OVO — პიტერ გებრიელისკონცეპტუალური ალბომი, რომელიც ამავე დროს არის შოუს The Millennium Show თანმხლები მუსიკალური მასალა. ალბომი გამოვიდა 2000 წლის 29 აგვისტოს. მის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ნენე შერიმ, რეპერმა როსკომ, რიჩი ჰევენსმა, ელიზაბეტ ფრეიზერმა და სხვა მუსიკოსებმა. ალბომში გამოყენებულია უამრავი ელექტრონული თუ ტრადიციული ინსტრუმენტი. აუდიოდისკზე ჩაწერილია ოვოს, ალბომის მთავარი გმირის ისტორია, შეზღუდული რაოდენობით გამოცემულ დისკებს კი თან ახლავს ამ ისტორიის წიგნი.
სიმღერები ამ ალბომიდან შესრულდა ჯულს ჰოლანდის გადაცემაში — ესენი იყო „Father, Son“ და „Downside Up“. (ორივე შეტანილია პიტერის DVD დისკზე Still Growing Up: Live & Unwrapped). რამდენიმე სიმღერა („Father, Son“, „The Tower That Ate People“, „White Ashes“, და „Downside Up“) აგრეთვე სრულდებოდა პიტერის ტურნეს Growing Up Live ფარგლებში. სიმღერაში Downside Up ვოკალურ პარტიას ასრულებდა მელანი გებრიელი, პიტერის შვილი.
პიტერი იხსენებს:
მთელი იდეა ეფუძნება იმას, რომ ყოველი იდეოლოგია სეზონის მსგავსი რამ არის: ზაფხულს მოჰყვება გაზაფხული, შემდეგ შემოდგომა, ზამთარი...თუკი რამე იბადება, მისი წინამორბედი კვდება. ჩვენ ვცადეთ ამ იდეის ილუსტრირება სამი თაობის წარდგენით, რომელიც ერთი ოჯახიდან არის. მამა აქ აგრიკულტურის მოყვარულია, შვილი - ინდუსტრიის მომხრე, ხოლო ახლადშობილი - პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკისა და საზოგადოების წევრი.