შინაარსზე გადასვლა

ხავიერ პერეს დე კუელიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხავიერ პერეს დე კუელიარი
ხავიერ პერეს დე კუელიარი
გაეროს გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1982  31 დეკემბერი, 1991
წინამორბედიკურტ ვალდჰაიმი
მემკვიდრებუტროს ბუტროს-გალი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი, 2000  28 ივლისი, 2001
პრეზიდენტივალენტინ პანიაგუა
წინამორბედიფედერიკო სალასი
მემკვიდრერობერტო დანიინიო

დაბადებული19 იანვარი, 1920
ლიმა, პერუ
გარდაცვლილი4 მარტი, 2020 (100 წლის)
ლიმა, პერუ
მეუღლემარსელა ტემპლე სემინარიო
შვილები2

ხავიერ პერეს დე კუელიარ ი დე ლა გუერა (ესპ. Javier Pérez de Cuéllar y de la Guerra; დ. 19 იანვარი, 1920, ლიმა, პერუ — გ. 4 მარტი, 2020, ლიმა, პერუ) — პერუელი დიპლომატი. გაეროს მე-5 გენერალური მდივანი (1982-1991).

დიპლომატიურ სამსახურშია 1944 წლიდან. მუშაობდა პერუს საელჩოებში: საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ბოლივიაში და ბრაზილიაში. 1964 წლიდან პერუს ელჩია შვეიცარიაში, 1969–1971 წლებში. ელჩად მუშაობს სსრკ-ში და პოლონეთში, ხოლო 1977–1979 წელს ვენესუელაში. გარდა ამისა, 1971–1982 წლებში ხელმძღვანელობდა პერუს დელეგაციას გაეროში.

1981 წელს 16-ტურიანი ხმის მიცემის შედეგად აირჩიეს გაეროს გენერალურ მდივნად, მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1982 წლის 1 იანვარს. თანამდებობაზე დარჩა ორი ვადით.

1995 წელს მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების დაახლოებით 22 % და დამარცხდა ალბერტო ფუხიმორისთან. 2000–2001 წლებში იყო პერუს პრემიერ-მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]