შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის ენერგეტიკა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სისტემის რუქა

აზერბაიჯანის ენერგეტიკა — აზერბაიჯანის ენერგიისა და ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარებისა და ექსპორტისგან შედგება.

აზერბაიჯანში ნავთობის დიდი რეზერვებია. რეგიონში ნავთობის საბადოების ექსპლუატაცია დაიწყო XIX საუკუნის შუა რიცხვებში. 2015 წლის დასაწყისში ცნობილი ნავთობის ველების მოცულობამ 7 მილიარდ ბარელს მიაღწია[1].

1994 წელს, როდესაც „საუკუნის კონტრაქტი“ გაფორმდა, აზერბაიჯანის ნავთობის შესწავლილი რეზერვები შეადგენდა 511 მილიონი ტონას[2]. 1996 წელს, ნავთობის რეზერვები ოფიციალური წყაროებით იყო შეფასებული 1,2 მილიარდ ბარელით. 2006 წლის ბოლოს ეს მაჩვენებლები 7 მილიარდი ბარელით გაიზარდა და 2016 წლის ბოლოსთვის, უკვე სტაბილურად, რეზერვები 7 მილიარდი ბარელი იყო. 2016 წლისთვის აზერბაიჯანის ნავთობის რეზერვები მთლიანი მსოფლიო რეზერვების 0.4% -ს შეადგენდა[3].

აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ბლოკების ნავთობის რეზერვების შეფასებისას აღინიშნა, რომ ისინი 2 მილიარდი ტონა შეადგენენ, საიდანაც 1.2 მილიარდი ტონის ამოღებაა შესაძლებელი[4].

ნავთობის მოპოვება 2010 წლამდე იზრდებოდა. ნავთობის წარმოების მოცულობა იყო 1,023 ათასი ბარელი დღეში (50.8 მილიონი ტონა წელიწადში). 2010 წლიდან დაიწყო პროდუქციის შემცირება და 2016 წელს შეადგინა 826 ათასი ბარელი დღეში (41 მილიონი ტონა წელიწადში), რაც მსოფლიო პროდუქციის 0.9% -ს შეადგენს. 2010 წლიდან მოხმარებამ გაზრდა დაიწყო. 2014 წლიდან 2016 წლამდე სტაბილური მოხმარება შეადგენდა 99 ათას ბარელს დღეში (წელიწადში 4.6 მილიონი ტონა), რაც მსოფლიოში ნავთობპროდუქტების მთლიანი მოხმარების 0.1% -ს შეადგენდა[3][5].

2016 წლის დასაწყისში ცნობილი ბუნებრივი აირების ველების მოცულობამ 2.5 ტრილიონი კუბური მეტრი შეადგინა[6]. 2011 წელს, მიღებულ იქნა დაახლოებით 17.66 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი, 2015 წელს კი 29.74 მილიარდი კუბური მეტრი[7].

2016 წლის 10 მარტს, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნათიგ ალიევმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ნედლეულის საკმარისი რეზერვები ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად სამხრეთი გაზის დერეფანში. პროექტის ძირითადი ეტაპი ევროპაში 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ყოველწლიური მიწოდებას ითვალისწინებს[8].

2007 წელს 11 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა წარმოებული და წლიური ზრდა იყო 61%[9]. 2016 წელს წარმოება 17,5 მილიარდი კუბური მეტრი იყო (15.7 მილიონი ტონა). 2005-2015 წლებში წარმოების ზრდა 13.2% -ს შეადგენდა[3].

2010 წელს გახსნილი „უმიდის“ გაზის ველი, შეიცავს 200 მილიარდი კუბურ მეტრ გაზს. 2011 წელს, ბუნებრივი აირის ახალი ველი აღმოაჩინეს —„აფშერონი“, რომელიც შეიცავს 350 მილიარდი კუბურ მეტრ გაზს. „აფშერონის“ გაზის ველზე კიდევ ერთი ველი „ბაბექია“, რომლის რეზერვები 400 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ბუნებრივი აირის რეზერვები „შაფაგ-ასიმანში“ 300 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს[10]. უმსხვილესი შაჰდენზის საველე რეზერვები შეადგენს 1.2 ტრილიონ კუბურ მეტრ გაზს[11].

2014 წელს ელექტროენერგიის წარმოების საერთო რაოდენობა იყო 24.73 მილიარდი კილოვატ საათი.

ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტრო სადგურებია: მინგეჩაურის ჰესი (402 მეგავატი), შამქორის ჰესი (380 მეგავატი), იენიქენდის ჰესი (150 მეგავატი) და სარსანგის ჰესი (50 მეგავატი). ქვეყნის მიერ განახლებადი ენერგიის სხვა წყაროები პრაქტიკულად არ გამოიყენება[12].

აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 2006 წლიდან 2010 წლამდე დაეცა. 2010 წელს  კვლავ აღორძინდა და გაიზარდა. მოცემული ტენდენცია დღემდე გრძელდება[12].

  1. ОПЕК обнародовала прогнозы добычи нефти в Азербайджане. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-23. ციტირების თარიღი: 2018-09-14.
  2. "Контракт века": норвежские миражи Азербайджана - BBC
  3. 3.0 3.1 3.2 BP Statistical Review of World Energy June 2017 დაარქივებული 2012-07-05 საიტზე Wayback Machine. - BP
  4. Если в России и Азербайджане закончится нефть - haqqin.az
  5. Трансформация мировой энергетики: рыночные механизмы и государсвтенная политика - PDF
  6. Запасов газа в Азербайджане хватит на 100 лет
  7. Добыча нефти в Азербайджане в 2015 г. снизилась на 0,8%, газа - выросла на 1,1% - госкомстат
  8. Minister: Azerbaijan’s gas reserves enough to fill Southern Gas Corridor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-30. ციტირების თარიღი: 2018-09-14.
  9. Роль геоэкономического (энергетического) фактора в процессе трансформации политического режима в Азербайджане: ретроспективный анализ и современность.
  10. Азербайджан потеснит Россию на рынке газа Евросоюза и Турции?
  11. Грузия ожидает удвоения поставок природного газа из Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-25. ციტირების თარიღი: 2018-09-14.
  12. 12.0 12.1 Развитие Электроэнергетики в Азербайджане - PDF