ღია სამყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღია სამყარო (ინგლ. Open World) — ვიდეო თამაშის ტიპი, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეს დამოუკიდებლად და თვისუფლად გადაადგილდეს თამაშის სამყაროს ნებისმიერ წერტილში[1]. ერთ-ერთ მიზანს, ან ძირითად მიზანს წარმოადგენს სამყაროს გამოკვლევა, ახალი და საინტერესო ადგილების ძებნა.[2].

ღია სამყარო თავის თავში მოიცავს როგორც განცალკევებულ ტერიტორიას, ასევე მთლიან სამყაროს, სადაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მისვლა შესაძლებელია სხვადასხვა გზით და არა მხოლოდ ერთი განსაზღვრული გზით, როგორც ეს სიუჟეტურ თამაშებშია.[3] ღია სამყარო ძირითადად უბიძგებს მოთამაშეს გამოიკვლიოს თამაშის სამყარო. ზოგიერთი თამაშში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ღია სამყარო, სადაც არსებული ქალაქი, თუ რეგიონი რეალურზე არის დაფუძნებული, მაგალითად გამოგონილი ქალაქის ლოს-სანტოსის გეოგრაფია „Grand Theft Auto V“-ში, რომელიც დაფუძნებულია ქალაქ ლოს-ანჯელესის გეოგრაფიაზე[4].

თამაშების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია ღია სამყაროს ელემენტების მქონე თამაშების სია:

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sefton, Jamie. (23 ივნისი, 2012) The roots of open-world games. GamesRadar. წაკითხვის თარიღი: 2014-03-25.
  2. Harris, John. (26 სექტემბერი, 2007) Game Design Essentials: 20 Open World Games. Gamasutra. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-03-22. წაკითხვის თარიღი: 2013-03-19.
  3. Chris Kohler. (2008-01-04) Assassin's Creed And The Future Of Sandbox Games. Wired. წაკითხვის თარიღი: 2015-05-16.
  4. Bramwell, Tom. (2014-11-18) Grand Theft Auto 5 review. Eurogamer. წაკითხვის თარიღი: 2015-05-16.