Gameloft

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Gameloft
ტიპი კერძო
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 2000; 24 წლის წინ (2000)
სათავო ოფისი პარიზი, საფრანგეთი
მმართველი
სტეფან რუსელი (აღმასრულებელი დირექტორი)
შემოსავალი 18.4 მილიოონი[1]
საწარმოო შემოსავალი €21 მილიონი[1]
სუფთა მოგება €18.2 მილიონი[1]
მფლობელი Vivendi (96 %)[2]
საიტი ოფიციალური საიტი

Gameloft SE - (სტილიზებული როგორც GAMELOFT ან gameloft) — ფრანგული ვიდეო თამაშების მწარმოებელი და გამომცემელი კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს პარიზში. Gameloft 20 სხვადასხვა ქვეყანაში ფლობს შვილობილ კომპანიებს. იგი ძირითადად აწარმოებს მობილურის თამაშებს, (iOS, Android, Windows Phone), ასევე პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტების, კონსოლებისა და სხვა პლატფორმებისთვის. კომპანია Gameloft-ს ფლობს ფრანგული კომპანია Vivendi.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია Gameloft დაარსდა 2000 წელს მაიკლ გილემოტისა და ჯოშ კოლსონის მიერ. ისინი იყვნენ კომპანია Ubisoft-ის მფლობელები და დამაარსებლები. კომპანია ნელ-ნელა ფართოვდებოდა და ბოლოს 5.000 ადამიანი დაასაქმებაც კი მოახერხა. კომპანიამ აქტიურობა დაიწყო 2003 წელს. Gameloft-ის კონსოლიდირებული შემოსავლები იყო €10.2 მილ. (2003), €23.2 მილ. (2004) და €46.8 მილ. (2005). კომპანიის კონსოლიდირებულმა შემოსავლებმა 2006 წელს 67 მილიონი ევრო, 2007 წელს 96 მილიონი, 2008 წელს 110 მილიონი, 2009 წელს კი 122 მილიონ ევროს მიაღწია,[3] კომპანიის შემოსავლები სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და 2014 წლისთვის 227 მილიონ ევროს გაუტოლდა.[4] Gameloft-ის ცნობით მას აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან სადისტრიბუციო წვდომა.[5]

2016 წლის თებერვალში, კომპანია Vivendi-მ შეისყიდა Gameloft-ის 30%-იანი წილი. 2016 წლის 1 ივლისიდან კი იგი 96.6%-იანი წილს ფლობს.[6]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • GSMA Global Mobile Awards 2015[7]
    • წლის აპლიკაცია: საუკეთესო მობილური აპლიკაცია ("Asphalt 8: Airborne")
  • MMO of the Year 2013[8]
    • საუკეთესო ანდროიდ MMO - აუდიტორიული ჯილდო ("Order & Chaos Online")
    • საუკეთესო აიფონ და აიპედ MMO - აუდიტორიული ჯილდო ("Order & Chaos Online")
    • საუკეთესო კლასიკური მობილურის თამაში - აუდიტორიული ჯილდო ("Order & Chaos Online")
  • Pocket Gamer Developer of the Year 2011[9]
  • JeuxVideo.com საუკეთესო MMORPG აიფონზე და აიპედზე 2011 წელს ("Order & Chaos Online")[10]
  • JeuxVideo.com საუკეთესო მოქმედებითი თამაში ("The Adventures of Tintin")[11]
  • Spike TV Video Game Awards 2008
    • წლის მობილური თამაში (The Oregon Trail)[12]
  • Spike TV Video Game Awards 2007[13]
    • წლის მობილური თამაშო (Assassin's Creed)
    • საუკეთესო მოქმედებითი ჟანრის მობილური თამაში (Assassin's Creed)
    • საუკეთესო მობილური თამაში (ვიზუალურად) (Assassin's Creed)
    • საუკეთესო მოქმედებითი თამაში (Heroes: The Official Mobile Game)
  • IGN Game Awards 2007:
    • საუკეთესო სტრატეგია უკაბელო მოწყობილობა (Rise of the Lost Empires)[14]
    • საუკეთესო ისტორია უკაბელო მოწყობილობა (American Popstar: Road to Celebrity)[15]
  • IGN Game Awards 2008:
    • საუკეთესო პლატფორმული თამაში, უკაბელო მოწყობილობა (Castle of Magic)[16]
    • საუკეთესო გრაფიკული ტექნოლოგია, უკაბელო მოწყობილობა (Hero of Sparta, iOS)[17]
    • საუკეთესო მოქმედებითი თამაში, უკაბელო მოწყობილობა (Hero of Sparta, iOS)[18]
    • საუკეთესო სარბოლო თამაში, უკაბელო მოწყობილობა (Asphalt 4: Elite Racing, iOS)[19]

Gameloft Live[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Gameloft Live არის ონლაინ სერვისი, რომელიც შექმნილია მხოლოდ iOS-ის, Android-ისა და Windows Phone-სთვის. Gameloft Live შეიქმნა 2008 წელს:

თამაშები რომლებსაც წვდომა აქვთ Gameloft Live-სთან:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 2011 Annual Results. Gameloft (21 March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 24 მატი, 2012.
  2. Riaz, Saleha. (21 June 2016) Vivendi's Gameloft stake up to 96%. GSM Association. ციტირების თარიღი: 16 August 2016.
  3. Gameloft Reference Documents 2005 - 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-21. ციტირების თარიღი: 2016-12-05.
  4. Gameloft's full year sales reach €227.3m.[მკვდარი ბმული]
  5. Top Mobile Games for iOS, Android, Java & more - Gameloft. Gameloft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-12-05.
  6. Gameloft's board resigns, names new boss
  7. GSMA Global Mobile Awards 2015 | Winners
  8. MMO of the Year 2013 | Winners
  9. The Pocket Gamer Awards 2011: The Winners | feature | Pocket Gamer Awards | PocketGamer.biz
  10. Dossier - Les jeux de Noël 2011 - iPhone/iPod - MMORPG - page 90 sur JeuxVideo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
  11. Dossier - Les jeux de Noël 2011 - iPhone/iPod - Action/Aventure - page 84 sur JeuxVideo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
  12. Video Game Awards 2008. Spike TV.
  13. Video Game Awards 2007. Spike TV.
  14. IGN Best of 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-09. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
  15. IGN Best of 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-14. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
  16. IGN Wireless: Best Platform Game 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-20. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
  17. IGN Wireless: Best Graphics Technology 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-20. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
  18. IGN Wireless: Best Action Game 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-19. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
  19. IGN Wireless: Best Racing/Driving Game 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-20. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Gameloft&oldid=4426562“-დან