Big Blue Ball

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Big Blue Ball
სტუდიური ალბომი
სხვადასხვა
გამოცემის თარიღი 24 ივნისი 2008
ჩაიწერა 1991, 1992 და 1995
ჟანრი როკ-მუსიკა, მსოფლიო მუსიკა
ხანგრძლივობა 62:08
ლეიბლი Real World, EMI
პროდიუსერი პიტერ გებრიელი, კარლ ვალინგერი, სტივენ ჰეიგი
პიტერ გებრიელი — ქრონოლოგია
Hit
(2003)
Big Blue Ball
(2008)
Scratch My Back
(2010)
ალტერნატიული გარეკანი
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[1]
Rolling Stone3/5 stars[2]

Big Blue Ballპიტერ გებრიელისა და სხვადასხვა შემსრულებლის ერთობლივი ალბომი, რომელიც გამოვიდა 2008 წლის აპრილში.

ალბომი იწერებოდა 15 წლის განმავლობაში. მასზე მუშაობდა მრავალი მუსიკოსი. გებრიელის თქმით, ყველა მთავარი სიმღერა ჩაწერილი იქნა 90-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ბევრი ფირი იყო არეული და მათმა მოწესრიგებამ პიტერს ბევრი დრო წაართვა. ალბომზე მუშაობდა პროდიუსერი სტივენ ჰეიგი.

ალბომზე, გარდა გებრიელისა, მუშაობდნენ: შინედ ო'კონორი, კარლ ვალინგერი, ნატაშა ატლასი, პაპა ვემბა. რამდენიმე სიმღერაში პიტერი მთავარ ვოკალურ პარტიას ასრულებს. დისკი შეიცავს დასავლურ, აფრიკულ და აზიურ მოტივებს.

პირველი სიმღერა, რომელიც ალბომის სარეკლამოდ სინგლის სახით გამოჩნდა გაყიდვაში, არის Whole Thing. იგი აგრეთვე შეტანილია ტელესერიალში Long Way Down.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Whole Thing“ (ორიგინალური მიქსი) (ფრენსის ბები, ალექს ფაკუ, ტიმ ფინი, პიტერ გებრიელი, კარლ ვალინგერი, ენდი უაიტი) - 5:26
  2. „Habibe“ (ნატაშა ატლასი, ჰოსან რამზი, ნილ სპარკსი) - 7:12
  3. „Shadow“ (ხუან კანიზარესი, პაპა ვემბა) - 4:27
  4. „altus silva“ (ჯოზეფ არტური, რონან ბრაუნი, Deep Forest, ჯეიმზ მაკნელი, ირლა ო ლიონერდი, ვერნონ რიდი) - 6:07
  5. „Exit Through You“ (ჯოზეფ არტური, პიტერ გებრიელი, კარლ ვალინგერი) - 5:52
  6. „Everything Comes From You“ (რიჩარდ ევანზი, ჯოჯი ჰიროტა, სევარა ნაზარხანი, შინედ ო’კონორი, გუო იუე) - 4:42
  7. „Burn You Up, Burn You Down“ (ბილი კობემი, პიტერ გებრიელი, The Holmes Brothers, ვენდი მელვინი, არონა ნ’დიაიე, ჯა უობლი) - 4:30
  8. „Forest“ (ლევონ მინასიანი, არონა ნ’დიაიე, ვერნონ რიდი, ჰუკვე ზავოსე) - 6:16
  9. „Rivers“ (ვერნონ რიდი, მარტა სებესტიენი, კარლ ვალინგერი) - 5:44
  10. „Jijy“ (არონა ნ’დიაიე, როსი, ჯა უობლი) - 3:59
  11. „Big Blue Ball“ (პიტერ გებრიელი, მანუ კატჩე, კარლ ვალინგერი) - 4:51

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოფიციალური განყოფილება Big Blue Ball ლეიბლის Realword Records საიტზე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Big_Blue_Ball&oldid=4588994“-დან