Xplora1: Peter Gabriel's Secret World
| Xplora1: Peter Gabriel's Secret World | |
|---|---|
|
გარეკანი | |
| დეველოპერ(ებ)ი | Real World Media (Real World Studios-ის ფილიალი) |
| გამომცემელი | MacPlay |
| პლატფორმ(ებ)ი | Macintosh, CD-i, PC |
| გამოსვლის თარიღი | 21 დეკემბერი, 1993 |
| ჟანრ(ებ)ი | მუსიკალური თამაში |
| რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
| დიზაინერ(ებ)ი | პიტერ გაბრიელი |
| მედია | CD-ROM |
XPLORA1: Peter Gabriel's Secret World (იგივე XPLORA1) — მუსიკალური კომპიუტერული თამაში. შექმნილია პიტერ გებრიელის მიერ. გამოვიდა 1993 წელს.
თამაში გამოვიდა, როგორც მუსიკოსის 1992 წლის ალბომის Us პრომო-დამატება. Xplora1-ის წარმატების შემდეგ გებრიელმა გამოუშვა კიდევ ერთი მსგავსი თამაში, EVE. XPLORA1 თავდაპირველად გამოვიდა Macintosh-ისთვის, 1994 წელს კი გამოიცა Windows-ისთვის. 1995 წელს გამოვიდა CD-i ვერსია.
თამაშის მსვლელობისას მომხმარებელი სხვადასხვა თავსატეხის გამოცნობაზე მუშაობს. [1] ინტერაქტიულ რეჟიმში მას შეუძლია გებრიელთან ინტერვიუების ნახვა და წარსულში მასთან მომუშავე მუსიკოსების ბიოგრაფიების წაკითხვა. თავსატეხების ამოხსნასთან ერთად, იხსნება დაბლოკილი შიგთავსიც. [2]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Xplora1-ს მიენიჭა ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერებების 3 ჯილდო[3]:
- 1944 წლის საუკეთესო ინტერაქტიული ნაწარმი
- საუკეთესო მუსიკალური ნაწარმი
- მუსიკის საუკეთესო გამოყენება
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Xplora 1: Peter Gabriel's Secret World დაარქივებული 2015-04-28 საიტზე Wayback Machine. . MobyGames. Retrieved 28 November 2008.
- ↑ Pinto, Martha. XPLORA1 Peter Gabriel's Secret World. University of Michigan. 1995.
- ↑ XPLORA1 Peter Gabriel's Secret World დაარქივებული 2007-11-11 საიტზე Wayback Machine. Genesis Discography. 1994.
| ||||||||||||||||||||||||||||||||