რიკარდო პერეს გოდოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიკარდო პერეს გოდოი (ესპ. Ricardo Pérez Godoy; დ. 9 ივნისი 1905 — გ. 26 ივლისი 1982) — პერუელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. სამხედრო ხუნტის პირველი პრეზიდენტის წოდებით პერუს მართავდა 1962–1963 წწ.


1962 წელს ნიკოლას ლინდლეისთან ერთად მოახდინა სამხედრო გადატრიალება კანონიერად არჩეული პრეზიდენტის მანუელ პრადოს წინააღმდეგ, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების გასვლამდე დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ 10 დღე.

გადატრიალების შემდეგ შექმნეს ხუნტა რიკარდო პერეს გოდოის მეთაურობით, მაგრამ 1963 წლის 3 მარტს ნიკოლას ლინდლეიმ მის წინააღმდეგ მოაწყო მეორე სახელმწიფო გადატრიალება და ორგანიზება გაუწია ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც გაიმარჯვა ფერნანდო ბელაუნდე ტერიმ.

გარდაიცვალა ლიმაში, 1982 წელს 77 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tauro del Pino, Alberto: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 11. MEN-OJE. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-160-9
  • Vargas Ugarte, Rubén: Historia General del Perú. Octavo y Noveno Tomo. Primera Edición. Editor Carlos Milla Batres. Lima, Perú, 1971.
  • Varios autores: Historia del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-35-4
წინამორბედი:
მანუელ პრადო ი უგარტეჩე
პერუს პრეზიდენტი

1962–1963
შემდეგი:
ნიკოლას ლინდლეი