ჰერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
'
Hera Campana Louvre Ma2283.jpg

მითოლოგია: religion in ancient Greece
სხვა კულტურებში: იუნონა
სქესი: მდედრობითი
მამა: კრონოსი[1] [2]
დედა: რეა[1]
და-ძმა: ზევსი[1] [3] , ჰესტია, ჰადესი, პოსეიდონი და დემეტრა
მეუღლე: ზევსი[1]
შვილები: არესი, Eileithyia, ჰებე, ჰეფესტოსი[4] , Angelos, Enyo, Pasithea, Arge, ერისი და ჰეკატე
გამოსახულებები

ჰერა (ძვ. ბერძნ. Ἥρα) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული, ზევსის და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის, ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა. ჰომეროსთან ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც: შებოჭა ოქროს ჯაჭვებით და ფეხზე მძიმე გრდემლი დაჰკიდა. ჰერას საშველად მისული ღმერთები განრისხებულმა ზევსმა მიწაზე დაანარცხა. ჰერას თაყვანს სცემდნენ მიკენში, კორინთში, სპარტაში, განსაკუთრებით არგოსში, სადაც მისი მთავარი ტაძარი იდგა. ამ ტაძარში იყო აღმართული პოლიკლიტესეული ჰერას განთქმული, გიგანტური, ოქროსა და სპილოს ძვლის ქანდაკება: ტახტზე იჯდა გვირგვინოსანი ჰერა, ცალ ხელში ბროწეული ეჭირა, მეორეში - გუგულის გამოსახულებიანი კვერთხი. ჰერას ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ფარშევანგი, ყვავი და გუგული - გაზაფხულის მაცნე (ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო). რომაულ მითოლოგიაში ჰერას შეესატყვისება იუნონა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Любкер Ф. Ἥρα // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, Л. А. Георгиевский, М. С. Куторга и др. — Санкт-Петербург: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 603–604.
  2. 2.0 2.1 Любкер Ф. Κρόνος // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, Л. А. Георгиевский, М. С. Куторга и др. — Санкт-Петербург: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 356–357.
  3. 3.0 3.1 Любкер Ф. Ζεύς // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, Л. А. Георгиевский, М. С. Куторга и др. — Санкт-Петербург: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1479–1482.
  4. 4.0 4.1 Любкер Ф. Ἥφαιστος // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, Л. А. Георгиевский, М. С. Куторга и др. — Санкт-Петербург: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 602–603.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰერა&oldid=3678749“-დან