დემეტრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემეტრა
Eleusinian hydria Antikensammlung Berlin 1984.46 n2.jpg

მითოლოგია: religion in ancient Greece
სხვა კულტურებში: Ceres
სქესი: მდედრობითი
მამა: კრონოსი
დედა: რეა
და-ძმა: ჰესტია, ჰადესი, ზევსი და პოსეიდონი
შვილები: პერსეფონე და Plutus
გამოსახულებები

დემეტრა (ძვ. ბერძნ. Δημήτηρ) — ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. კრონოსისა და რეას მეორე ქალიშვილია

დემეტრას მითში აისახა ძველისძველი წარმოდგენა დედამიწაზე მცენარეულობის პერიოდული კვდომისა და აყვავების შესახებ. დემეტრასა და ზევსის ასული პერსეფონე ზევსისავე ნებართვით მოიტაცა ქვესკნელის ღვთაება ჰადესმა. განრისხებულმა დემეტრამ დედამიწას ნაყოფიერება დაუკარგა. ქვეყანაზე შიმშილმა დაისადგურა და ადამიანები ღმერთებს მსხვერპლს აღარ სწირავდნენ. ზევსმა პერსეფონეს უბრძანა, წელიწადის ორი მესამედი დედამიწაზე - დედასთან გაეტარებინა, დანარჩენი კი - მიცვალებულთა სამეფოში. დემეტრას საკულტო ცენტრი იყო ელევსინი, სადაც იმართებოდა ელევსინის მისტერიები - დემეტრასა და პერსეფონესადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულები. დემეტრას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთსა და სიცილიაში. ძველი რომაელები დემეტრას კულტს აიგივებდნენ თავიანთ ღვთაება ცერერას კულტთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 458, თბ., 1978
თორმეტი ოლიმპოელი
ათენა | აპოლონი | არტემიდა | აფროდიტე | არესი | დემეტრა | ზევსი |
პოსეიდონი | ჰერა | ჰერმესი | ჰესტია | ჰეფესტოსი

მოგვიანებით მიაკუთვნეს: დიონისე |ჰებე | ჰერაკლე