კავად I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავად I
قباد
სასანიდური ირანის მე-20 შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 488
მმართ. დასასრული: 496
წინამორბედი: ბალაში
მემკვიდრე: ჯამასპი
სასანიდური ირანის შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 498
მმართ. დასასრული: 531
წინამორბედი: ჯამასპი
მემკვიდრე: ხოსრო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 473
გარდ. თარიღი: 13 სექტემბერი, 531
შვილები: კავუსი
მიჰრანი
იეზდიგერდი
ხოსრო I
ჯამასპი
ქსერქსე
დინასტია: სასანიანები
მამა: პეროზ I
რელიგია: ზოროასტრიზმი

კავად I (სპარს. قباد დ. 473 — გ. 13 სექტემბერი, 531) — სასანიდური ირანის მე-20 შაჰინშაჰი 488–496 და 499–531 წლებში, პეროზ I-ის უფროსი ვაჟი.

კავადი სასანიანთა ხელისუფლებაში მისი ბიძის, ბალაშის დამხობის შედეგად მოვიდა. დიდებულთა და ქურუმთა პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების დასუსტების მიზნით მიემხრო მაზდაკელებს და გაატარა მათი პროგრამის შესაფერისი ზოგიერთი ღონისძიება. დაახლოებით 496 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს. 499 წელს დაიბრუნა ტახტი და განაგრძო დიდგვაროვანთა საწინააღმდეგო პოლიტიკა. წარმატებით შეებრძოლა ბიზანტიას (502-505 ან 506), მოიგერია ჩრდილოეთ ჰუნების თავდასხმა.

კავად I-ის დროს დაარსდა რამდენიმე ქალაქი, გაფართოვდა არხების ქსელი, დაიწყო რეფორმების გატარება. მეფობის ბოლო წლებში განუდგა მაზდაკელებს და სისხლში ჩაახშო მათი მოძრაობა.

მან აქტიური, სადამსჯელო პოლიტიკა აწარმოა კავკასიაში. ბიზანტიელებთან დაწყებული ომის პარალელურად ვახტანგ გორგასლის აჯანყებების მოგერიებაც უწევდა. 502 წელს, ივრის ხეობაში დაამარცხა იბერიის სამეფოს ჯარი, მეფე ვახტანგ გორგასალი კი მოღალატის ნასროლი ისრით მიღებულმა ჭრილობამ შეიწირა. ამის შემდეგ სასანიდებმა ქართლში ფეხი უფრო მოიკიდეს და დიდებულების დახმარებით, 523 წელს, კავად I-ის განკარგულებით მეფობაც გააუქმეს.

531 წელს კავად I გარდაიცვალა და მისი ანდერძის თანახმად ძალაუფლება ხელში აიღო მისმა უმცროსმა ვაჟმა, ხოსრო I-მა, რომელმაც გააგრძელა კავადის მიერ დაწყებული რეფორმების გატარების პროცესი, რისი წყალობითაც სასანიდური ირანი ძლიერების მწვერვალამდე მიიყვანა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3. 
  • Greatrex, Geoffrey; Lieu, Samuel N. C. (2002). „Justinian's First Persian War and the Eternal Peace“, The Roman Eastern Frontier and the Persian Wars (Part II, 363–630 AD). New York, New York and London, United Kingdom: Routledge, გვ. 82–97. ISBN 0-415-14687-9. 
  • Tafazzoli, Ahmad (1989). „BOZORGĀN“. Encyclopaedia Iranica, Vol. IV, Fasc. 4. Ahmad Tafazzoli. p. 427.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Schindel, Nikolaus (2013). „KAWĀD I i. Reign“. Encyclopaedia Iranica, Vol. XVI, Fasc. 2. pp. 136–141.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)