შინაარსზე გადასვლა

ჰებე (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰებე (მითოლოგია)


მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია და ბერძნული მითოლოგია
სხვა კულტურებში: Iuventas
სქესი: მდედრობითი
მამა: ზევსი[1]
დედა: ჰერა[1]
მეუღლე: ჰერაკლე
შვილები: ალექსანდრე და ანიკეტე
გამოსახულებები

ჰებე[2] (ძვ. ბერძნ. Ἥβη [Hebe]) — მარადიული სიჭაბუკის ქალღმერთი, უჭკნობი სინორჩის განსახიერება, ზევსის და ჰერას მშვენიერი ასეული; განიმედეს წინამძღოლია, მასთან ერთად აწვდის ღმერთებს ახალგაზრდობის შემანარჩუნებელ ნექტარს და ამბროზიას. როდესაც ჰერაკლე ცად აამაღლეს ცოლად ჰებე მისცეს. ორი შვილი აჩუქა ზევსის შვილს: ალექსანდრე და ანიკეტე, რომელთაც არაფრით უსახელებიათ სახელით მდიდარი მამა. ამ ქორწინებას კი ჰომეროსიც ადასტურებს. ტროის ომში ჰებე ჰერას ეტლს აწყობს.

ჰებეს ტაძარში თუ შეასწრებდა, მონა თავისუფლებას იღებდა. ეს ძალა გაჰყვა ჰებეს რომშიც, სადაც მას იუვენტას ეძახდნენ. ჰებეს კულტით ცნობილი არიან ათენი, ფლეიუსი, (პელოპონესი) და სიკიონი, სადაც განიმედას და დიას უწოდებდნენ, ისევე რომი. ჰებე-იუვენტასი არა ოდენ უჭკნობი ძალის განსახიერებაა, არამედ უჭკნობი სახელმწიფოს დღეკეთილობისაც.

  • ხელოვნებაში ჰებეს იდეალია ანტონიო კანოვას მარმარილოს ქანდაკი. მშვენებით სრული ქალწული წელს ზემოთ შიშველია, ხელთ ოქროს ფიალა უჭირავს, მეორე ხელით ამბროსიით სავსე ჭურჭელი აუწევია და მსუბუქად ჩამოდის მაღლიდან ძირს.
  • მის სახელს ატარებს 1847 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი (6) ჰებე.
  • გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]