დემაგოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დემაგოგია:

1. ცრუ დაპირებით, ფარისევლობით გავლენის მოხდენა პოლიტიკურად შეუგნებელ მასებზე (მათი ნდობის მოსაპოვებლად).

2. საკითხის არამართებული გაშუქება, შეგნებულად ფაქტების დამახინჯება.


სიტყვა „დემაგოგია“ ძველბერძნულად ნიშნავს „ხალხის ხელმძღვანელობას“, „ხალხის დამოძღვრას.“ თავდაპირველი მნიშვნელობით ეს სიტყვა აღნიშნავდა საჯარო გამოსვლების დროს ორატორული და რიტორიკული ხერხების კომბინაციას, რომელიც მსმენელთა წინასწარ განწყობაზე იყო აგებული და მათი გულის მოგებას ისახავდა მიზნად. ძველ საბერძნეთში „დემაგოგებს“ უწოდებდნენ პოლიტიკოსებს, რომლებიც თავიანთი გამოსვლებით ხალხში პოპულარობას იხვეჭდნენ. ნეგატიური მნიშვნელობა ამ სიტყვამ ცოტა მოგვიანებით შეიძინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]