„Shock the Monkey“ — პიტერ გებრიელის სიმღერა, რომლითაც მუსიკოსი აკრიტიკებს მაიმუნებზე ჩატარებულ ცდებს. სიმღერა შეტანილია მუსიკოსის 1982 წლის ალბომში Peter Gabriel. სინგლის b-მხარეზე ჩაწერილია ინსტრუმენტული „Soft Dog“.
სიმღერა მოხვდა აშშ-ის Billboard Hot 100-ის #29-ე პოზიციაზე და Billboard-ის Top Tracks-ის #1 ადგილზე.[1] იგი იყო აშშ-ში გებრიელის პირველი სინგლი, რომელიც საუკეთესო 40-ეულში მოხვდა. ბრიტანეთში სიმღერა მოხვდა ჩარტის 58-ე ადგილზე.