Peter Gabriel — პიტერ გებრიელის მესამე სოლო-ალბომი. გამოიცა 1980 წელს. მის გარეკანზე გამოსახულია პიტერის დამდნარი სახე, რის გამოც ალბომის მეორე სახელწოდებაა Melt (დამდნარი). ალბომის გარეკანი სტორმ თორგერსონის შექმნილია.
Ein deutsches album გერმანულენოვანი სოლო-ალბომია, რომელიც დაფუძნებულია ალბომის Peter Gabriel (1980) სიმღერებზე. 1980 წლის თებერვალში გამოიცა სინგლი, რომელზეც შესული იყო სიმღერები „Games Without Frontiers“ და „Here Comes the Flood“ - ორივე გერმანულ ენაზე.
განსხვავება ალბომის ორ ვერსიას შორის მხოლოდ ის არის, რომ გებრიელმა უბრალოდ გერმანულ ენაზე იმღერა ყველა ტექსტი სტუდიაში. გერმანული ვერსია მიჰყვება ორიგინალურის სიმღერების სიას.