გუსტავო ხიმენესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გუსტავო ხიმენესი — (ესპ. Gustavo Jiménezs; დ. 1886, სერო-დე-პასკო, პერუ — გ. 14 მარტი, 1933, პაიხანი, პერუ) — პერუელი სამხედრო და პოლოიტიკური მოღვაწე, დროებითი სამთავრობო ხუნტის მესამე პრეზიდენტი (ფაქტობრივად პერუს სახელმწიფოს მეთაურის) პოსტი ეკავა 1931 წლის 5-დან 11 მარტამდე.

იგი იბრძოდა აუგუსტო ლეგიას ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ლეგიას დამხობის შემდეგ სახელმწიფო მეთაურის თანამდებობა ჯერ მანუელ მარია პონსე ბრუსეტს (2 დღით), შემდეგ კი ლუის მიგელ სანჩეს სეროს ეკავა რამდენიმე თვის განმავლობაში. სულ მალე სანჩეს სერო იძულებული გახდა უარი ეთქვა თანამდებობაზე რიკარდო ლეონსიო ელიასის სასარგებლოდ, თუმცა ეს უკანასკნელი თანამდებობაზე დარჩა მხოლოდ 4 დღე, მისი ხელისუფლება კი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხო გუსტავო ხიმენესმა.

აღნიშნული მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე მარტის 11 დღეში პერუს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე სამი პიროვნება იმყოფებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Basadre, Jorge: Historia de la República del Perú. 1822 - 1933, Octava Edición, corregida y aumentada. Tomo 2. Editada por el Diario "La República" de Lima y la Universidad "Ricardo Palma". Impreso en Santiago de Chile, 1998.
  • Tauro del Pino, Alberto: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 11. MEN-OJE. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-160-9
  • Vargas Ugarte, Rubén: Historia General del Perú. Octavo y Noveno Tomo. Primera Edición. Editor Carlos Milla Batres. Lima, Perú, 1971.
  • Varios autores: Historia del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-35-4
წინამორბედი:
რიკარდო ლეონსიო ელიასი
პერუს პრეზიდენტი

1931
შემდეგი:
დავიდ სამანეს ოკამპო