ოლიანტა უმალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოლიანტა უმალა
ოლიანტა უმალა
პერუს 97-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ივლისი, 2011 – 28 ივლისი, 2016
ვიცე-პრეზიდენტი  მარისოლ ესპინოსა,
ომარ ჩეადე
პრემიერ-მინისტრი  სალომონ ლერნერ გიტისი
წინამორბედიალან გარსია პერესი
მემკვიდრეპედრო პაბლო

დაბადებული26 ივნისი, 1962 (1962-06-26) (56 წლის)
ლიმა, პერუ
რელიგიაკათოლიკე
ხელმოწერაFirmahumala.png

ოლიანტა მოისეს უმალა ტასო (ესპ. Ollanta Moisés Humala Tasso დ. 26 ივნისი, 1962) — პერუელი პოლიტიკოსი და პერუს პრეზიდენტი 2011-2016 წლებში.[1]. უმალა, რომელიც წარსულში მსახურობდა როგორც სამხედრო ოფიცერი, 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა,[2] მაგრამ 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მან დაამარცხა მოწინააღმდეგე კეიკო ფუხიმორი და არჩეულ იქნა პერუს პრეზიდენტად.

ადვოკატ ისააკ უმალას ვაჟი პერუს არმიაში 1982 წელს შევიდა, სადაც ის გენერალ-ლეიტენანტის რანგში ამაღლდა. 1992 წელს ის მონაწილეობას იღებდა შიდა კონფლიქტში პერუს კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ, ხოლო სამი წლის შემდეგ სენეპას ომში ეკვადორის წინააღმდეგ. 2000 წლის ოქტომბერში, უმალა უძღვებოდა პერუს პრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორის წინააღმდეგ მიმართულ 39 ჯარისკაცის წარუმატებელ ამბოხს ქვეყნის სამხრეთულ ქალაქ ტაკნაში. ფუხიმორის რეჟიმის დამხობის შემდეგ, უმალას ეს მოქმედება პერუს კონგრესმა აპატია.

2005 წელს მან დააარსა პერუს ნაციონალისტური პარტია და დარეგისტრირდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. კანდიდატად ის პარტია „კავშირი პერუსთვის“ სიით წარდგა, რადგან მის ახლადშექმნილ პარტიას ამის უფლება ჯერ არ ჰქონდა. 2006 წლის 9 აპრილს, მან არჩევნების პირველი ტური გადალახა, მიიღო რა ხმების 30.62%. არჩევნების მეორე ტური 4 ივნისს გაიმართა, სადაც უმალა ხმების 47.47%-ით დამარცხდა ალან გარსიასთან, რომელსაც ამომრჩეველთა 52.62%-მა დაუჭირა მხარი. მიუხედავად მარცხისა, ამის შემდეგ უმალა პერუს პოლიტიკურ წრეებში მნიშვნელოვან ფიგურად დარჩა.

2011 წელს უმალა წარმოსდგა როგორც მემარცხენე-ცენტრისტი ლიდერი, რომლის მთავარი სურვილიც იყო შეექმნა უფრო სამართლიანი სისტემა ქვეყნის ძირითადი ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული კეთილდღეობის მთელს ქვეყანაზე გადანაწილებით. ასევე უცხოური ინვერტიციების მოზიდვა და ეკონომიკის ზრდა, შესაბამისად მოსახლეობის ღარიბი უმრავლესობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.[3]

2017 წლის ივლისში უმალა დაკავებული იქნა პერუს ხელისუფლების მიერ კორუფციის ბრალდებით და ელის სასამართლო გარჩევას.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ალან გარსია პერესი
პერუს პრეზიდენტი

2011
შემდეგი: