სამხრეთის გაზის დერეფანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სამხრეთის გაზის დერეფანისამხრეთ კავკასიის გაზსადენის (ბაქო-თბილისი-ერზურუმის) გაფართოების პროექტი. სამხრეთ გაზის დერეფნის მიზანია, რომ შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და დაამატოს ენერგომომარაგების მრავალფეროვანი წყაროები. აზერბაიჯანიდან ევროპაში მარშრუტი შედგება შემდეგნაირად: სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიური მილსადენი და ტრანს-ადრიატიკული მილსადენი[1]. ამ მარშრუტის მთლიანი ინვესტიცია 45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს[2]. მისი სიგრძე 3500 კილომეტრი იქნება. მთავარი წყარო იქნება კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის გაზსადენი[1]. ტრანსანატოლიური მილსადენის გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ 2019 წლიდან დაიწყება გაზის მიწოდება საბერძნეთის საზღვრებზე[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინიციატივა შემოთავაზებული იყო ევროკომისიის მიერ 2008 წელს[4]. 2009 წლის 8 მაისს, პრაღაში ჩატარდა სამიტი „სამხრეთის დერეფანი - ახალი აბრეშუმის გზა“, რომელიც მიძღვნილი იყო კორიდორის მიზნის ჩამოყალიბებისთვის[5]. 2011 წლის დასაწყისში ხელი მოეწერა „სამხრეთ გაზის დერეფნის“ ერთობლივ დეკლარაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ევროკომისიის თავმჯდომარეს შორის[6]. 2015 წელს, სამხრეთ გაზის კორიდორ კონფერენციას მასპინძლობდა ჰიუსტონის უნივერსიტეტი. გაზის კომპანიების, საკონსულოებისა და სხვა საორგანიზაციო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ურთიერთობების განვითარებისა და გაანგარიშების პროცესში. კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები იყვნენ შეერთებული შტატები, აზერბაიჯანი, თურქეთი, საბერძნეთი და იტალია[7].

„სამხრეთის გაზის დერეფანი“ შედგება სამი ძირითადი პროექტისაგან:

2017 წელს, პროექტის ფარლებში მარაგმა დაახლოებით 1.2 ტრილიონი კუბურ მეტრ გაზსა და 2.2 კონდენსატ ბარელს მიაღწია[8]. გაზის პირველი მიწოდება 2018 წლის შუა რიცხვებში დაიწყება ჯერ თურქეთში, შემდეგ კი 2020 წლისთვის - ევროპაში.

2018 წლის 29 მაისს ბაქოში, სანგაჩალის ტერმინალზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხრეთ გაზის დერეფნის პირველი ეტაპის მუშაობას მისცა სტარტი[9]. 2018 წლის 12 ივნისს, აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინისა და სერბეთის პრეზიდენტების მონაწილეობით თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში ტრანს-ანატოლიური მილსადენის გახსნის ცერემონია შედგა[10].

დაფინანსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს, აზიის განვითარების ბანკმა და აზერბაიჯანის მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას 600 მილიონი დოლარის სესხის შესახებ, რომელიც მიმართულია შაჰ-დენიზის გაზსადენის განვითარების მეორე ეტაპზე[11].

მსოფლიო ბანკმა, 2017 წლის 16 იანვარს ხელმოწერილი სესხისა და გარანტიების საფუძველზე, 30 მილიონი დოლარის ოდენობით აზერბაიჯანისთვის 400 მილიონი დოლარი გამოყო.იმავე წლის ოქტომბერში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ტრანს-ანატოლიური მილსადენის მშენებლობისთვის 500 მილიონი დოლარის სესხი გამოყო[12]. 2018 წლის თებერვალში, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, BRUA- ს გაზსადენის (რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და ავსტრია) მშენებლობისთვის 60 მლნ ევრო გამოყო[13]. მიმდინარე წლის მარტში აზერბაიჯანისა და გერმანიის მთავრობები შეთანხმდნენ საკრედიტო გარანტიით 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით სამხრეთ გაზის დერეფნის დასაფინანსებლად[14]. ევროპის საინვესტიციო ბანკმა ასევე გამოაცხადა TANAP- ის გაზსადენის მშენებლობისთვის 932 მილიონი ევროს გადახდა[15].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სამხრეთის დერეფანი – ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან ევროპისთვის
  2. სამხრეთის გაზის დერეფანი - ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი
  3. В Турции открыли газопровод TANAP
  4. ევროკავშირი მიზნად ისახავს „სამხრეთ გაზის კორიდორის“ პრობლემის გადაჭრას (ინგლისური)
  5. სამიტი სამხრეთ კორიდორი - ახალი აბრეშუმის გზა"
  6. ევროკავშირის ურთიერთობა აზერბაიჯანთან(რუსული)
  7. სამხრეთის გაზის დერეფნის კონფერენცია ჰიუსტონის უნივერსიტეტში
  8. სამხრეთის გაზის დერეფანი - delegate.com (ინგლისური)
  9. В турецком городе Эскишехир состоялась церемония открытия проекта TANAP
  10. TANAP-ის გახსნის ცერემონიას თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სერბეთის პრეზიდენტები ესწრებიან - 1tv.ge
  11. TANAP продолжает привлекать средства
  12. Azerbaijan: Southern Gas Corridor
  13. ЕБРР профинансирует транспортировку азербайджанского газа в Западную Европу
  14. Germany provides €1.2 billion loan for Southern Gas Corridor
  15. EIB выделил кредит на строительство TANAP