ჰესტია
ჰესტია | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
სხვა კულტურებში: | ვესტა, Chantico და ანუკეტი |
სქესი: | მდედრობითი |
გავლენის სფერო: | კერა, cooking, ცეცხლი, baking და საცხოვრებელი |
მამა: | კრონოსი |
დედა: | რეა |
და-ძმა: | დემეტრა[1] , ჰერა[1] , ჰადესი[1] , პოსეიდონი[1] და ზევსი[1] |
გამოსახულებები |
ჰესტია[2] (ძვ. ბერძნ. Ὲστία) — ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. კრონოსის და რეას ასული. ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერასა და დემეტრეს და. ბერძენთა კერიის, კერაზე ანთებული ცეცხლისა და ოჯახის მფარველი ქალწული ქალღმერთი, აგრეთვე სახელმწიფო კერისა, — ძალზედ მნიშვნელოვანი და თავისებური კეთილი ღვთაება, ბერძენთა წმინდა საფიცარი, რომელსაც უმანკოებით ათენა და არტემიდე თუ შეედრებიან.
ბევრს ეცადნენ აპოლონი და პოსეიდონი, რომ ცოლად შეერთოთ, მაგრამ სტიქსი დაიფიცა, ბოლომდე ქალწულად დავრჩებიო. ზევსმა დაასაჩუქრა პატივით, რომ ყოველ კერასთან გამორჩევით სცენ თაყვანი და სადილის წინ მსხვერპლი შესწირონ ან უძღვნან რაიმე. ჯერ მისი იყო წმინდა ძღვენი, სადილის წინ და მერე მისაძღვნელი, ამას გარდა ყველა სხვა ღვთაების ტაძარშიც პატივს სცემდნენ, როგორცც კერიის მფარველს, ოჯახის ქომაგს, მშვიდობისა და სიამტკბილობის ქალღმერთს, ზევსთან ერთად შესთხოვდნენ წყალობას. ჰომეროსს ორი ჰიმნი აქვს მიძღვნილი. მისი თქმით, ქალწული ჰესტია ისართმტყორცნელ აპოლონის ღვთაებრივ სახლს იცავს პითონში, და შესთხოვს, მეც შემეწიეო.
ერთ-ერთი ვარაუდით, მიიჩნევა, რომ ჰესტიას კულტი ფართოდ გავრცელდა რომში, სადაც მას ვესტა ეწოდა, თუმცა ეს მოსაზრება სადავოა.
ასტრონომიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემლად 1857 წელს ნაპოვნ ასტეროიდს დაარქვეს სახელი — (46) ჰესტია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰესტია“ ვიკისაწყობში.
- Carlos Parada, "Hestia"
- Socrates to Hermogenes about Hestia - Estia - Esti (Eesti) - Osia
- Theoi Project: Hestia