4 ივნისი
იერსახე
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2024 |
4 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 155-ე დღე (ნაკიან წლებში – 156-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 210 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 780 : ისტორიაში პირველი მზის დაბნელება დაფიქსირდა ჩინეთში.
- 1039 : ჰენრი III საღვთო რომის იმპერატორი გახდა.
- 1098 : თურქმა სელჩუკებმა ჯვაროსნების მიერ ახლად აღებულ ანტიოქიას ალყა შემოარტყეს.
- 1615 : სიოგუნი ტოკუგავა ოსაკას ციხეს იღებს.
- 1716 : ლუიზიანაში პირველად ჩაიყვანეს აფრიკელი მონები.
- 1783 : ძმები მონგოლფიეეები საჰაერო ბურთის დემონსტრაციას ახდენენ.
- 1794 : ბრიტანეთის ძალებმა პორტ-ო-პრენსი აიღეს ჰაიტიზე.
- 1800 : ვაშინგტონში დასრულდა თეთრი სახლის მშენებლობა. მისი პირველი ბინადრები იყვნენ პრეზიდენტი ჯონ ადამსი და მისი მეუღლე.
- 1817 : მთავრობის განკარგულებით ოდესას თავისუფალი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
- 1856 : მოსკოვში დაარსდა ტრეტიაკოვის გალერეა.
- 1878 : კვიპროსის შეთანხმება: ოსმალეთმა კვიპროსი დიდ ბრიტანეთს დაუთმო.
- 1912 : მასაჩუსეტსი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც მინიმალური ხელფასის ზღვარი დაწესდა.
- 1917
- ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პირველად პულიცერის პირველი პრემიები გაიცა: ლორა რიჩარდსი, მოდ ელიოტი და ფლორენსე ჰოლი გახდნენ პირველი ლაურეატები ბიოგრაფიისთვის, ჟენ ჟულს ჟუსერანი - ისტორიისთვის, ჰერბერტ სვუპი - ჟურნალიზმისთვის.
- დაარსდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.
- 1918 : საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის ხელი მოეწერა ბათუმის საზავო ხელშეკრულებას.
- 1919 : ქალთა უფლებები: აშშ-ის კონგრესმა მიიღო მე-19 ჩასწორება აშშ-ის კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით ქალებს ხმის უფლება მიეცათ.
- 1928 : იაპონელმა აგენტებმა ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჟან ჟულინი მოკლეს.
- 1936 : ლეონ ბლუმი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
- 1943 : ხუნტამ არგენტინაში რამონ კასტიოს მთავრობა ჩამოაგდო.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი - მოკავშირეებმა რომი აიღეს.
- 1969 : ისრაელში მიიღეს კანონი რომლის მიხედვით ეროვნულ ვალუტას შეკელი ეწოდა.
- 1970 : ტონგამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა დიდი ბრიტანეთისაგან.
- 1975: „როლინგ სტოუნზი“ გახდა პირველი დაავლური როკ ჯგუფი რომელმაც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გამოცემული ფირფიტებისთვის ჰონორარი მიიღო.
- 1989 : ჩინეთის მთავრობამ პეკინში ტიანანმენის მოედანზე გამოსული მომიტინგეები დაარბია ტანკებითა და ჯარისკაცებით.
- 1989 : ომის შემდეგ პოლონეთში ჩატარებულ პირველ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებში სოლიდარობის პარტიის გამარჯვებამ ანტი-კომუნისტური რევოლუციების ტალღა ააგორა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
- 2000: შრი-ლანკის მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში დემონსტრაციების გამართვის შეზღუდვა.
- 2010 : იუკიო ჰატოიამას გადადგომის შემდეგ, იაპონიის პრემიერ-მინისტრი დემოკრატი ნაოტო კანი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1738 : ჯორჯ III — დიდი ბრიტანეთის მეფე (გ.1820)
- 1895 : ანა ჟღენტი — ქართველი თერაპევტი (გ.1976)
- 1975 : ჯოლი, ანჯელინა — ამერიკელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1941 : ვილჰელმ II — გერმანიის უკანასკნელი იმპერატორი (დ.1859)
- 1942 : ჰაიდრიხი, რაინჰარდ — გერმანიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (დ.1904)
- 1983 : ფირცხალავა, გიორგი — ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი
- 2001 : დიპენდრა — ნეპალის მეფე (დ.1971)
მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაერო: აგრესიის მსხვერპილი უმანკო ბავშვების დღეა
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოტსვანა: თანამეგობრობის დღე
- ინგუშეთი: რესპუბლიკის შექმნის დღე
- ყაზახეთი: სახელმწიფო სიმბოლოების დღე
- ყირგიზეთი: ხსოვნის დღე
- მოლდოვა: ბანკის თანამშრომლის დღე
- აშშ: ოჯახის დღე
- აშშ, ალაბამა: ჯეფერსონ დევისის დღე
- ტონგა: დამოუკიდებლობის დღე
- ფინეთი: თავდაცვის ძალების დღე
- ესტონეთი: დროშის დღე
საეკლესიო დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები