ნინევია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტიკური ნინევიის კედლების და კარიბჭეების მარტივი გეგმა
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ნინევია (ასირიულ-აქადურად: ნინუა) ასურეთის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი. მდებარეობდა მდინარე ტიგრის მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი ქ. მოსულის, ერაყი, ადგილას. ასურბანიფალის ბრძანებით ნინევიაში მსოფლიოში პირველი ბიბლიოთეკა დაარსდა.

მის ადგილას პირველი დასახლება გაჩნდა ძვ. წ. V ათასწლეულის შუა ხანებში, ქალაქად კი გადაიქცა ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში. აქ ძვ. წ. XVIII საუკუნეში ღვთაება იშთარის ტაძარი ააგო შამშიადად I-მა. ძვ. წ. XV-XIV საუკუნეებში ნინევია დაიმორჩილა მითანის სახელმწიფომ. ძვ. წ. VIII საუკუნეში მეფე სინახერიბის დროს დაიწყო ქალაქის გეგმიანი განაშენიანებ. მას შემოავლეს 4 კმ სიგრძის გალავანი, რომელსაც დატანებული ჰქონდა 15 ჭიშკარი. ცენტრალური ქუჩის სიგანე 26 მეტრი იყო.

ამ დროს ნინევია გადაიქცა ასურეთის სამეფოს დედაქალაქად. აშენდა მეფის სასახლე, განახლდა იშთარის, ხოლო ახლად აიგო ღვთაება ნაბუს ტაძარი. მეფე ასურბანიფალის დროს, მისივე ბრძანებით ნინევიაში შეიქმნა იმ დროისათვის უდიდესი და უნიკალური ბიბლიოთეკა, რომლის ნანგრევებშიც აღმოჩნდა 30 ათასი ლურსმულად ნაწერი თიხის ფირფიტა. ძვ. წ. 612 წელს ბაბილონის მეფე ნაბუფალასარისა და მიდიის მეფე კიაქსარის გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო და დაანგრია ნინევია. ამის შემდეგ იგი გადაიქცა მცირე დასახლებად.

XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე ნინევიის გათხრების შედეგად გამოვლენილ და შესწავლილ იქნა სინახერიბისა და ასურბანიფალის სასახლეთა კედლების დიდებული მხატვრობა, ასევე ფრთოსანი ხარებისა და ლომების ქანდაკებები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: