადების დღეზე დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. 1995 წელს აირჩიეს მეორე საპრეზიდენტო ვადით, ამ არჩევნებში დაამარცხა გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ პერეს დე კუელიარი. 2000 წლის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა საპროტესტო აქციები, 13 ნოემბერს ფუხიმორი გაემგზავრა ბრუნეიში ასეანის ყრილობაზე და ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. სულ მალე ჩავიდა იაპონიაში, სადაც გადადგომის შესახებ განაცხადა.
დაპატიმრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წელს განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 2005 წლის 7 ნოემბერს გაემგზავრა ჩილეში, სადაც დააპატიმრეს და 2007 წლის 23 სექტემბერს მოახდინეს მისი ექსტრადირება პერუში. 2007 წლის 11 დეკემბერს პერუს სასამართლომ გამოუტანა განაჩენი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 92 ათასი დოლარის ჯარიმა. მისმა ქალიშვილმა კეიკო ფუხიმორიმ, პერუს პარლამენტის ყოფილმა წევრმა მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული გადაწყვეტილება. 2009 წლის აპრილში კი ალბერტო ფუხიმორის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
იაპონურის გარდა ლაპარაკობს ესპანურად, ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად.
გარდაიცვალა 2024 წლის 11 სექტემბერს 86 წლის ასაკში.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Biography and tenure by CIDOB Foundation დაარქივებული 2010-07-11 საიტზე Wayback Machine.
- The Fall of Fujimori on POV at PBS, 2006
- State of Fear დაარქივებული 2008-06-07 საიტზე Wayback Machine. a documentary of Peru's war on terror based on the findings of the Peruvian Truth and Reconciliation Commission
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Expresidente Alberto Fujimori murió a los 86 años“. El Comercio. 11 September 2024. ციტირების თარიღი: 11 September 2024.
წინამორბედი: ალან გარსია პერესი |
პერუს პრეზიდენტი 1990 – 2000 |
შემდეგი: ვალენტინ პანიაგა |