ფრანსისკო საგასტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსისკო საგასტი
ფრანსისკო საგასტი
პერუს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა17 ნოემბერი, 2020
პრემიერ-მინისტრი  ვიოლეტა ბერმუდესი
წინამორბედიმანუელ მერინო

პერუს კონგრესის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ნოემბერი, 2020 – 17 ნოემბერი, 2020
წინამორბედიროსიო სილვა-სანტისტებანი
მემკვიდრემირთა ვასკესი

დაბადებული10 ოქტომბერი, 1944
ლიმა, პერუ

ფრანსისკო საგასტი (ესპ. Francisco Sagasti; დ. 10 ოქტომბერი, 1944, ლიმა) — პერუელი ინჟინერი, მეცნიერი, მწერალი და პოლიტიკოსი. პერუს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2020 წლის 17 ნოემბრიდან.

2020 წლის მარტში აირჩიეს პერუს კონგრესის წევრად ცენტრისტული მიმდინარეობის იისფერი პარტიის რიგებიდან[1].

2020 წლის 15 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა ხუთი დღის წინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩეული, ყოფილი კონგრესის თავმჯდომარე მანუელ მერინო[2].

16 ნოემბერს საგასტი აირჩიეს კონგრესის თავმჯდომარედ, იმ პერსპექტივით, რომ დაიკავებდა პრეზიდენტის სავარძელს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში[3].

2020 წლის 17 ნოემბერს პერუს კონგრესმა მხარი დაუჭირა ფრანცისკო საგასტის უფლებამოსილებას ქვეყნის დროებით პრეზიდენტის თანამდებობაზე, რის შემდეგაც იგი გახდა პერუს მესამე ქვეყნის მეთაური ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. მისი უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Francisco Sagasti, el ingeniero y político moderado que llegará a la presidencia de Perú en medio de una grave crisis política. BBC News (2020-11-16). ციტირების თარიღი: 2020-11-17.
  2. Президент и руководство парламента Перу подали в отставку (2020-11-15). ციტირების თარიღი: 2020-11-15.
  3. FRANKLIN BRICEÑO and CHRISTINE ARMARIO. (2020-11-17) Peru’s Congress selects centrist lawmaker to be new leader. AP News. ციტირების თარიღი: 2020-11-17.
  4. Peru's Congress votes in Francisco Sagasti as interim leader. BBC News (2020-11-17). ციტირების თარიღი: 2020-11-17.