დიპენდრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიპენდრა ბირ ბიკრამ შაჰ დევი
ნეპ. दीपेन्द्र वीर विक्रम शाह
Crown Prince Dependra Bikram Shah Dev.jpg
ნეპალის დროშა ნეპალის მე-11 მეფე
მმართ. დასაწყისი: 1 ივნისი 2001
მმართ. დასასრული: 4 ივნისი 2001
წინამორბედი: ბირენდრა
მემკვიდრე: გიანენდრა
ნეპალის დროშა ნეპალის სამეფო ტახტის მემკვიდრე
მმართ. წლები: 1 ივნისი 200131 იანვარი 1972
წინამორბედი: ბირენდრა
მემკვიდრე: გიანენდრა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 ივნისი 1971
დაბ. ადგილი: კატმანდუ, ნეპალი
გარდ. თარიღი: 4 ივნისი 2001 (29 წლის)
გარდ. ადგილი: კატმანდუ, ნეპალი
დაკრძ. ადგილი: ბაგმატი
დინასტია: შაჰების დინასტია
მამა: ბირენდრა
დედა: აიშვარია
რელიგია: ინდუიზმი

დიპენდრა (ნეპ. दीपेन्द्र वीर विक्रम शाह शाह शाह रम शाह;  Dipendra Bir Bikram Shah; დ. 27 ივნისი, 1971 — გ.  4 ივნისი, 2001) — ნეპალის უფლისწული შაჰების დინასტიიდან, ნეპალის მეთერთმეტე მეფე 2001 წლის 1-დან 4 ივნისამდე. [1]

მეფე ბირენდრასა და დედოფალ აიშვარიას უფროსი ვაჟი; ნეპალის სამეფო ტახტის მემკვიდრე.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიპენდრამ ადრეული განათლება  კატმანდუს ბუდანილკანტის სკოლაში მიიღო. მოგვიანებით, შევიდა ეტონის კოლეჯში დიდ ბრიტანეთში, რის შემდეგაც სწავლობდა ნეპალის ტრიბჰუვანის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჩაირიცხა ჰარიპატიში ნეპალის სამხედრო აკადემიაში. დიპენდრა გეოგრაფიას სწავლობდა ტრიბჰუვანის უნივერსიტეტში; მიიღო მაგისტრის ხარისხი. იგი გახლდათ ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი. გაიარა სამხედრო მომზადება ნეპალის სამეფო გურხას არმიის აკადემიაში და საპილოტე კურსი სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტში.[2]

ინტერესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიპენდრა დაინტერესებული იყო სოციალური მომსახურების სფეროთი და სპორტით. იგი ესწრებოდა სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ცერემონიებს, სადაც მონაწილეობდნენ ნეპალელი ფეხბურთელები. როდესაც  ინგლისში სწავლობდა, უფლისწული კარატისტი გახდა და დაახლოებით 20 წლის ასაკში მოიპოვა შავი ქამარი. იგი გახლდათ ეროვნული სპორტული საბჭოსა და ნეპალის სკაუტების მფარველი. დიპენდრა ასევე წერდა სტატიებს, რომლებსაც აქვეყნებდა ნეპალის პერიოდულ გამოცემებში. მისი ნაწერები ხშირად ეძღვნებოდა სახელმწიფოებრიობასა და ეროვნულობას.[3][4]

მკვლელობის გარემოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარ მიზეზად დასახელდა, რომ  დედოფლის არ სურდა ეღიარებინა მეფისწულის საცოლედ რანა დევიანი — გოგონა რანას გვარიდან, რომელიც დიპენდრამ ლონდონში გაიცნო. დევიანი  აიშვარიას შორეული ნათესავი იყო, თუმცა დედოფალმა ვაჟისთვის სხვა საცოლე შეარჩია  —   სუპრია შაჰი  — ნეპალის სამეფო ოჯახის წევრის, პრადიპ ვიკრამ შაჰის ქალიშვილი.

რანას კლანმა რამდენიმე ქვეყანაში ძალაუფლება მოიპოვა და დააარსა პრემიერ-მინისტრების დინასტია მაჰარაჯას ტიტულით, რომელიც ფაქტობრივად ერთი საუკუნის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. თუმცა, ისტორიაში იყო ქორწინების მრავალი შემთხვევა რანასა და შაჰის კლანებს შორის.

2001 წლის 1 ივნისის საღამოს, სადილზე, უფლისწულმა დიპენდრამ, რომელიც ძლიერი ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მოკლა 9 და მძიმედ დაჭრა 5 ოჯახის წევრი. შედეგად გარდაიცვალა მეფე ბირენდრა, დედოფალი აიშვარია, მათი შვილები — პრინცი ნირაჯანი, პრინცესა შრუტი, მეფის ძმა —  პრინცი დირენდრა, მეფის დები — შანტი და შარადა, ამ უკანასკნელის კუმარის ქმარი და მეფის დეიდა —  ჯაიანტი. ერთადერთი გადარჩენილი (მათგან, ვინც სადილზე იყო) გახლდათ მფისწულ გიანენდრას (მეფის ძმა) კომალის ცოლი. თავად დიპენდრა ბაღში გავიდა და თავის მოკვლა სცადა.

სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრი დაიღუპა, გარდა გიანენდრა შაჰისა, ბირენდრას უმცროსი ძმისა. დიპენდრა მეფედ გამოცხადდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც იგი გარდაიცვალა 2001 წლის 4 ივნისს, ნეპალის მეფე გახდა გიანენდრა, გარდაცვლილი მეფის, ბირენდრას ძმა, რომელიც მკვლელობის დროს სასახლეში არ იმყოფებოდა. დიპენდრას ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა[5]

ვერსიები და თეორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალის სამეფო ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ოფიციალურისაგან. ერთ-ერთი ვერსიით დიპენდრას სურდა დაქორწინებულიყო დევიანი რანაზე, რომელიც ინგლისში გაიცნო, მაგრამ დიპენდრას მშობლები წინააღმდეგი იყვნენ. დიპენდრას პირდაპირ უთხრეს, რომ გადაწყვეტილებას არ შეიცვლიდა, მოუწევდა უარი ეთქვა ტახტზე. არსებობს მოსაზრება, რომ დიპენდრა უკმაყოფილო იყო ქვეყნის აბსოლუტურიდან კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლით, ვინაიდან   ძალიან დიდი ძალაუფლება მიენიჭა ოპოზიციას 1990 წლის სახალხო მოძრაობის შემდეგ.[6]

სამეფო ოჯახის მკვლელობის გარემოებები  დიდი კამათის საგანია და დღესაც, როდესაც ნეპალში მონარქია გაუქმდა, ბევრი კითხვა რჩება  მიზეზთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ არ არის გაცემული პასუხი ბევრ კითხვაზე, მაგალითად: ღონისძიებაზე უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ იყო დაცული;  გიანენდრა სასახლეში  იმყოფებოდაარ;   მიუხედავად იმისა, რომ უფლისწული დიპენდრა ცაცია არ იყო, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის მარცხენა არეში  ფიქსირდებოდა და ბოლოს, შემდგომი გამოძიება გაგრძელდა მხოლოდ ორი კვირა, რაიმე მნიშვნელოვან სასამართლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

ნეპალურენოვანი გაზეთი Rajdhani სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის უსახელო წყაროებზე დაყრდნობით  იტყობინებოდა, რომ გამომძიებელთა ჯგუფმა დაკითხა 150-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის გადარჩენილები და ბალისტიკური ექსპერტები, და რომ დაკითხულთა 99%-ზე მეტმა განაცხადა, რომ  მთელი პასუხისმგებლობა დიპენდრას ეკისრებოდა.[7]

დაზარალებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაღუპულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეფე ბირენდრა – მამა
  • დედოფალი აიშვარია – დედა
  • უფლისწული ნირაჯანი – ძმა
  • პრინცესი შრუტი – და
  • უფლისწული ჯირენდრა – მეფე ბირენდრას ძმა, რომელმაც უარი განაცხადა სამეფო ტახტზე
  • პრინცესა  შანტი – მეფე ბირენდრას და
  • პრინცესა შარადა – მეფე ბირენდრას და
  • პრინცესა ჯაიანტი – მეფე ბირენდრას დეიდაშვილი
  • კუმარ კხადგა – პრინცესა შარადას მეუღლე

დაჭრილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  •  პრინცესა შოვა – მეფე ბირენდრას და
  • კუმარ გორახი – პრინცესა შრუტის მეუღლე
  • პრინცესა კომალი – მეფე გიანენდრას მეუღლე
  • კეტაკი სინკჰი – მეფე ბირენდრას  დეიდაშვილი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Prakash A. Raj. "Kay Gardeko?": The Royal Massacre in Nepal. Rupa & Company, (2001), p. 85.
  2. Sanjay Upadhya. "The Raj Lives: India in Nepal", Vitasta Pub., (2008), p. 149.
  3. Asia Yearbook. Review Publishing Company, (1989), p. 184.
  4. Milestones of History, Volume 2. Pramod Mainali, (2006), p. 121.
  5. Le Monde (09 juin 2001): "La folie meurtrière du prince Dipendra", Par FRANCOISE CHIPAUX. (ფრანგ.)
  6. Laura M. Ahearn. "Invitations to Love: Literacy, Love Letters, and Social Change in Nepal", (2001).
  7. Francis G. Hutchins. "Democratizing Monarch: A Memoir of Nepal's King Birendra", Vajra Publications, (2007), p. 123.