Driver

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Driver (სერია))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Driver
Driver series logo.png
სერიის ლოგო
ჟანრები მოქმედებითი-სათავგადასავლო
სარბოლო თამაში
დეველოპერ(ებ)ი Ubisoft Reflections
Sumo Digital
Ubisoft
Gameloft
გამომცემელი GT Interactive (1999)
Infogrames/Atari (2000–2006)
Ubisoft (2006–დღემდე)
შემქმნელ(ებ)ი მარტინ ედმონდსონი[1]
კომპოზიტორ(ებ)ი ალისტერ ბრიმბლი
რიჩ აიტკენი
პირველი გამოცემა Driver
30 ივნისი, 1999
ბოლო გამოცემა Driver: Speedboat Paradise
დეკემბერი 2014
ოფიციალური საიტი driver-game.com

Driver (ქართ. მძღოლი) — ვიდეო თამაშის სერია, რომელიც შექმნა Reflections Interactive-მა (ახლა Ubisoft Reflections). თავდაპირველად გამოსცა GT Interactive-მა, შემდეგ კი Atari, ხოლო დღესდღეობით გამოსცემს Ubisoft. თამაშის გეიმპლეი მოიცავს სარბოლო, მოქმედებითისა და სროლების ჟანრების ელემენტებსა და ღია სამყაროს გარემოს. 1999 წლიდან მოყოლებული გამოშვებული იქნა ხუთი თამაში სერიიდან.

2011 წლის აგვისტოს მონაცემებით გაყიდულია 16 მილიონი ეგზემპლიარი მსოფლიოს მასშტაბით.[2]

სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახელება პლატფორმები წელი
Sony Microsoft Nintendo Apple
Driver PlayStation Windows Game Boy Color Macintosh, iOS 1999
Driver 2 PlayStation არა Game Boy Advance არა 2000
Driv3r PlayStation 2 Xbox, Windows Game Boy Advance არა 2004
Parallel Lines PlayStation 2 Xbox, Windows Wii არა 2006
Driver 76 PlayStation Portable არა არა არა 2007
San Francisco PlayStation 3 Xbox 360, Windows Wii Mac OS X 2011
Renegade 3D არა არა 3DS არა 2011

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Driver[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Driver (ვიდეო თამაში).

პირველი გამოცემა Driver-ის სერიიდან გამოშვებული იქნა Playstation-ისთვის 1999 წლის 30 ივნისს.მოგვიანებით, 2000 წლის დეკემბერში შეიქმნა Game Boy Color-ისთვის, 2000 წელს - Windows-ისთვის, 2000 წლის დეკემბერში - Mac-ისთვის, ხოლო iOS-ზე გამოშვებული იქნა ყველაზე ბოლოს, 2009 წლის დეკემბერში. თამმაში მოთამაშე მართავს ყოფილ ავტომრბოლელს ჯონ ტანერს , რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდება პოლიციის დეტექტივი. თამაში შთაგონებულია ისეთი ფილმებით, როგორებიც არის მძღოლი, ბულიტი. დაფუძნებულია 4 რეალურ ქალაქზე, ესენია: მაიამი, სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკი.

Driver 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Driver 2.

მეორე ნაწილი თამაშის სერიიდან, გამოშვებული 2000 წლის 13 ნოემბერს PlayStation-ისთვის, Infogrames მიერ (დღეს Atari), ხოლო მოგვიანებით, 2002 წლის 4 ოქტომბერს პორტირებული იქნა Game Boy Advance-ზე. თამაშში კვლავ ფიგურირებს დეტექტივი ჯონ ტანერი მის პარტნიორ ტობიას ჯონსთან ერთად. თამაში დაფუძნებულია რეალურ ქალაქებზე - (ჩიკაგო, ჰავანა, ლას-ვეგასი, რიო-დე-ჟანეირო). ის არის პირველი თამაში სერიიდან, რომელშიც ჩადებული არის 2 მოთამაშის რეჟიმი, მოხრილი გზები და მანქანიდან გადმოსვლის და სხვა მანქანის გატაცების შესაძლებლობა.

Dirver 3[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Driver 3.

მესამე ნაწილი სერიიდან და პირველი - რომელმაც მიიღო M რეიტინგი ESRB-ისგან, (პირველმა ორმა ნაწილმა მიიღო T) გამოშვებული იქნა PlayStation 2-ისა და Xbox-ისთვის 2004 წლის 21 ივნისს. ერთიანობაში მიიღო უარყოფითი შეფასება კრიტიკოსებისგან, როგორიც არის სიუჟეტი, ცუდი კონტროლი და ა.შ. (მიუხედავად იმისა, რომ თამაშში პირველად იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი). თამაშში მიმდინარეობა ხდება ქალაქ მაიამში, ნიცასა და სტამბოლში. შემდგომში თამაში პორტირებული იქნა Windows-სა და Game Boy Advance-ზე[3].

Driver: Parallel Lines[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Driver: Parallel Lines.

მეოთხე ნაწილი სერიიდან. რელიზი შედგა 2006 წლის 14 ნოემბერს, PlayStation 2-სა და Xbox-ზე, ხოლო Windows-სა და Wii-თვის - 2007 წლის 26 ივნისს. სერიებიდან გამოირჩევა ძალადობრივი სცენებით, რომელიც +18 ნიშნით იქნა შეფასებული.

თამაში შესამჩნევად განსხვავდება მისი წინამორბედებისაგან. წინა სერიების გმირი ჯონ ტანერი მონაწილეობს მცირე ხნით. მოქმედება ხდება ნიუ-იორკში. ამჯერად მთავარი გმირის როლში გვევლინება არა პოლიციის ოფიცერი, არამედ კრიმინალი სახელად TK. მიმდინარეობა ხდება 1978 წლიდან 2006 წლამდე, სადაც მთავარი გმირი 28 წლის შემდეგ გამოდის ციხიდან. თამაშმა მიიღო დადებითი შეფასება, თუმცა გაყიდვების მხრივ წარუმატებელი აღმოჩნდა.

Driver 76[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Driver 76.

Driver 76 არის PlayStation Portable-ის ექსკლუზივი დრაივერის სერიებში. თამაშის პროცესი მიმდინარეობს ნიუ-იორკში, Parallel Lines-ის პირველი პერიოდში მომხდარი მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ. მთავარი გმირი არის TK-ის მეგობარი რეი, რომელიც მეორეხარისხოვანი პერსონაჟია Parallel Line-ში. იგი შემუშავებული იქნა Sumo Digital-ის მიერ.გამოვიდა 2007 წლის 8 მაისს.

Driver: San Francisco[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Driver: San Francisco.

მეხუთე ნაწილი სერიიდან, რომლის დამზადება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა[4][5][6]. რამდენიმე წლიანი სპეკულიაციების შემდეგ, Ubisoft-მა, საბოლოოდ გაამხილა დეტალები E3 2010-ზე. საბოლოოდ, გარკვეული შფერხებების შემდეგ, თამაში გამოშვებული იქნა 2011 წლის 1 სექტემბერს ავსტრალიაში.

თამაშში მოქმედება ხდება ქალაქ სან-ფრანცისკოში, სადაც პროტაგონისტი არის წინა სერიებიდან ცნობილი პერსონაჟი ჯონ ტანერი.იგი კომაში იყო გადატანილი ავარიის შემდეგ. თამაში მიმდინარეობს ტანერის კომის პერიოდში, მის სიზმრებში[7]. Wii ვერსიის თამაშის სიუჟეტი განსხვავდება სხვა Driver-ის სერიიდან. ის წარმოადგენს ორიგინარული თამაშის Driver წინაისტორიას.

ამ თამაშში, დეველოპერებმა გადაწყვიტეს ამოეღოთ მანქანიდან გადმოსვლის შესაძლებლობა. ამას გარდა, მათ შექმნეს ახალი მექანიზმი "ცვლა" (ინგლ:Shift), რომელიც საშუალებას იძლევა მანქანიდან გადმოსვლის გარეშე ერთი მანქანიდან მეორე მანქანაში გადასვლას.

თამაშმა მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან. იგი, ასევე კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა.

Driver:Renegade 3D[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Driver:Renegade 3D.

Nintendo 3DS-ის ექსკლუზივი. მასში კვლავ ფიგურირებს ჯონ ტანერი, რომელიც ცდილობს ნიუ იორკის კრიმინალური ბანდების განადგურებას საკუთარი ხელებით. თამაში გამოვიდა 2011 წლის 1 სექტემბერს ავსტრალიაში.

Driver: Speedboat Paradise[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფასო თამაში გამოსული მობილურ პლატფორმაზე, iOS-სა და Android ოპერაციულ სისტემებზე

მსგავსი თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Driver: Vegas (გამოვიდა 2006 წელს) და Driver: LA Undercover (გამოსული 2007 წელს) წარმოადგენს მობილური პლატფორმის ექკლუზიურ თამაშებს. აქაც, კვლავ თამაშის მთავარ გმირად გვევლინება ჯონ ტანერი. Driver: Vegas-ში მიმდინარეობა ხდება ქალაქ ლას-ვეგასში. ჯონ ტანერი ცდილობს შური იძიოს ჩარლს ჯერიკოზე Driver 3-ში მომხდარი მოვლენების გამო. ხოლო Driver: LA Undercover-ში თამაში მიმდიონარეობს ლოს-ანჯელესში, სადაც ტანერი ცდილობს ქალაქის მაფიის წევრების განადგურებას.

C.O.P. The Recruit[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 3 ნოემბერს Ubisoft-მა C.O.P. The Recruit გამოუშვა Nintendo DS-ისთვის. იგი დარეგისტრირებული იყო სხვადასხვა სახელწოდებებით, ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს სახელწოდება Driver: The Recruit.[8].

კრიტიკოსების შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაში GameRankings Metacritic
Driver (PS1) 87.57%[9]
(PC) 79.05%[10]
(GBC) 75.50%[11]
(PS1) 87[12]
Driver 2 (PS1) 69.20%[13]
(GBA) 63.36%[14]
(GBA) 73[15]
(PS1) 62[16]
Driver 3 (Xbox) 59.98%[17]
(PS2) 58.34%[18]
(GBA) 50.00%[19]
(PC) 41.21%[20]
(PS2) 57[21]
(Xbox) 56[22]
(PC) 40[23]
Driver: Parallel Lines (PS2) 69.99%[24]
(Xbox) 68.46%[25]
(PC) 61.80%[26]
(Wii) 59.82%[27]
(PS2) 69[28]
(Xbox) 69[29]
(PC) 61[30]
(Wii) 59[31]
Driver 76 (PSP) 59.89%[32] (PSP) 57[33]
Driver: San Francisco (X360) 81.00%[34]
(PS3) 79.77%[35]
(PC) 76.67%[36]
(Wii) 65.25%[37]
(X360) 80[38]
(PC) 80[39]
(PS3) 79[40]
(Wii) 64[41]
Driver: Renegade 3D (3DS) 46.14%[42] (3DS) 48[43]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Martin Edmondson“, Giant Bomb. წაკითხვის თარიღი: 2014-03-01. 
  2. At a glance. Ubisoft (2011-02-28). წაკითხვის თარიღი: 2011-04-19.
  3. Driver 3 speeds onto the GBA - Game Boy Advance News at GameSpot
  4. Atari sells Reflections.
  5. How a computer game is made. BBC (18 ივნისი, 2008). წაკითხვის თარიღი: 2008-06-18.
  6. UK games industry needs brains. BBC (18 ივნისი, 2008). წაკითხვის თარიღი: 2008-06-18.
  7. Driver: San Francisco coming to 360, PS3, Wii and PC. Joystiq (2010-06-14). წაკითხვის თარიღი: 2010-06-15.
  8. E3 2009: C.O.P. The Recruit – Driver's little brother?. One Last Continue (2009-06-02). წაკითხვის თარიღი: 2009-11-08.
  9. Driver Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  10. Driver Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  11. Driver: You are the Wheelman Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  12. Driver Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  13. Driver 2 Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  14. Driver 2 Advance Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  15. Driver 2 Advance Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  16. Driver 2 Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  17. Driv3r Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  18. Driv3r Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  19. Driv3r Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  20. Driv3r Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  21. Driv3r Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  22. Driv3r Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  23. Driv3r Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  24. Driver: Parallel Lines Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  25. Driver: Parallel Lines Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  26. Driver: Parallel Lines Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  27. Driver: Parallel Lines Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  28. Driver: Parallel Lines Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  29. Driver: Parallel Lines Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  30. Driver: Parallel Lines Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  31. Driver: Parallel Lines Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  32. Driver '76 Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  33. Driver '76 Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  34. Driver: San Francisco Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  35. Driver: San Francisco Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  36. Driver: San Francisco Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  37. Driver: San Francisco Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  38. Driver: San Francisco Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: January 20, 2013.
  39. Driver: San Francisco Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: January 20, 2013.
  40. Driver: San Francisco Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: January 20, 2013.
  41. Driver: San Francisco Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: January 20, 2013.
  42. Driver: Renegade Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: January 20, 2013.
  43. Driver: Renegade Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: January 20, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Driver&oldid=3084196“-დან